ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი

ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი (შემოკლებით ეძახიან ჩემპიონატი, სპონსორიდან გამომდინარე Sky Bet ჩემპიონატი, 2004 წლიდან 2016 წლამდე ერქვა საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი)[1] - უმაღლესი დივიზიონი ინგლისის საფეხბურთო ლიგაში და მეორე უმაღლესი დივიზიონი ინგლისის საფეხბურთო ლიგის სისტემაში პრემიერლიგის შემდეგ. ლიგა შედგება 24 კლუბისგან, სეზონის ბოლოს საუკეთესო ორი გუნდი ავტომატურად აღზევდება პრემიერლიგაში. მესამედან მეექვსე ადგილებზე გასულები კი პლეი-ოფის თამაშებს მართავენ, გამარჯვებული პრემიერლიგაში გადადის. ჩემპიონატის ბოლო სამი კლუბი ქვეითდება ლიგა ერთში.

ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი
ქვეყანა ინგლისი (22 გუნდი)
უელსი (2 გუნდი)
დაარსდა 2004–დღემდე
1992–2004 (საეხბურთო ლიგის
პირველი დივიზიონი)

1892–1992 (საფეხბურთო ლიგის
მეორე დივიზიონი)
კლუბ. რაოდენობა 24
ღზევდება პრემიერ ლიგა
ქვეითდება ლიგა 1
საშინაო თასები ინგლისის ლიგის თასი
ინგლისის ლიგის ტროფეი
საერთაშ. თას(ებ)ი ინგლისის ასოციაციის თასი
ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი
მოქ. ჩემპიონი ლიდს იუნაიტედი (2019–20)
ყველაზე ტიტულოვანი ნიუკასლ იუნაიტედი
რედინგი
სანდერლენდი
ვულვერჰემპტონ უონდერერსი
(2 ტიტული თითოეულს)
ტვ პარტნიორები მაუწყებელთა სია
2020–2021 ჩემპიონატი

საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი დაარსდა 2004–2005 სეზონში და არის მანამდე არსებული პირველი დივიზიონის (1992–2004) მემკვიდრე. პრემიერლიგის შექმნამდე იგივე პოზიცია ჰქონდა საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონს (1892–1992). ჩემპიონატის გამარჯვებულები იღებენ ინგლისის პირველი დივიზიონის თასს. ინგლისის სხვა ჩემპიონატების მსგავსად, ტურნირში უელსის გუნდებიც იღებენ მონაწილეობას.

ჩემპიონატი არის ყველაზე მდიდარი არა ტოპ საფეხბურთო ლიგა და მეცხრე ყველაზე მდიდარი დივიზიონი ევროპაში.[2] 2018–19 სეზონში საშუალო დასწრება 20,181 იყო,[3] რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მეორე დივიზიონებში. მხოლოდ ცხრა უმაღლეს ჩემპიონატს აქვს უკეთესი მაჩვენებელი.[4]

ლიგის ჩემპიონატში ყველაზე ბევრი სეზონი ბარნსლის აქვს ჩატარებული, 2011 წლის 3 იანვარს ბარნსლიმ 1,000 გამარჯვება დააგროვა. ბარნსლი არის ასევე ერთადერთი გუნდი, რომელსაც 3,000 თამაში აქვს ჩატარებული მეორე დივიზიონში.[5] 2007–08 სეზონიდან დღემდე ლიგის ჩემპიონატის ყველაზე დიდხნიანი წევრია ევროპის თასის ყოფილი გამარჯვებული ნოტინგემ ფორესტი.[6][7]

ისტორია

საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის სადებიუტო 2004–05 სეზონს 9.8 მილიონი გულშემატკივარი დაესწრო, რაც მეოთხეა ევროპის ტოპ ჩემპიონატების შემდეგ. ინგლისის პრემიერლიგა (12.88 მილიონი), ესპანეთის ლა ლიგა (11.57 მილიონი) და გერმანიის ბუნდესლიგა (10.92 მილიონი), ლიგის ჩემპიონატმა გაუსწრო იტალიის სერია A-ს (9.77 მილიონი) და საფრანგეთის ლიგა 1-ს (8.17 მილიონი).[8][9][10]

სადებიუტო სეზონში სანდერლენდმა გაიმარჯვა, უიგან ატლეტიკი მეორე ადგილზე გავიდა და პირველად ინგლისის უმაღლეს დივიზიონში აღზევდა. უიგანი მხოლოდ ოცდაშვიდი წლის წინ შეუერთდა ინგლისის საფეხბურთო ლიგას და გამოდიოდა მეოთხე რანგის დივიზიონში. პირველი პლეი-ოფის მატჩი კარდიფის მილენიუმის სტადიონზე ვესტ ჰემ იუნაიტედის გამარჯვებით დასრულდა, სადაც ლონდონელებმა პრესტონ ნორტ ენდი 1–0 დაამარცხეს. 2005–06 სეზონის ბოლოს რედინმა 106 ქულა დააგროვა და გააუმჯობესა 1999 წლის სანდერლენდის რეკორდი.[11]

პირველი გამარჯვებიდან სამი წლის შემდეგ 2006–07 სეზონში სანდერლენდმა მეორე ტიტული მოიგო. 2007 წლის 4 მაისს ლიდზ იუნაიტედი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ადმინისტრაციული წესები დაარღვია და 10 ქულა ჩამოეჭრა, რის გამოც, ბოლო ადგილი დაიკავა და ლიგიდან გავარდნენ.[12][13] 2007 წლის 28 მაისს დერბი ქაუნთიმ ვესტ ბრომვიჩ ალბიონს 1–0 მოუგო და პირველი პლეი-ოფის გამარჯვებული გახდა განახლებულ უემბლის სტადიონზე, თამაშს 75,000 მაყურებელი დაესწრო.[14] ვესტ ბრომმა მომდევნო სეზონში გაიმარჯვა.

2009 წლის 30 სექტემბერს, Coca-Cola-მ განაცხადა, რომ 2009–10 სეზონის ბოლოს საფეხბურთო ლიგასთან (ამჟამად ინგლისის საფეხბურთო ლიგა) კონტრაქტს დაასრულებდა.[15] 2010 წლის 16 მარტს, npower-მა დააანონსა, რომ ის გახდებოდა ახალი სპონსორი და 2010–11 სეზონის დაწყებიდან 2012–13 სეზონის დასრულებამდე ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატის ოფიციალური სახელი იქნებდა Npower ჩემპიონატი.[16]

2013 წლის 18 ივლის ბრიტანული გემბლინგ კომპანია Sky Bet გახდა ჩემპიონატის ახალი სპონსორი ხუთი წლით.[1]

2014 წლის 24 მაისს, პლეი-ოფის მატჩს დერბი ქაუნთსა და ქუინზ პარკ რეინჯერს შორის ყველაზე მეტი 87,348 ადამიანი დაესწრო, ბობი ზამორას გოლით ქპრ გამარჯვებული გახდა.[17]

2016–17 სეზონში საფეხბურთო ლიგა განახლდა და დაერქვა ინგლისის საფეხბურთო ლიგა. ამ სეზონში ჩემპიონატს დაესწრო თერთმეტ მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო ორ მილიონზე მეტმა ტელევიზორში ნახა ნიუკასლ იუნაიტედსა და ასტონ ვილას მატჩი; ორივე მათგანი წინა სეზონში პრმიერლიგიდან გავარდნენ. ინგლისის მეორე დივიზიონისთვის ეს დასწრება 1958–59 სეზონის შემდეგ ყველაზე ბევრია.[18]

ლიგის სტრუქტურა

ლიგის წევრია 24 კლუბი. სეზონი იწყება აგვისტოში და სრულდება მაისში, თითოეული გუნდი ერთმანეთთან ატარებს ორ თამაშს ერთს სახლში და ერთს სტუმრად. გამარჯვების ქულაა სამი, ფრის ერთი და წაგების ნული. ლიგის ცხრილი დგება დაგროვებული ქულებით, შემდგომ ყურადღება ექცევა გოლების სხვაობას, შემდგომ გატანილი გოლებს და ბოლოს ერთმანეთთან ჩატარებულ მატჩებებს. თუ ყველა მაჩვენებლი თანაბარია, სატურნირო ცხრილი ლაგდება ანბანის მიხედვით. ეს წესი არ ეხება აღზევება, დაქვეითების და პლეი-ოფის ზონაში ზონაში არსებულ გუნდებს. ამ შემთხვევაში დამატებითი თამაში უნდა ჩატარდეს. ჩემპიონატში არასდროს ყოფილა მსგავსი სიტუაცია, რომ ეს წესი ამოქმედებულიყო.

სეზონის ბოლოს საუკეთესო ორი გუნდი და პლეი-ოფის გამარჯვებული პრემიერლიგაში გადადის, ბოლო სამი გუნდი კი ლიგა ერთში ქვეითდება. პლეი-ოფში მონაწილეობას იღებს მესამედან მეექვსე ადგილზე გასული გუნდები. მესამე ადგილოსანი ხვდება მეექვსეზე გასულს, მეოთხე ადგილზე გასული კი მეხუთეს. თითოეული მათგანი ატარებს ორი თამაშს ერთი სახლში და ერთს მოწინააღმდეგის სტადიონზე და ირკვევა ფინალისტები. ფინალი არის ერთმატჩიანი და ტარდება უემბლის სტადიონზე, გამარჯვებული გადადის პრემიერლიგაში და იგებს ჩემპიონატის პლეი-ოფის ტროფის.

მიმდინარე წევრები

ბარნსლი
ბირმინგემ სიტი
ბლექბერნ როვერსი
ბრისტოლ სიტი
კოვენტრი სიტი
ჰადერსფილდ თაუნი
ლუთონ თაუნი
ნორვიჩ სიტი
პრესტონ ნორტ ენდი
რედინგი
როტერჰემ იუნაიტედი
შეფილდ უენსდეი
უიკომბ უონდერერსი
ლონდონის გუნდები
ბრენტფორდი
მილუოლი
ქუინზ პარკ რეინჯერსი
უოტფორდი
2020–21 ინგლისის ლიგის ჩემპიონატის კლუბების მდებარეობა

2020–21 სეზონის მონაწილე გუნდები.

კლუბიპოზიცია წინა სეზონშიმდებარეობასტადიონიტევადობა[19]
ბარნსლი21-ებარნსლიოუკველი23,287
ბირმინგემ სიტი20ბირმინგემისენტ-ენდიუ29,409
ბლექბერნ როვერსი11ბლეკბერნიივუდ პარკი31,367
ბორნმუთი 18-ე პრემიერ ლიგაში(გავარდა)ბორნმუთიდინ კორტი11,364
ბრენტფორდი3ლონდონიბენფორდ ქომუნითი სტადიონი17,250
ბრისტოლ სიტი12ბრისტოლიაშტონ გეიტი27,000
კარდიფ სიტი5კარდიფიკარდიფ სიტი33,316
ქოვენთრი სიტი 1-ლი ლიგა ერთში (აღზევდა)კოვენტრისენტ-ენდიუ29,409
დერბი ქაუნთი10დერბიპრაიდ პარკი33,597
ჰადერსფილდ თაუნი18ჰადერზფილდიკერკლის სტადიონი24,121
ლუთონ თაუნი19ლუთონიკენილუერტ როუდი10,356
მიდლზბრო17მიდლზბრორივერსაიდი34,742
მილუოლი8ლონდონიდენ20,146
ნორვიჩ სიტი 20-ე პრემიერ ლიგაში(გავარდა)ნორვიჩიქეროუ როუდი27,244
ნოტინგემ ფორესტი7ნოტინგემისითი გრაუნდი30,576
პრესტონ ნორტ ენდი9პრესტონიდიპდეილი23,408
ქუინზ პარკ რეინჯერსი13ლონდონილოფტუს როუდი18,360
რედინგი14რედინგიმადეისკის სტადიონი24,200
როტერჰემ იუნაიტედი მე-2 ლიგა ერთში (აღზევდა)როტერჰემინიუ-იორკის სტადიონი12,021
შეფილდ უენსდეი16შეფილდიჰილსბოროს სტადიონი34,854
სტოკ სიტი15სტოკ-ონ-ტრენტიbet365 სტადიონი30,089
სუონსი სიტი6სუონსილიბერთი სატდიონი21,088
უოტფორდი 19-ე პრემიერ ლიგაში(გავარდა)უოტფორდივიქერიჯ როუდი21,577
უიკომბ უონდერერსი მე-3 ლიგა ერთში (აღზევდა)ჰაი-უიკომიადამს პარკი9,448

შედეგები

ლიგის გამარჯვებულები, მეორე ადგილი და პლეი-ოფის ფინალისტები

სეზონიჩემპიონიმეორე ადგილიპლეი-ოფის გამარჯვებულიანგარიშიპლეი-ოფის ფინალისტი
2004–05სანდერლენდი 94უიგან ატლეტიკი 87ვესტ ჰემ იუნაიტედი 73 (მე-6)1–0პრესტონ ნორტ ენდი 75 (მე-5)
2005–06რედინგი 106შეფილდ იუნაიტედი 90უოტფორდი 81 (მე-3)3–0ლიდზ იუნაიტედი 78 (მე-5)
2006–07სანდერლენდი 88ბირმინგემ სიტი 86დერბი ქაუნთი 84 (მე-3)1–0ვესტ ბრომვიჩ ალბიონი 76 (მე-4)
2007–08ვესტ ბრომვიჩ ალბიონი 81სტოკ სიტი 79ჰალ სიტი 75 (მე-3)1–0ბრისტოლ სიტი 74 (მე-4)
2008–09ვულვერჰემპტონ უონდერერსი 90ბირმინგემ სიტი 83ბარნლი 76 (მე-5)1–0შეფილდ იუნაიტედი 80 (მე-3)
2009–10ნიუკასლ იუნაიტედი 102ვესტ ბრომვიჩ ალბიონი 91ბლეკპული 70 (მე-6)3–2კარდიფ სიტი 76 (მე-4)
2010–11ქუინზ პარკ რეინჯერსი 88ნორვიჩ სიტი1 84სუონსი სიტი 80 (მე-3)4–2რედინგი 77 (მე-5)
2011–12რედინგი 89საუთჰემპტონი 88ვესტ ჰემ იუნაიტედი 86 (მე-3)2–1ბლეკპული 75 (მე-5)
2012–13კარდიფ სიტი 87ჰალ სიტი 79კრისტალ პალასი 72 (მე-5)1–0 (დ.დ.)უოტფორდი 77 (მე-3)
2013–14ლესტერ სიტი 102ბარნლი2 93ქუინზ პარკ რეინჯერსი 80 (მე-4)1–0დერბი ქაუნთი 85 (მე-3)
2014–15ბორნმუთი 90უოტფორდი 89ნორვიჩ სიტი 86 (მე-3)2–0მიდლზბრო 85 (მე-4)
2015–16ბარნლი 93მიდლზბრო 89ჰალ სიტი 83 (მე-4)1–0შეფილდ უენსდეი 74 (მე-6)
2016–17ნიუკასლ იუნაიტედი 94ბრაიტონი & ჰოუ ალბიონი 93ჰადერსფილდ თაუნი 81 (მე-5)0–0 (4–3 პენ.)რედინგი 85 (მე-3)
2017–18ვულვერჰემპტონ უონდერერსი 99კარდიფ სიტი 90ფულემი 88 (მე-3)1–0ასტონ ვილა 83 (მე-4)
2018–19ნორვიჩ სიტი 94შეფილდ იუნაიტედი 89ასტონ ვილა 76 (მე-5)2–1დერბი ქაუნთი 74 (მე-6)
2019–20ლიდზ იუნაიტედი 93ვესტ ბრომვიჩ ალბიონი 83ფულემი 81 (მე-4)2–1 (დ.დ.)ბრენტფორდი 81 (მე-3)

1 პრემიერლიგაში აღზევებით ნორვიჩი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც გაიარა ყველა საფეხური. დაქვეითდა პრემიერლიგიდან, დაქვეითდა ლიგის ჩემპიონატიდან, აღზევდა ლიგის ჩემპიონატში და აღზევდა პრემიერლიგაში.

2 ბარნლიმ 93 ქულა დააგროვა, რაც მეორე ადგილისთვის რეკორდულია. 2016–17 სეზონში იგივე შედეგი დააფიქსირა მეორე ადგილოსანმა ბრაიტონმა

დაქვეითებული გუნდები (ჩემპიონშიპიდან ლიგა ერთში)

სეზონიკლუბები (ქულა)
2004–05ჯილინგემი (50), ნოტინგემ ფორესტი (44), როტერჰემ იუნაიტედი (29)
2005–06ქრიუ ალექსანდრა (42), მილუოლი (40), ბრაიტონი & ჰოუ ალბიონი (38)
2006–07საუტენდ იუნაიტედი (42), ლუთონ თაუნი (40), ლიდზ იუნაიტედი (36)
2007–08ლესტერ სიტი (52), სკანტორპ იუნაიტედი (46), კოლჩესტერ იუნაიტედი (38)
2008–09ნორვიჩ სიტი (46), საუთჰემპტონი (45), ჩარლტონ ატლეტიკი (39)
2009–10შეფილდ უენსდეი (47), პლიმუტ არგაილი (41), პიტერბორო იუნაიტედი (34)
2010–11პრესტონ ნორტ ენდი (42), შეფილდ იუნაიტედი (42), სკანტორპ იუნაიტედი (42)
2011–12პორტსმუთი (40), ქოვენთრი სიტი (40), დონკასტერ როვერსი (36)
2012–13პიტერბორო იუნაიტედი (54), ვულვერჰემპტონ უონდერერსი (51), ბრისტოლ სიტი (41)
2013–14დონკასტერ როვერსი (44), ბარნსლი (39), იოვილ თაუნი (37)
2014–15მილუოლი (41), უიგან ატლეტიკი (39), ბლეკპული (26)
2015–16ჩარლტონ ატლეტიკი (40), მილტონ კეინს დონსი (39), ბოლტონ უონდერერსი (30)
2016–17ბლექბერნ როვერსი (51), უიგან ატლეტიკი (42), როტერჰემ იუნაიტედი (23)
2017–18ბარნსლი (41), ბარტონ ალბიონი (41), სანდერლენდი (37)
2018–19როტერჰემ იუნაიტედი (40), ბოლტონ უონდერერსი (32), იფსუიჩ თაუნი (31)
2019–20ჩარლტონ ატლეტიკი (48), უიგან ატლეტიკი (47) , ჰალ სიტი (45)

დაქვეითებული გუნდები (პრემიერლიგიდან ჩემპიონატში)

სეზონიკლუბები (ქულა)
2004–05კრისტალ პალასი (33), ნორვიჩ სიტი (33), საუთჰემპტონი (32)
2005–06ბირმინგემ სიტი (34), ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (30), სანდერლენდი (15)
2006–07შეფილდ იუნაიტედი (38), ჩარლტონ ატლეტიკი (34), უოტფორდი (29)
2007–08რედინგი (36), ბირმინგემ სიტი (35), დერბი ქაუნთი (11)
2008–09ნიუკასლ იუნაიტედი (34), მიდლზბრო (32), ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (32)
2009–10ბარნლი (30), ჰალ სიტი (30), პორტსმუთი (19)
2010–11ბირმინგემ სიტი (39), ბლეკპული (39), ვესტ ჰემ იუნაიტედი (33)
2011–12ბოლტონ უონდერერსი (36), ბლექბერნ როვერსი (31), ვულვერჰემპტონ უონდერერსი (25)
2012–13უიგან ატლეტიკი (36), რედინგი (28), ქუინზ პარკ რეინჯერსი (25)
2013–14ნორვიჩ სიტი (33), ფულემი (32), კარდიფ სიტი (30)
2014–15ჰალ სიტი (35), ბარნლი (33), ქუინზ პარკ რეინჯერსი (30)
2015–16ნიუკასლ იუნაიტედი (37), ნორვიჩ სიტი (34), ასტონ ვილა (17)
2016–17ჰალ სიტი (34), მიდლზბრო (28), საუთჰემპტონი (24)
2017–18სუონსი სიტი (33), სტოკ სიტი (33), ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (31)
2018–19კარდიფ სიტი (34), ფულემი (26), ჰადერსფილდ თაუნი (15)
2019–20ბორნმუთი (34), უოტფორდი (34), ნორვიჩ სიტი (21)

აღზევებული გუნდები (ლიგა ერთიდან ჩემპიონატში)

სეზონიკლუბები (ქულა)
2004–05ლუთონ თაუნი (98), ჰალ სიტი (86), შეფილდ უენსდეი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (72)
2005–06საუტენდ იუნაიტედი (82), კოლჩესტერ იუნაიტედი (79), ბარნსლი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (72)
2006–07სკანტორპ იუნაიტედი (91), ბრისტოლ სიტი (85), ბლეკპული (პლეი-ოფის გამარჯვებული) (83)
2007–08სუონსი სიტი (91), ნოტინგემ ფორესტი (82), დონკასტერ როვერსი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (80)
2008–09ლესტერ სიტი (96), პიტერბორო იუნაიტედი (89), სკანტორპ იუნაიტედი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (76)
2009–10ნორვიჩ სიტი (95), ლიდზ იუნაიტედი (86), მილუოლი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (85)
2010–11ბრაიტონი & ჰოუ ალბიონი (95), საუთჰემპტონი (92), პიტერბორო იუნაიტედი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (79)
2011–12ჩარლტონ ატლეტიკი (101), შეფილდ უენსდეი (93), ჰადერსფილდ თაუნი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (81)
2012–13დონკასტერ როვერსი (84), ბორნმუთი (83), იოვილ თაუნი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (77)
2013–14ვულვერჰემპტონ უონდერერსი (103), ბრენტფორდი (94), როტერჰემ იუნაიტედი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (86)
2014–15ბრისტოლ სიტი (99), მილტონ კეინს დონსი (91), პრესტონ ნორტ ენდი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (89)
2015–16უიგან ატლეტიკი (87), ბარტონ ალბიონი (85), ბარნსლი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (74)
2016–17შეფილდ იუნაიტედი (100), ბოლტონ უონდერერსი (87), მილუოლი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (73)
2017–18უიგან ატლეტიკი (98), ბლექბერნ როვერსი (96), როტერჰემ იუნაიტედი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (79)
2018–19ლუთონ თაუნი (94), ბარნსლი (91), ჩარლტონ ატლეტიკი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (88)
2019–20[20]ქოვენთრი სიტი (88.71), როტერჰემ იუნაიტედი (77.94), უიკომბ უონდერერსი (პლეი-ოფის გამარჯვებული) (76.35)

ბომბარდირები სეზონების მიხედვით

სეზონიფეხბურთელიკლუბი(ები)გოლი
2004–05 ნათან ელინგტონიუიგან ატლეტიკი24
2005–06 მარლონ კინგიუოტფორდი21
2006–07 გრეი განოზაკოლჩესტერ იუნაიტედი23
2007–08 სლივენ ებანკ-ბლეიკიპლიმუთ არგაილი / ვულვერჰემპტონ უონდერერსი23
2008–09 სლივენ ებანკ-ბლეიკივულვერჰემპტონ უონდერერსი19
2009–10 პიტერ უიტინგემიკარდიფ სიტი20
ნიკი მაინერიბრისტოლ სიტი
2010–11 დენი გრაჰამიუოტფორდი24
2011–12 რიკი ლამბერტისაუთჰემპტონი27
2012–13 გლენ მიურეიკრისტალ პალასი30
2013–14 როს მაკორმაკილიდზ იუნაიტედი28
2014–15 დანიელ მერფიიფსუიჩ თაუნი27
2015–16 ანდრე გრეიბარნლი25
2016–17 კრის ვუდილიდზ იუნაიტედი27
2017–18 მატიაშ ვიდრადერბი ქაუნთი21
2018–19 ტეემუ პუკინორვიჩ სიტი29
2019–20 ალექსანდრ მიტროვიჩიფულემი26

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა