იანა (მდინარე)

იანა[1] — მდინარე რუსეთში, სახის რესპუბლიკაში.

იანის სამდინარო რუკა

გეოგრაფია

მისი სიგრძე 872 კმ-ია, აუზის ფართობი 238 000 კმ²[2]. იქმნება მდინარეების სარანგისა და დულგალახის შეერთების შედეგად, რომლებიც ვერხოიანსკის ქედიდან მოედინება[3]. სათავე ზღვის დონიდან 132 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს[4]. შესართავის შემდეგ მიედინება ფართო და ღრმა ხეობაში. ირთავს მდინარე ადიჩს და სიგანეში 10 კმ-მდე და მეტზე ფართოვდება, კალაპოტი იყოფა ფშანებად. კულარის ქედის ჩრდილოეთი განშტოების გადაკვეთასთან ერთად ხეობა ვიწროვდება, კალაპოტისათვის დამახასიათებელია ჭორომები. ქვემოთში იანა მიედინება იანა-ინდიგირის დაბლობზე, აქვს ძლიერ დაკლაკნული კალაპოტი და ტოტებად იშლება.

ლაპტევების ზღვის იანის ყურეში ჩადინებისას წარმოქმნის დელტას ფართობით 10 200 კმ²; მისი ძირითადი ფშანია სამანდონი, რომელსაც საკუთარი დელტა აქვს; ძირითადი კალაპოტი ჩრდილოეთით მიედინება, მარცხნიდან გამოედინება ფშანი პრავაია. მთლიანად, იანის აუზში 40 ათასი ტბაა.

იანის ძირითადი შენაკადებია: ადიჩა, ოლჯო, აბირაბიტი — მარჯვენა; ტიკახი, ბიტანტაი, ბაკი — მარცხენა.

იანის შესართავიდან 120 კმ-ში მეორე 18-მეტრიან ტერასაზე მდებარეობს იანის სადგომი — ზემო პალეოლითის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ძეგლი (ჩ. გ. 71°). იანის შუა დინებაზე მდებარეობს სადგომი ბუნგე-ტოლია 1885 (ჩ. გ. 68°)[5]. სადგომ ბუნგე-ტოლია/1885-ში აღმოჩენილია პლეისტოცენის ხანის მგლის დაზიანებული მხრის ძვალი, რომელიც, როგორც ჩანს, სიცოცხლეშივე უნდა ყოფილიყო მიყენებული რომელიღაც იარაღით, შესაძლოა შუბით. ცხოველს სიცოცხლე ტრავმის შემდეგაც გაუგრძელებია. ნაპოვნის რადიონაშირბადოვანი ასაკი 47 ათას წელს შეადგენს[6][7].

მთავარი ნავმისადგომებია: ვერხოიანსკი, ბატაგაი, უსტ-კუიგა, სოფელი კაზაჩიე, პორტი ნიჟნეიანსკი შესართავთან[8].

ჰიდროლოგია

ძირითადად იკვებება თოვლისა და წვიმის წყლით. მაის-აგვისტოზე მოდის წლიური ჩამონადენის დაახლოებით 90%. წყლის დონე შუა წელზე — 9, ქვემოთში კი 11,9 მეტრის ფარგლებში მერყეობს. საშუალო წლიური ხარჯი ვერხოიანსკთან — 150 მ³/წმ, შესართავიდან 381 კილომეტრში — 925 მ³/წმ. შესართავში ხარჯი შეადგენს მ³/წმ-ს. უდიდესი ხარჯი გაზაფხულით 2840-ია ვერხოიანსკთან, 12 400 — შესართავიდან 381 კილომეტრში; ზაფხულში — შესაბამისად 2300 და 13 000 მ³/წმ. იყინება სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში, ზემოთიდან შესართავისკენ. ვერხოიანსკთან გაყინულია 70-110 დღის განმავლობაში; დნება მაისის მეორე ნახევარში-ივნისის პირველ ნახევარში[9].

სამეურნეო გამოყენება

სანაოსნოა შესართავიდა 730 კილომეტრის მანძილზე; ბატაგაი — ვერხოიანსკის მონაკვეთზე არარეგულარულად, შესაძლებელია მხოლოდ წყალუხვობის პერიოდში. განვითარებულია თევზჭერა. ხორციელდება საბორნე და საყინულე გადაყვანები.

იანის აუზის ჰიდროენერგეტიკული რესურსი შეფასებულია 6,9 მლნ. კილოვატად.

ლიტერატურა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა