თავისუფალი აზრის უნივერსიტეტი

თავისუფალი აზრის უნივერსიტეტი (აზერ. Azad Fikir Universiti, AFU) — OL! Movement-ის მიერ 2009 წელს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაარსებული სასწავლებელი. თავისუფალი აზრის უნივერსიტეტი წარმოადგენს ალტერნატიულ საგანმანათლებლო პროექტს, რომლის პლატფორმა ყოველკვირეული ინტერაქციული ლექციებისა და თავისუფალი დებატების მეშვეობით აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ადამიანის უფლებათა და დემოკრატიულ ღირებულებათა შესახებ განათლებას ისახავს მიზნად. უნივერსიტეტს მხარს უჭერს აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოები ბაქოში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, დემოკრატიის ეროვნული ფონდი, ანალიტიკური ინსტიტუტი აშშ-ის მარშლის ფონდი და სხვა დასავლური ორგანიზაციები.[1][2][3][4]

დაფუძნდა 2009
ტიპი აკადემიური საგანმანათლებლო დაწესებულება
ქვეყანა აზერბაიჯანი
http://www.azadfikir.org/

ლექციები

თავისუფალი აზრის უნივერსიტეტში ლექციები კვირაში ორჯერ ტარდება. 2013 წლისთვის აზერბაიჯანის თავისუფალი აზრის უნივერსიტეტს 300 მეტი ღონისძიება ჰქონდა ორგანიზებული, რომლებშიც 4000-ზე მეტი ახალგაზრდა იყო ჩართული.[2] პროექტებში სპიკერად მოწვეული იყო 80-ზე მეტი საჯარო მოხელე და ექსპერტი, მათ შორის ერქინ გადირლი, ჰიქმათ ჰაჯიზადე, თომას დე ვაალი, ჯამილ ჰასანლი, ილგარ მამედოვი, ელდარ ნამავოზი, რაფიგ ალიევი, ალთაი გოიუშოვი, მათეუ ბრუსა, ლეილა ალიევა, ხადიჯა ისმაილოვა, გუბად იბადოღლუ, რაჰმან ბადალოვი, რასიმ მუსაბეიოვი, საბით ბაღიროვი, ემინ მილი, ალი აქბრი და ბახთიარ ჰაჯიევი. იმ ადამიანთათვის, რომლებიც ღონისძიებებს ვერ ესწრებიან, თავისუფალი აზრის უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-საიტზე ლექციის ამსახველი ვიდეოები თავსდება. თავისუფალი აზრის უნივერსიტეტის ვებ-საიტი ვირტუალური უნივერსიტეტია 130 ვიდეო-ლექციით, რომლებიც სხვადასხვა სფეროს ექსპერტთა მოსაზრებებს ასახავს.[5][6] \

ჯილდოები

თავისუფალი აზრის უნივერსიტეტი იყო პირველი უნივერსიტეტი, რომელიც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის აშშ-ის მისიის მიერ ყაზახეთში, ნურ-სულთანში გამართულ სამიტზე გამოხატვის თავისუფლების ელჩის ჯილდოთი დაჯილდოვდა. ახალი მედიის დემოკრატიული რეფორმების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად ინოვაციური გამოყენების გამო უნივერსიტეტს არაერთი ჯილდო გადაეცა. 2011 წელს თავისუფალი აზრის უნივერსიტეტის ვებ-საიტს მილი ნეტის ეროვნული ჯილდო გადაეცა.[7][8]

დახურა და ხელახლა გახნა

2013 წლის 10 აპრილს გენერალური პროკურორის ოფისის გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის ოფისები დაიხურა. მომდევნო დღეს, გენერალური პროკურორის ოფისის თქმით, oL! Movement-ს სახელმწიფო რეგისტრაცია არ გაუვლია და შესაბამისი სამთავრობო სააგენტოებისთვის სათანადო მოხსენებებიც არ წარუდგენიათ. 2013 წლის 11 აპრილს აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ მორნინგსტარმა თავისუფალი აზრის უნივერსიტეტს მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი დისკუსიებში თავისუფლად ჩართვის შესაძლებლობას იძლევა. [9]

უნივერსიტეტის დახურვის შემდეგ თავისუფალი აზრის უნივერსიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადეს სოციალურ მედიაში: აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ფოტოებს, ვიდეოებსა და სხვა მასალებს აქვეყნებდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო პროექტი მათ ცხოვრებაში.[10] 29 აპრილს გენერალური პროკურორის ოფისმა თავისუფალი აზრის უნივერსიტეტი ხელახლა გახსნა.[11]

იხილეთ არეთვე

  • აზერბაიჯანის უნივერსიტეტების სია

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა