იასონ კერესელიძე

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კერესელიძე.

იასონ მათეს ძე კერესელიძე (დ. 1891 — გ. 20 მაისი, 1923) — აზნაური, გენერალ ლეო კერესელიძის უმცროსი ძმა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ 1922–1923 წლებში საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრი. ანტი-საბჭოთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. ბოლშევიკმა ჩეკისტებმა დააპატიმრეს და დახვრიტეს 1923 წლის 20 მაისს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.[1]

იასონ კერესელიძე

იასონ კერესელიძესთან ერთად ასევე დახვრიტეს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ვარდენ წულუკიძე, კონსტანტინე აფხაზი, როსტომ მუსხელიშვილი, გიორგი ხიმშიაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი, ელიზბარ გულისაშვილი, დიმიტრი ჩრდილელი, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ფარნაოზ ყარალაშვილი, ლევან კლიმიაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, სიმონ ჭიაბრიშვილი და ივანე ქუთათელაძე.

„გაუმარჯოს ჩემს სამშობლოს, მშვიდობით, ძმებო! გვხვრეტენ ამაღამ“, — ყვიროდა სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, რაზეც მის სიტყვებს მოჰყვა იასონ კერესელიძის მძლავრი ხმით ნამღერი ეროვნული ჰიმნი „დიდება“, რომელსაც აჰყვნენ სხვებიც. ეს იყო მათი უკანასკნელი სიტყვები. 2023 წელს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი.[2]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა