ინგლისის ასოციაციის თასი

ინგლისის ასოციაციის თასი იგივე ფა თასი (ინგლ. The Football Association Challenge Cup, შემოკლებით FA Cup) — ყოველწლიური სათასო შეჯიბრება ინგლისის საფეხბურთო გუნდებს შორის, რომელსაც ატარებს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია. გათამაშება პირველად გაიმართა 1871-72 სეზონში და ის არის მსოფლიოში უძველესი საფეხბურთო ტურნირი.[1] ოფიციალური სახელი მომიდნარეობს ფეხბურთის ასოციიდან (The FA). 2015 წლიდან ასევე ეწოდება მთავარი სპინსორის სახელიც ემირეიტსის ფა თას. პარალელურად იმართება ქალთა ტურნირი ინგლისის ასოციაციის ქალთა თასი.

ინგლისის ასოციაციის თასი
დაარსდა 1871
რეგიონი ინგლისის დროშა ინგლისი
გუნდების რაოდენობა 736 (2016–17)
ყველაზე ტიტულ. გუნდი „არსენალი“ (13-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული მანჩესტერ იუნაიტედი
ვებ-საიტი ოფიციალური

შეჯიბრში მონაწილეობა ნებისმიერ ინგლისურ კლუბს შეუძლია ათივე ტურნირიდან - 92 პროფესიული საფეხბურთო კლუბი პრემიერლიგა (1 დონე) და ინგლისის საფეხბურთო ლიგა (2-4 დონე) და რამდენიმე ასეული არალიგის წევრი კლუბი.[2] 2011-2012 სეზონში რეკორდული რაოდენობის 763 კლუბი ჩაერთო შეჯიბრში. ტურნირი შედგება 12 რაუნდისგან, რასაც მოყვება ნახევარფინალი და ფინალი. ტურნირში ჩართული გუნდები წაგებისთანავე ემშვიდობებიან შეჯიბრს, მოგვიანებით უკვე ფა თასზე ერთვებიან რანგით მაღალი დონის კლუბები.

პირველი ექვსი რაუნდი საკვალიფიკაციოა, საიდანაც 32 გადადის შემდეგ ეტაპზე, რასაც ემატება 48 პროფესიული საფეხბურთო კლუბი პირველი და მეორე ლიგიდან, სულ ბოლოს კი კლუბები პრემიერლიგიდან და ჩემპიონშიფიდან.[2] თანამედროვე პერიოდში მხოლოდ ერთხელ მოხვდა არალიგის წევრი მეოთხედ ფინალში, დაბალი დონის გუნდი ფინალში ვერასდროს გასულა. ტურნირზე მთელ აქცენტებს აკეთებენ პატარა კლუბები, რადგან შორს გავიდნენ, "გრანდებთან" შეხვედრა მათთვის ფინანსური მოგებისთის ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა რომ მათ ისინი დაამარცხონ.

გამარჯვებულს გადაეცემა თასი, თაისის დიზაინი რამდენიმეჯერ შეიცვალა, უკანასკნელად 2014 წელს, განახლებული ვერსია დაეყრდნო 1911 წლის მოდელს. გამარჯვებული კვალიფიკაციას გადის ინგლისის სუპერთასზე და უეფა-ს ევროპა ლიგაზე. 2019 ფინალში მანჩესტერ სიტიმ დაამარცხა უოტფორდი (6-0). არსენალი ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია (13 მოგება). არსენ ვენგერი ყველაზე წარმატებული მთავარი მწვრთნელია, მან ლონდონის არსენალს 7 ტიტული მოუპოვა.

ისტორია

ჰარი ჰემპტონის ორი გოლით 1905 წლის ფინალში ნიუკასლ იუნაიტედმა ასტონ ვილა დაამარცხა.

1863 წელს ახლად დაარსებულმა ფეხბურთის ასოციაციმა გამოაქვეყნა წესები, ეს იყო მანამდე არსებული წესების გაერთიანება. 1871 წლის 20 ივლისს გაზეთ The Sportsman-ის ოფისში კრის უილიამ ალკოკიმ ასოციაციის კომიტეტს შესთავაზა, რომ სასურველი იყო შექმნილიყო ასოციაციის შეჯიბრი, რომელშიც ყველა კლუბი ჩაერთვებოდა. პირველი შეჯიბრი დაიწყო 1871 წლის ნოემბერში, ყველა 13 თამაშის ჩატარების შემდეგ გამარჯვებული 1872 წლის 16 მარტს გამოვლინდა. გამარჯვებულმა უონდერერსიმ ტიტული შემდეგ წელსაც შეინარჩუნა. თასისთვის შემდგომი პერიოდი იწყება 1888–89 სეზონიდან, როდესაც იქმნება საკვალიფიკაციო რაუნდები.[3]

1914-1915 სეზონის შემდგომ გათამაშება შეწყდა პირველი მსოფლიო ომის გამო, აღდგა 1919-1920 წლების სეზონში. 1923 წლის ფინალი ასევე ცნობილია, როგორც "თეთრი ცხენის ფინალი", თამაში პირველად გაიმართა ახლად აშენებულ უემბლის სტადიონზე (იმ პერიოდში ეძახდნენ იმპერიის სტადიონი). 1927 წლის ფინალზე პირველად გაჟღერდა სიმღერა "Abide with Me", შემდგომში მატჩის წინ ტრადიციად იქცა ამ ჰიმნის შესრულება.[4] მეორე მსოფლიო ომის გამო 1938-39 სეზონი შეწყდა და 1945-1946 წლამდე არ განახლებულა. ტურნირის ასი წლისთავი იზეიმეს 1980-1981 სეზონში (ომის პერიოდში გამოტოვებული სეზონების გამო); რიკარდო ვილას გოლი მიიჩნეს ფა თასის ფინალში გასულ საუკეთესო გოლად, მოგვიანებით შეცვალა სტივენ ჯერარდის გოლმა.[5]

2000 წელს მიღებული წესებით ნახევარფინალი და ფინალი ერთმატჩიანია, ფრის შემთხვევაში ინიშნება პენალტები. უემბლის სტადიონზე სარემონტო სამუშაობის გამო 2001-2006 წლებში თასის ფინალებს უმასპინძლა კარდიფის მილენიუმის სტადიონმა. უემბლიზე ფინალები დაბრუნდა 2007 წლიდან, რასაც 2008 წლიდან ნახევაფინალის მატჩებიც მოყვა.

მონაწილეობა

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა ათივე ინგლისის საფეხბურთო სისტემაში მოასპარეზე კლუბს, პრმიერლიგის და სხვა ტურნირების მონაწილეები ავტომატურად დაიშვებიან. არალიგის კლუბებსაც აქვთ ტურნიში ჩართვის შესაძლებლობა, მხოლოდ იმ პირობით თუ მათ წინა სეზონში მონაწილეობა მიიღეს ფა თასზე, ფა ტროფიზე ან ფა უეიზში. მაგალითად ახლად შექმნილი იუნაიტედ ოფ მანჩესტერი 2005-2006 სეზონში და ასვე 2006-2007 წლებში ვერ მონაწილეობდა. ფა თასზე ჩართვის მთავარი კრიტერიუმია სტადიონის ხარისხი, ის შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ძალიან იშვიათია, რომ ტოპკლუბმა ეს ტურნირი გამოტოვოს, თუმცა გამონაკლისი შემთხვევები ყოფილა. 1999-2000 წლების სეზონში მანჩესტერ იუნაიტედმა უარი განაცხადა მონაწილეობააზე, რადგან ჩემპიონთა ლიგის მოგების გამო მათ თამაშები უწევდათ ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე სამხრეთ ამერიკაში. კლუბმა განაცხადა, რომ ორივე ტურნირზე გადატვირთული კალენდარი ჰქონდათ, რის გამოც გართულდებოდა პრემიერლიგისთვის და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა, ხოლო მეორე შემადგენლობის გაყვანა ფა თასზე არ სურდათ. ტურნირში არ მონაწილეობით იუნაიტედმა ორი კვირა დაისვენა, მათ შეძლეს პრემიერლიგის მოგება, მაგრამ მსოფლიო საკლუბო ჩემპონატიდან გამოვარდნენ. მიუხედავად ამისა, მანჩესტერ იუნაიტედის საქციელს აკრიტიკებდნენ, რადგან ამით ტურნირის პრესტიჟი დასუსტდა, მოგვიანებით ალექს ფერგიუსონმა აღიარა რომ ეს არასწორი იყო.[6][7][8]

უელსურ მხარეს უფლება აქვს ტურნირში ჩაერთოს, მიუხედავად იმისა, რომ უელსის ლიგა არსებობს. უელსური გუნდები, რომლებიც ტურნირში იღებენ მონაწილეობას: კარდიფ სიტი (ერთადერთი არაინგლისელი გამარჯვებული 1927 წელს), სუონსი სიტი, ნიუპორტ ქაუნთი, რეკსემი და მერტინ ტაუნი. ადრეულ წლებში მონაწილეობას იღებდნენ სხვა გუნდებიც უელსიდან, ირლანდიიდან და შოტლანდიიდან, გლაზგოურმა ქუინზ პარკი ორჯერ დამარცხდა ფინალში ბლეკბერნ როვერსთან 1884 და 1885 წლებში, სანამ შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაცია არ აკრძალავდა ისინი ტურნირზე გამოდიოდნენ. 2013-14 სეზონში მონაწილეობდა ნორმანდიის კუნძულების გერნზი.[9]

ბოლო წლებში მონაწილეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2004-05 წლებში მონაწილეობდა 660 კლუბი, რითაც ტურნირის 1921-22 წლების სეზონის რეკორდი გაუმჯობესდა, მაშინ 656 მონაწილე იყო. 2005–06-ში გაიზარდა 687-ნდე, 2007-08-ში 731-მდე, ხოლო 2008-09 და 2009-10 წლებში 762-მდე.[10] შემდგომ წლებში ეს რიცხვი სტაბილურად მერყეობს 2010-11 წლები 759 კლუბი, 2011-12 წლები 763 (ახალი რეკორდი), 2012-13 სეზონი 758 მონაწილე, 2013-14 და 2014-15 წლები 736. შედარებისთვის ინგლისის სხვა თასების, ლიგის თასის, პრემიერლიგის და ფეხბურთის ლიგის მონაწილეთა რაოდენობა არის 92.

ფინალები

თასი
სეზონიგამარჯვებულიანგარიშიდამარცხებული
1871–72უონდერერსი (1)1–0Royal Engineers
1872–73უონდერერსი (2)2–0ოქსფორდის უნივერსიტეტი
1873–74ოქსფორდის უნივერსიტეტი (1)2–0Royal Engineers
1874–75Royal Engineers (1)1–1; 2–0Old Etonians
1875–76უონდერერსი (3)1–1; 3–0Old Etonians
1876–77უონდერერსი (4)2–1 დ.დოქსფორდის უნივერსიტეტი
1877–78უონდერერსი (5)3–1Royal Engineers
1878–79Old Etonians (1)1–0კლეპჰემ როვერსი
1879–80კლეპჰემ როვერსი (1)1–0ოქსფორდის უნივერსიტეტი
1880–81Old Carthusians (1)3–0Old Etonians
1881–82Old Etonians (2)1–0ბლეკბერნ როვერსი
1882–83ბლეკბერნ ოლიმპიკი (1)2–1 დ.დOld Etonians
1883–84ბლეკბერნ როვერსი (1)2–1 ქუინზ პარკი
1884–85ბლეკბერნ როვერსი (2)2–0 ქუინზ პარკი
1885–86ბლეკბერნ როვერსი (3)0–0; 2–0ვესტ ბრომვიჩ ალბიონი
1886–87ასტონ ვილა (1)2–0ვესტ ბრომვიჩ ალბიონი
1887–88ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (1)2–1პრესტონ ნორთ ენდი
1888–89პრესტონ ნორთ ენდი (1)3–0ვულვერჰემპტონ უონდერერსი
1889–90ბლეკბერნ როვერსი (4)6–1შეფილდ უენსდეი
1890–91ბლეკბერნ როვერსი (5)3–1ნოტს ქაუნთი
1891–92ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (2)3–0ასტონ ვილა
1892–93ვულვერჰემპტონ უონდერერსი (1)1–0ევერტონი
1893–94ნოტს ქაუნთი (1)4–1ბოლტონ უონდერერსი
1894–95ასტონ ვილა (2)1–0ვესტ ბრომვიჩ ალბიონი
1895–96შეფილდ უენსდეი (1)2–1ვულვერჰემპტონ უონდერერსი
1896–97ასტონ ვილა (3)3–2ევერტონი
1897–98ნოტინგემ ფორესტი (1)3–1დერბი ქაუნთი
1898–99შეფილდ იუნაიტედი (1)4–1დერბი ქაუნთი
1899–1900ბერი (1)4–0საუთჰემპტონი
1900–01ტოტენჰემ ჰოტსპური (1)2–2; 3–1შეფილდ იუნაიტედი
1901–02შეფილდ იუნაიტედი (2)1–1; 2–1საუთჰემპტონი
1902–03ბერი (2)6–0დერბი ქაუნთი
1903–04მანჩესტერ სიტი (1)1–0ბოლტონ უონდერერსი
1904–05ასტონ ვილა (4)2–0ნიუკასლ იუნაიტედი
1905–06ევერტონი (1)1–0ნიუკასლ იუნაიტედი
1906–07შეფილდ უენსდეი (2)2–1ევერტონი
1907–08ვულვერჰემპტონ უონდერერსი (2)3–1ნიუკასლ იუნაიტედი
1908–09მანჩესტერ იუნაიტედი (1)1–0ბრისტოლ სიტი
1909–10ნიუკასლ იუნაიტედი (1)1–1; 2–0ბარნსლი
1910–11ბრედფორდ სიტი (1)0–0; 1–0ნიუკასლ იუნაიტედი
1911–12ბარნსლი (1)0–0; 1–0 დ.დვესტ ბრომვიჩ ალბიონი
1912–13ასტონ ვილა (5)1–0სანდერლენდი
1913–14ბარნლი (1)1–0ლივერპული
1914–15შეფილდ იუნაიტედი (3)3–0ჩელსი
1915/16–1918/19არ გათამაშდა პირველი მსოფლიო ომის გამო
1919–20ასტონ ვილა (6)1–0 დ.დჰადერზფილდ თაუნი
1920–21ტოტენჰემ ჰოტსპური (2)1–0ვულვერჰემპტონ უონდერერსი
1921–22ჰადერზფილდ თაუნი (1)1–0პრესტონ ნორთ ენდი
1922–23ბოლტონ უონდერერსი (1)2–0ვესტ ჰემ იუნაიტედი
1923–24ნიუკასლ იუნაიტედი (2)2–0ასტონ ვილა
1924–25შეფილდ იუნაიტედი (4)1–0 კარდიფ სიტი
1925–26ბოლტონ უონდერერსი (2)1–0მანჩესტერ სიტი
1926–27 კარდიფ სიტი (1)1–0არსენალი
1927–28ბლეკბერნ როვერსი (6)3–1ჰადერზფილდ თაუნი
1928–29ბოლტონ უონდერერსი (3)2–0პორტსმუთი
1929–30არსენალი (1)2–0ჰადერზფილდ თაუნი
1930–31ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (3)2–1ბირმინგემ სიტი
1931–32ნიუკასლ იუნაიტედი (3)2–1არსენალი
1932–33ევერტონი (2)3–0მანჩესტერ სიტი
1933–34მანჩესტერ სიტი (2)2–1პორტსმუთი
1934–35შეფილდ უენსდეი (3)4–2ვესტ ბრომვიჩ ალბიონი
1935–36არსენალი (2)1–0შეფილდ იუნაიტედი
1936–37სანდერლენდი (1)3–1პრესტონ ნორთ ენდი
1937–38პრესტონ ნორთ ენდი (2)1–0 დ.დჰადერზფილდ თაუნი
1938–39პორტსმუთი (1)4–1ვულვერჰემპტონ უონდერერსი
1939–40გათამაშება შეწყდა 1939 წელს
1940/41–1944/45არ გათამაშდა მეორე მსოფლიო ომის გამო
1945–46დერბი ქაუნთი (1)4–1 დ.დჩარლტონ ათლეტიკი
1946–47ჩარლტონ ათლეტიკი (1)1–0 დ.დბარნლი
1947–48მანჩესტერ იუნაიტედი (2)4–2ბლეკპული
1948–49ვულვერჰემპტონ უონდერერსი (3)3–1ლესტერ სიტი
1949–50არსენალი (3)2–0ლივერპული
1950–51ნიუკასლ იუნაიტედი (4)2–0ბლეკპული
1951–52ნიუკასლ იუნაიტედი (5)1–0არსენალი
1952–53ბლეკპული (1)4–3ბოლტონ უონდერერსი
1953–54ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (4)3–2პრესტონ ნორთ ენდი
1954–55ნიუკასლ იუნაიტედი (6)3–1მანჩესტერ სიტი
1955–56მანჩესტერ სიტი (3)3–1ბირმინგემ სიტი
1956–57ასტონ ვილა (7)2–1მანჩესტერ იუნაიტედი
1957–58ბოლტონ უონდერერსი (4)2–0მანჩესტერ იუნაიტედი
1958–59ნოტინგემ ფორესტი (2)2–1ლუტონ თაუნი
1959–60ვულვერჰემპტონ უონდერერსი (4)3–0ბლეკბერნ როვერსი
1960–61ტოტენჰემ ჰოტსპური (3)2–0ლესტერ სიტი
1961–62ტოტენჰემ ჰოტსპური (4)3–1ბარნლი
1962–63მანჩესტერ იუნაიტედი (3)3–1ლესტერ სიტი
1963–64ვესტ ჰემ იუნაიტედი (1)3–2პრესტონ ნორთ ენდი
1964–65ლივერპული (1)2–1 დ.დლიდზ იუნაიტედი
1965–66ევერტონი (3)3–2შეფილდ უენსდეი
1966–67ტოტენჰემ ჰოტსპური (5)2–1ჩელსი
1967–68ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (5)1–0 დ.დევერტონი
1968–69მანჩესტერ სიტი (4)1–0ლესტერ სიტი
1969–70ჩელსი (1)2–2; 2–1 დ.დლიდზ იუნაიტედი
1970–71არსენალი (4)2–1 დ.დლივერპული
1971–72ლიდზ იუნაიტედი (1)1–0არსენალი
1972–73სანდერლენდი (2)1–0ლიდზ იუნაიტედი
1973–74ლივერპული (2)3–0ნიუკასლ იუნაიტედი
1974–75ვესტ ჰემ იუნაიტედი (2)2–0ფულემი
1975–76საუთჰემპტონი (1)1–0მანჩესტერ იუნაიტედი
1976–77მანჩესტერ იუნაიტედი (4)2–1ლივერპული
1977–78იფსუიჩ თაუნი (1)1–0არსენალი
1978–79არსენალი (5)3–2მანჩესტერ იუნაიტედი
1979–80ვესტ ჰემ იუნაიტედი (3)1–0არსენალი
1980–81ტოტენჰემ ჰოტსპური (6)1–1; 3–2მანჩესტერ სიტი
1981–82ტოტენჰემ ჰოტსპური (7)1–1 დ.დ; 1–0ქუინზ პარკ რეინჯერსი
1982–83მანჩესტერ იუნაიტედი (5)2–2; 4–0ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონი
1983–84ევერტონი (4)2–0უოტფორდი
1984–85მანჩესტერ იუნაიტედი (6)1–0 დ.დევერტონი
1985–86ლივერპული (3)3–1ევერტონი
1986–87ქოვენტრი სიტი (1)3–2 დ.დტოტენჰემ ჰოტსპური
1987–88უიმბლდონი (1)1–0ლივერპული
1988–89ლივერპული (4)3–2 დ.დევერტონი
1989–90მანჩესტერ იუნაიტედი (7)3–3 დ.დ; 1–0კრისტალ პალასი
1990–91ტოტენჰემ ჰოტსპური (8)2–1 დ.დნოტინგემ ფორესტი
1991–92ლივერპული (5)2–0სანდერლენდი
1992–93არსენალი (6)1–1; 2–1 დ.დშეფილდ უენსდეი
1993–94მანჩესტერ იუნაიტედი (8)4–0ჩელსი
1994–95ევერტონი (5)1–0მანჩესტერ იუნაიტედი
1995–96მანჩესტერ იუნაიტედი (9)1–0ლივერპული
1996–97ჩელსი (2)2–0მიდლზბრო
1997–98არსენალი (7)2–0ნიუკასლ იუნაიტედი
1998–99მანჩესტერ იუნაიტედი (10)2–0ნიუკასლ იუნაიტედი
1999–2000ჩელსი (3)1–0ასტონ ვილა
2000–01ლივერპული (6)2–1არსენალი
2001–02არსენალი (8)2–0ჩელსი
2002–03არსენალი (9)1–0საუთჰემპტონი
2003–04მანჩესტერ იუნაიტედი (11)3–0მილუოლი
2004–05არსენალი (10)0–0 დ.დ; პენ.5–4მანჩესტერ იუნაიტედი
2005–06ლივერპული (7)3–3 დ.დ; პენ.3–1ვესტ ჰემ იუნაიტედი
2006–07ჩელსი (4)1–0 დ.დმანჩესტერ იუნაიტედი
2007–08პორტსმუთი (2)1–0 კარდიფ სიტი
2008–09ჩელსი (5)2–1ევერტონი
2009–10ჩელსი (6)1–0პორტსმუთი
2010–11მანჩესტერ სიტი (5)1–0სტოკ სიტი
2011–12ჩელსი (7)2–1ლივერპული
2012–13უიგან ათლეტიკი (1)1–0მანჩესტერ სიტი
2013–14არსენალი (11)3–2 დ.დჰალ სიტი
2014–15არსენალი (12)4–0ასტონ ვილა
2015–16მანჩესტერ იუნაიტედი (12)2–1 დ.დკრისტალ პალასი
2016–17არსენალი (13)2–1ჩელსი
2017–18ჩელსი (8)1–0მანჩესტერ იუნაიტედი
2018–19მანჩესტერ სიტი (6)6–0უოტფორდი
2019–20არსენალი (14)2–1ჩელსი
2020–21ლესტერი (1)1–0ჩელსი
2021–22ლივერპული (8)0–0ჩელსი
2022–23მანჩესტერ სიტი (7)2–1მანჩესტერ იუნაიტედი
2023–24მანჩესტერ იუნაიტედი (13)0–0 დ.დ; პენ.6–5მანჩესტერ სიტი

სტატისტიკა კლუბების მიხედვით

კლუბიგამარჯვებულიფინალისტიგამარჯვებულიფინალისტი
არსენალი1471930, 1936, 1950, 1971, 1979, 1993, 1998, 2002, 2003, 2005, 2014, 2015, 2017, 20201927, 1932, 1952, 1972, 1978, 1980, 2001
მანჩესტერ იუნაიტედი1391909, 1948, 1963, 1977, 1983, 1985, 1990, 1994, 1996, 1999, 2004, 2016, 20241957, 1958, 1976, 1979, 1995, 2005, 2007, 2018, 2023
ჩელსი881970, 1997, 2000, 2007, 2009, 2010, 2012, 20181915, 1967, 1994, 2002, 2017, 2020, 2021, 2022
ლივერპული871965, 1974, 1986, 1989, 1992, 2001, 2006, 20221914, 1950, 1971, 1977, 1988, 1996, 2012
ტოტენჰემ ჰოტსპური811901, 1921, 1961, 1962, 1967, 1981, 1982, 19911987
მანჩესტერ სიტი761904, 1934, 1956, 1969, 2011, 2019, 20231926, 1933, 1955, 1981, 2013, 2024
ასტონ ვილა741887, 1895, 1897, 1905, 1913, 1920, 19571892, 1924, 2000, 2015
ნიუკასლ იუნაიტედი671910, 1924, 1932, 1951, 1952, 19551905, 1906, 1908, 1911, 1974, 1998, 1999
ბლეკბერნ როვერსი621884, 1885, 1886, 1890, 1891, 19281882, 1960
ევერტონი581906, 1933, 1966, 1984, 19951893, 1897, 1907, 1968, 1985, 1986, 1989, 2009
ვესტ ბრომვიჩ ალბიონი551888, 1892, 1931, 1954, 19681886, 1887, 1895, 1912, 1935
უონდერერსი501872, 1873, 1876, 1877, 1878
ვულვერჰემპტონ უონდერერსი441893, 1908, 1949, 19601889, 1896, 1921, 1939
ბოლტონ უონდერერსი431923, 1926, 1929, 19581894, 1904, 1953
შეფილდ იუნაიტედი421899, 1902, 1915, 19251901, 1936
შეფილდ უენსდეი331896, 1907, 19351890, 1966, 1993
ვესტ ჰემ იუნაიტედი321964, 1975, 19801923, 2006
პრესტონ ნორთ ენდი251889, 19381888, 1922, 1937, 1954, 1964
Old Etonians241879, 18821875, 1876, 1881, 1883
პორტსმუთი231939, 20081929, 1934, 2010
სანდერლენდი221937, 19731913, 1992
ნოტინგემ ფორესტი211898, 19591991
ბერი201900, 1903
ლესტერ სიტი1420211949, 1961, 1963, 1969
ჰადერზფილდ თაუნი1419221920, 1928, 1930, 1938
ოქსფორდის უნივერსიტეტი1318741873, 1877, 1880
Royal Engineers1318751872, 1874, 1878
დერბი ქაუნთი1319461898, 1899, 1903
ლიდზ იუნაიტედი1319721965, 1970, 1973
საუთჰემპტონი1319761900, 1902, 2003
ბარნლი1219141947, 1962
კარდიფ სიტი1219271925, 2008
ბლეკპული1219531948, 1951
კლეპჰემ როვერსი1118801879
ნოტს ქაუნთი1118941891
ბარნსლი1119121910
ჩარლტონ ათლეტიკი1119471946
Old Carthusians101881
ბლეკბერნ ოლიმპიკი101883
ბრედფორდ სიტი101911
იფსუიჩ თაუნი101978
ქოვენტრი სიტი101987
უიმბლდონი101988
უიგან ათლეტიკი102013
ქუინზ პარკი021884, 1885
ბირმინგემ სიტი021931, 1956
კრისტალ პალასი021990, 2016
უოტფორდი021984, 2019
ბრისტოლ სიტი011909
ლუტონ თაუნი011959
ფულემი011975
ქუინზ პარკ რეინჯერსი011982
ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონი011983
მიდლზბრო011997
მილუოლი012004
სტოკ სიტი012011
ჰალ სიტი012014

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა