ინდის ცივილიზაცია

ინდის ან ჰარაპის ცივილიზაცია — კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია, ძველეგვიპტურსა და შუმერულ ცივილიზაციებთან ერთად. ამ სამიდან იკავებდა ყველაზე დიდ ფართს. ვითარდებოდა ინდის ხეობაში არიელების მოსვლამდე, ძვ. წ. III ათასწლეულში. ცივილიზაციის ძირითადი ცენტრები — ჰარაპა, ლოთჰალა და მოჰენჯო-დარო.

ცივილიზაციის გავრცელების არეალი.

წინარეისტორია

ძვ. წ. VII ათასწლეულში ინდის ხეობაში და სარასვატში ვითარდება წინამიწათმოქმედი კულტურა, რომელსაც ეძახიან მეგარის კულტურას. ამ დროს ადამიანმა აღმოაჩინა ეფექტიანი საშუალებები ეფექტიანად მიეღო საკვები რესურსები. სწორედ ამან შესაძლებელი გახადა ადამიანის განვითარებაში სხვა დონეზე გადასვლა. ამ დონეს კულტურულ-ისტორიული კომპლექსი ეწოდა.

ცივილიზაცია

ქურუმის სტატუეტი მოჰენჯო-დაროში

მოჰენჯო-დაროში და სხვა ტერიტორიში აღმოჩენილია ირიგაციული მიწამოქმედების საწყისები. ასევე მოჰენჯო-დაროში აღმოჩენილია ყველაზე ცნობილი საპირფარეშო და კანალიზაცია. ინდის ხეობის დამწერლობა დღესაც გაუშიფრავია, ამიტომაც მმართველების სახელები და მმართველობის ფორმა უცნობია.

დაისი

ინდის ცივილიზაციის დაისი მოხდა ძვ. წ. XVIII–XVII საუკუნეებში. ამ დროს დრავიდური მოსახლეობა გადადის სამხრეთ-აღმოსავლეთით და კარგავს განვითარების დონე. სავარაუდოდ, ცივილიზაციას ბოლო დარტყმა მიაყენეს არიელებმა, რომლებიც ინდის ხეობაში შეიჭრნენ, ეს შეტევა აღწერილია „რიგვედაშიც“.

მოჰენჯო-დაროს ნაქალაქევი.

პირველი ცნობები პრეარიული ცივილიზაციის არსებობის შესახებ XIX საუკუნეში გამოაქვეყნა ალექსანდრე კანინგემმა.საბოლოოდ ამ ცივილიზაციის არსებობა დატკიცდა 1921-1922 წლებში ჯონ მარშალის ექსპედიციის მიერ.

იხილეთ აგრეთვე

  • მარგიანული ცივილიზაცია — არსებობდა ინდის ცივილიზაციასთან ერთად დღევანდელი ავღანეთის და თურქმენეთის ტერიტორიაზე.

ლიტერატურა

  • Альбедиль М.Ф. Забытая цивилизация в долине Инда. М. 1991.
  • История древнего Востока, т. 1. М.1986.
არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა