თამაზ თოლორაია

ქართველი მსახიობი

თამაზ თოლორაია (დ. 2 მარტი, 1950, თბილისი — გ. 9 ნოემბერი, 2004, იქვე) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.

თამაზ თოლორაია

კადრი ფილმიდან „სიცოცხლისთვის სახიფათოა“
დაბადების სახელი თამაზ თოლორაია
დაბადების თარიღი 2 მარტი, 1950
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 9 ნოემბერი, 2004 (54 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველო საქართველო
ალმა-მატერი თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა მსახიობი
მშობლები მამა: კოტე თოლორაია
დედა: თამარ სხირტლაძე

ბიოგრაფია

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1972 წელს.

1979 წლიდან მოღვაწეობდა „კინომსახიობთა თეატრში“. 1967 წლიდან მონაწილეობდა კინოგადაღებებში, პირველი კინოროლია კოსტა („ცისკრის ზარები“, რეჟ. ყ. მგელაძე, 1967). პოპულარობა მოუტანა ლევანის როლმა ფილმში „ღიმილის ბიჭები“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1969). გადაღებულია 40-მდე ფილმში, როგორც ქართულ, ასევე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებისა და „გდრ-ფილმის“ კინოსურათებში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (ბიძინა, რეჟ. ყ. მგელაძე, 1969), „ანარეკლი“ (რეჟ. ო. აბესაძე, 1974), „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (რეჟ. ყ. მგელაძე, 1975), „თვალი პატიოსანი“ (რეჟ. შ. მანაგაძე, 1976), „პოლკოვნიკ ზორინის ვერსია“ (რეჟ. ა. ლადინინი, 1978) „არაჩვეულებრივი რეისი“ (რეჟ. ბ. ჩხეიძე, 1982), „კუკარაჩა“ (რეჟ. ს. დოლიძე, ქ. დოლიძე, 1982), „ჯადოსნური ღამე“ (რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1983), „სიცოცხლისთვის სახიფათოა“ (რეჟ. ლ.გაიდაი, 1985) „ახალი არკადია“ (რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1986), „მარტოხელა მონადირე“ (რეჟ. ქ. დოლიძე, 1989), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1989), „ო, რა ტკბილია, განშორების ეს ნაზი სევდა“ (რეჟ. ქ. დოლიძე, 1991).

ჯილდოები

ფილმოგრაფია

წელისახელწოდებაროლი
1967ცისკრის ზარებიკოსტა
1968ბზიანეთი
1969ღიმილის ბიჭებილევანი
1969სინათლე ჩვენს ფანჯრებშიბიძინა
1971ახალგაზრდა კაციშოთა
1972პომპეის უკანასკნელი დღეები („ლენფილმი“)მიტია
1973მე და ჩემი მეზობლებიგოგა
1974ანარეკლი
1975არ დაიჯერო, რომ აღარა ვარჟურნალისტი
1976თვალი პატიოსანი
1978პოლკოვნიკ ზორინის ვერსია („მოსფილმი“)ქართველი ლაველასი
1979დესანტი ორინგაზეგივი
1980ცხენებს გადასასვლელზე არ ცვლიან („მოსფილმი“)ელდარ კიკნაძე
1982კუკარაჩაალი
1982არაჩვეულებრივი რეისი
1983ჯადოსნური ღამედურგალი
1985სიცოცხლისთვის სახიფათოა — („მოსფილმი“)ვანო ყიფიანი
1986ახალი არკადიაოთარი
1987დამშვიდობება (ხანა ჩვენი ბავშვობისა)
1989მარტოხელა მონადირეკალანდაძე
1989ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსიხუანი
1990ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორიექიმი
1991ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (ევრიდიკე)იმპრესარიო
1994ერთაწმინდა
1996შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი
2003სიყვარული და კარტოფილი
2003გაჭედილები (ენკი–ბენკი)

ლიტერატურა

  • ქართული კონო: 1896-2011, თბ., 2011. — გვ. 94.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა