თაეჯო (ჩოსონი)

თაეჯო (დ. 27 ოქტომბერი, 1335 — გ. 18 ივნისი, 1408), დაბადების სახელია ი სეონგ-გიე, შეცვლილი სახელი ი დანი — კორეის პირველი მეფე ჩოსონის დინასტიიდან, დინასტიის დამფუძნებელი მეფობდა 1392 წლიდან 1398 წლამდე, ასევე იყო მთავარი ფიგურა კორიოს დინასტიის დამხობაში მონაწილე.

ი სეონგ-გიე
ი დანი

ჩოსონის დინასტიის მმართველი თაეჯოს პორტრეტი
ჩოსონის მეფე
კორონაცია: 5 აგვისტო, 1392
მმართ. დასაწყისი: 5 აგვისტო, 1392
მმართ. დასასრული: 14 ოქტომბერი, 1398
წინამორბედი: კორიოს მეფე გონგიანგი
მემკვიდრე: ჯეონგჯონგი
ჩოსონის დამაარსებელი მეფე
მმართ. დასაწყისი: 14 ოქტომბერი, 1398
მმართ. დასასრული: 18 ნოემბერი, 1400
მემკვიდრე: ჯეონგჯონგი
ჩოსონის დიდებული დამაარსებელი მეფე
მმართ. დასაწყისი: 18 ნოემბერი, 1400
მმართ. დასასრული: 18 ივნისი, 1408
მემკვიდრე: ჯეონგჯონგი
მონარქი: თაეჯო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 ოქტომბერი, 1335
დაბ. ადგილი: ჰამჰეუნგი, ჰამგიეონგისპროვინცია, კორიო
გარდ. თარიღი: 18 ივნისი, 1408(72 წლის)
გარდ. ადგილი: ჩანგდეოკის სასახლე, ჩოსონის სამეფო
მეუღლე: დედოფალი შინუი
შვილები: დედოფალი შინდეოკი
სრული სახელი: მეფე თაეჯო კანგჰეონ ჯინ გიევუნი
სეონგმუნ შინმუ დიდი
태조강헌지인계운성문신무대왕
太祖康獻至仁啓運聖文神武大王
მამა: ჩოსონის მმართველი ჰვანჯო
დედა: დედოფალი უიჰიე
რელიგია: ბუდიზმი

თაეჯოს მამა ი ჯა-ჩუნი იყო მონღოლეთის მცირე ჩინოვნიკი, მაგრამ ეთნიკურად კორეელი. თაეჯო კორიოს არმიას შუერთდა და მაღალი თანამდებობაც დაიკავა, ეს კი 1392 წელს სამეფო ტახტის ხელში ჩაგდებით დასრულდა. ის ტახტიდან გადადგა 1398 წელს ტახტის გამო მისი ვაჟების დავის დროს და გარდაიცვალა 1408 წელს.

ბიოგრაფია

დაწინაურება ისტორიულ კონტექსტში

XIV საუკუნის დაასასრულს 400 წლიანი კორიოს დინასტია დაარსებული ვანგ გეონის მიერ 918 წელს ძალზედ დასუსტდა, მისი საფუძველი იშლებოდა მრავალწლიანი ომებითა და მონღოლეთის მიერ დე-ფაქტო ოკუპაციის გამო. თავად კორეის სამართლიანობა სულ უფრო და უფრო სადავო საკითხი ხდებოდა სამეფოში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მმართველი სასახლე სახელმწიფოს ეფექტურად ვერ მართავდა, არამედ მისი ძალაუფლება გააფერმკრთალა მრავალი თაობების იძულებითმა ქორწინებამ მონღოლეთის იუანის დინასტიის საიმპერატორო ოჯახთან, ასევე კორიოს დინასტიის სწორედ ამ სამეფო ოჯახებს შორის დაუსრულებელმა დავამ (მეფე უ-ს დედაც იყო თემთა პალატის ცნობილი წევრი, რის გამოც ბევრი ჭორი გავრცელდა, იმის შესახებ, რომ იგი მეფე გონგმინის მემკვიდრე იყო).

სამეფოს შიგნით გავლენიანი არისტოკრატები, გენერლები, ასევე პრემიერ-მინისტრები იბრძოდნენ სამეფო ტახტის ხელში ჩასაგდებად და სამეფოზე გაბატონებას, რის შედეგადაც მოხდა სამეფოს ღრმა დაყოფა სხვადასხვა ფრაქციებად. სწრაფად მზარდმა თავადსხმებმა კოიროს წინააღმდეგ, რომელსაც აწარმოებდა იაპონელი მეკობრეები (ვაკო), ასევე მრავალი იყო წითელი ტურბანების შემოსევა კორეის წინააღმდეგ, ის ვინც დომინირებდა სამეფო კარზე იყვნენ სიჯინის არისტოკრტია და გვეონმუნის არისტოკრატია, ასევე გენერლები, რომლებიც რეალურ საფრთხეს წარმოადგენდნენ სამეფო ტახტისთვის ბრძოლაში - კერძოდ ნიჭიერი გენერალი სახელად ი სეონგ-გიე და მისი კონკურენტი ჩოე იეონგი. მინგის დინასტიის დაწინაურებისას ყოფილი ბერის ჭუ იუანჭანგის (იმპერატორი ჰონგვუ) მმართველობის პერიოდში, მონღოლთა ძალები უფრო დაუცველი გახდა. 1350 წელს კორიომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა შემცირებული მონღოლეთის იმპერიისგან, მიუხედავად ამისა მონღოლეთის იმპერიის ნარჩენებმა შეძლო ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიების ოკუპაცია ჯარების დიდი გარნიზორების დახმარებით.

სამხედრო კარიერა

გენერალმა ი სეონგ-გიემ მოიპოვა ძალაუფლება და პატივი 1370 წლის დასარულსა და 1380 წლის დასაწყისში. მან ენერგიულად მოახერხა მონღოლების ნაშთები ნახევარკუნძულიდან გაეძევებინა, ასევე მან ნაყოფიერად შეუტია კარგად ორგანიზებულ იაპონელ მეკობრეებს. მან ასევე ჩაახშო წითელი ტურბანების აჯანყება კორეის ნახევარკუნძულზე იუანის დინასტიის წინააღმდეგ. მინგის დინასტიის ზრდის ფონზე ჭუ იუანჭანგის მმართველობს დროს სამეფო ტახტი კორიოში ორ კონკურენტ ფრაქციად დაიყო: ჯგუფი, რომელსაც მეთაურობდა გენერალი ი (მინგის დინასტიის მხარდამჭერი) და ჯგუფი, რომელსაც მეთაურობდა მისი კონკურენტი გენერალი ჩოე (იუანის დინასტიის მხარდამჭერი).

როდესაც მინგის დინასტიის მაცნე მივიდა კორიოში 1388 წელს, (მეფე უს მმართვეელობის მეთოთხმეტე წელიწადი) რათა მოეთხოვა კორიოს ჩრდილოეთ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაბრუნება, გენერალმა ჩოემ ისარგებლა ამ მომენტით და შეეცადა ანტი-მინგის ატმოსფერა გაავრცელებინა დავის წარმოსაქმნლად, ამით კი შეჭრილიყო ლიაოდონგის ნახევარკუნძულზე (კორიომ განაცხადა, რომ იყო უძველესი სამეფოს კოგურიოს მემკვიდრე. მანჭურიის აღდგენა, როგორც ნაწილი კორეის ტერიტორიის მთელი მათი ისტორიის მანძილზე იყო მათი საგაერო პოლიტიკის პრინციპი).

საიმედო მოწინააღმდეგედ აირჩა გენერალი ი, რომელიც მეთაურობდა თავადსხმას. თუმცა მიჰვას კუნძულის ამროკის მდინარეზე მან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო , რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, როგორც „არმიის დაბრუნება მიჰვას კუნძულიდან“, ამან შეცვალა კორეის ისტორიის კურსი. ის სარგებლობდა მაღალი თანამდებობის მქონე მთავრობის პირების, ზოგადად მოსახლეობისა და უდიდესი მინგის იმპერიის მმართველის იმპერატორ ჰონგვუს მხარდაჭერით. მან გადაწყვიტა აჯანყების მოწყობა, რომ მოეპოვებინა კონტროლი მთავრობაზე, ამიტომ დაბრუნდა დედაქალაქში, გესონგში.

რევოლუცია

გენერალმა ი-მ თავისი ჯარით იალუს მდინარით მივიდა დედაქლაქში, დაამარცხა მეფის ერთგული ძალები (რომელსაც მეთაურობდა გენერალი ჩოე, რომელთანაც მან განაგრძო ბრძოლა) და იძულებით ჩამოაგდო ტახტიდან მეფე უ დე ფაქტო სახელმწიფო გადატრიალების დროს, მიუხედავად ამისა დაუყოვნებლივ არ ასულა ტახტზე. ამის ნაცვლად მან ტახტზე აიყვანა მეფე უს ვაჟი მეფე ჩანგი, მაგრამ მას შემდეგ რაც შეეცადნენ აღედგინათ ძველი მონარქი ტახტზე ორივენი სიკვდილით დაისაჯნენ. გენერალ ი-ს უკვე უდავო ძალაუფლება ჰქონდა, მალევე მიიღო კორიოს სამეფო სახელი იო, დღესდღეობით ცნობილი, როგორც მეფე გონგიანგი (공양왕; 恭讓王) ავიდა ტახტზე. მას შემდეგ რაც მან ირიბად მოიპოვა სრული ძალაუფლება სამეფო ტახტზე მარიონეტული მეფის დახმარებით მან გაააგრძელა მოკავშირეობა სიჯინის არისტოკრატებთან ჯეონგ დო-ჯეონთან და ჯო ჯუნთან. 1392 წელს (მეფე გონგიანგის მმართველობის მეოთხე წელი), ი-მ ჩამოგადო ტახტიდან მეფე გონგიანგი, გადაასახლა ვონჯუში (სადაც მისი და მისი ოჯახი საიდუმლოდ დახოცეს) და თავად ავიდა ტახტზე. 475 წლიანი მმართველობის შემდეგ კორიოს დინასტია დაინგრა.

ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ ცნობილი განმეორებითი ეპიზოდები მოხდა კორიოს შემდგომი დაცემის დროს 1392 წელს, როდესაც თაეჯოს მეხუთე ვაჟმა, ი ბანგ-ვონმა (მოგვიანებით მეფე თაეჯონგი), გადაწყვიტა პარტიის ცნობილი მეცნიერის, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ჯეონგ მონგ-ჯუსთვის წვეულება გადაეხადა, რომელმაც უარი თქვა მიმხრობოდა ი-ს მიუხედავად მათი არაერთი მიმოწერისა , რომლის სახით იყო არქაული ლექსები, და კვლავ იყო ერთგული მხარდამჭერი ძველი დინასტიისა და წამყვანი ფიგურა, რომელიც ოპონირებდა გენერალ ის ტახტზე ასვლას. ჯეონგი იყო დიდად პატივსაცემი და დაფასებული პირი კორიოში, ი ბანგ-ვონის მიერაც კი, ეს ყველაფერი კი მან თავად მოიპოვა, სწორედ ამიტომ ახალი დინასტიის მხარდაჭერების თვალში ის დიდი დაბრკოლებას და წინააღმდეგობას წარმოადგენდა. წვეულების შემდეგ, როდესაც ჯეონგი სახლში ბრუნდებოდა ის ხუთმა კაცმა სეონჯუკის ხიდზე (선죽교; 善竹橋) გესეონგში მოკლეს. ეს ხიდი კი გახდა ჩრდილოეთ კორეის ეროვნული ძეგლი და ყავისფერ ლაქას, რომელიც ერთ-ერთ ქვაზეა მის სისხლის ლაქად მოიხსენიებენ, რომელიც წვიმის დროს წითლდება.

მეფობა

ი სეონგ-გიემ ახალი დინასტია აღიარა 1392-1393 წლებში, რომელსაც უწოდა ჩოსეონის დინასტია, ამგვარად გააცოცხლა ძველი სახელმწიფო, აგრეთვე ცნობილი როგორც ჩოსონი, რომელიც ლეგენდის თანახმად შეიქმნა დაახლოებით სამი ათასი წლით ადრე და ქვეყანას გადაარქვა „დიდი ჩოსონის სამეფო“.

ახალი მონარქის ადრეული წარმატება გახდა ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება და მართლაც ჩოსონს ჰქონდა საწყისი გენერალ ი-ს უარის სახით შეეტია ჩინეთისთვის, სანაცვლოდ კი უნდა შეწყვეტილიყო ჩინელი ბანდიტების თავდასხმები.[1] მისი ტახტზე ასვლიდან მოკლე ხანში მონარქმა მინგის სამეფო კარზე, ნანძინგში გაგზავნა ელჩები, რათა ეცნობებინათ დიანსტიური ცვლილების შესახებ.[2] კორეელი ელჩები ასევე გაგზავნეს იაპონიაში, რათა დაემყარებინათ მათთან მეგობრული ურთიერთობები. მისია წარმატებით დასრულდა და შოგუნ იოშიმიტსუზე, როგორც ცნობილია დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს კორეელმა ელჩებმა.[3] ელჩები რიუკიუს სამეფოდან მიიღეს 1392, 1394 და 1397 წლებში. სიამმა გაგზავნა ელჩი 1393 წელს.[2]

1394 წელს დედაქალაქი დაამტკიცეს ჰანსეონგში (სეული).[4] როდესაც ახალი დინასტია გამოქვეყნდა და ოფიციალურად დაიწყო არსებობა თაეჯომ წამოაყეენა საკითხი მისი ვაჟის მემკვიდრეობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ თაეჯოს მეხუთე ვაჟი და დედოფალი ინეუის შვილი, ი ბანგ-ვონი ხელს უწყობდა მამის ძალაუფლბის გაძლიერებას, ის გრძნობდა ღრმა სიძულვილს მამის ორი ძირითადი მოკავშირის, პრემიერ-მინისტ ჯეონგ დო-ჯეონისა და ნამ ეუნის მიმართ.

ორივე მხარე კარგად იყო ჩახედული ერთმანეთს შორის შუღლში, ამიტომ გამუდმებით გრძნობდნენ საფრთხეს. როდესაც ცხადი გახდა, რომ ი ბანგ-ვონი იყო ყველაზე ღირსეული ტახტის მემკვიდრე, ჯეონგ დო-ჯეონმა გამოიყენა თავისი გავლენა მეფეზე, რათა დაერწმუნებინა, რომ ყველაზე ბრძნული არჩევანი იქნებოდა ტახტის მემკვიდრედ დაესახელებინა ის ვაჟი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა და არა ის, რომელიც თაეჯოს აზრით საუკეთესო მმართველი იქნებოდა სამეფოსთვის.

1392 წელს მეფე თაეჯოს მერვე ვაჟი (დედოფალი სინდეოკის მეორე ვაჟი), დიდებული პრინცი უიანი (ი ბანგ-სეოკი) დაინიშნა სამეფო ტახტის მემკვიდრედ. დედოფლის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ, როდესაც მეფე თაეჯო ჯერ კიდევ გლოვობდა ცოლს, ჯეონგ დო-ჯეონმა დაგეგმა შეთქმულება, რომ მოეკლა ი ბანგ-ვონი და მისი ძმები, რათა დაეცვა მისი პოზიცია სამეფო კარზე.

1398 წელს ი ბანგ-ვონმა გაიგო შეთქმულების შესახებ, დაუყოვნებლივ მოაწყო ამბოხი და შეუტია სასახლეს, მოკლა ჯეონგ-დო ჯეონი, მისი მიმდევრები და დედოფალ სინდეოკის ორი ვაჟი. ეს ინციდენტი ცნობილი გახდა, როგორც პირველი არეულობა პრინცებს შორის. მეფე თაეჯო გაოცებული დატოვა ფაქტმა, რომ მის ვაჟები მზად იყვნენ გვირგვინისთვის ერთმანეთი მოეკლათ, ამას დაემატა მისი მეორე ცოლის გარდაცვალება, ამ ყველაფერმა ფსიქოლოგიურად დაასუსტა. თაეჯომ დაუყოვნებლივ აიყვანა ტახტზე მისი მეორე ვაჟი ი ბანგ-გვა, შემდგომში მეფე ჯეონგჯონგი. ამის შემდეგ გადამდგარი მეფე თაეჯო ჰამჰუნგის სამეფო ვილაზე წავიდა.

1400 წელს მეფე ჯეონგჯონგმა ტახტის მემკვიდრედ ი ბანგ-ვონი დაასახელა და ნებაყოფლობით გადადგა. იმავე წელს ი ბანგ-ვონი ავიდა ჩოსონის ტახტზე, როგორც მეფე თეჯონგი.

ათი წლის შემდეგ, რაც თაეჯო ტახტიდან გადადგა 1408 წლის 18 ივნისს ის ჩანგდეოკის სასახლეში გარდაიცვალა. ის დაკრძალეს გეონვონ-ნეუნგის (건원릉, 健元陵) საფლავში ქალაქ გურიში.[5]

გენეალოგია

წინაპრები

ოჯახი

[6]

  • მამა: მეფე ჰვანჯო (ჩოსონი) (1315 - 1361 წლის 1 იანვარი) (조선 환조)[7] (이자춘, 1315 - 1361 წლის იანვარი)[8]
    • ბაბუა: მეფე დოჯო (?-1342) (조선 도조)
    • ბებია: დედოფალი გიეონგსუნი მუჯუ პარკის კლანიდან (경순왕후 박씨)
  • დედა: დედოფალი უიჰიე იეონგჰეუნგ ჩოის კლანიდან (의혜왕후 최씨)[8][9]
    • ბაბუა: ჩოი ჰან-გი (최한기)
    • ბებია: ლედი ჯოსეონგუკი ლის კლანიდან (조선국대부인 이씨)
  • მეუღლეები და მათი შვილები:
  1. დედოფალი შინუი ანბიეონ ჰანის კლანიდან (1337 წლის სექტემბერი - 1391 წლის ოქტომბერი) (신의왕후 한씨)[10][11]
    1. ი ბანგ-უ, დიდებული პრინცი ჯინანი (1354 - 1394 წლის 15 იანვარი) (이방우 진안대군)[12]
    2. ი ბანგ-გვა, დიდებული პრინცი იეონგანი (1357 წლის 18 ივლისი - 1419 წლის 15 ოქტომბერი) (이방과 영안대군)
    3. ი ბანგ-უი, დიდებული პრინცი იკანი (1360 - 1404 წლის 26 სექტემბერი) (이방의 익안대군)
    4. ი ბანგ-განი, დიდებული პრინცი ჰვოანი (1364 წლის 2 ივლისი - 1421 წლის 10 აპრილი) (이방간 회안대군)
    5. ი ბანგ-ვონი, დიდებული პრინცი ჯეონგანი (1367 წლის 13 ივნისი - 1422 წლის 30 მაისი) (이방원 정안대군)
    6. ი ბანგ-იეონი, დიდებული პრინცი დეოკანი (이방연 덕안대군)
    7. პრინცესა გიეონგშინი (? - 1426 წლის 29 აპრილი) (경신공주)</ref>
    8. Princess Gyeongseon (경선공주)[12]
    9. პრინცესა გიეონგსეონი (경선공주)[13]
  2. დედოფალი შინდეოკი გოკსან კანგის კლანიდან (1356 წლის 12 ივლისი - 1396 წლის 15 სექტემბერი) (신덕왕후 강씨)[14][15][16]
    1. ი ბანგ-ბეონი, დიდებული პრინცი მუანი (1381 - 1398 წლის 6 ოქტომბერი) (이방번 무안대군)[17][18]
    2. ი ბანგ-სეოკი, დიდებული პრინცი უიანი (1382 - 1398 წლის 6 ოქტომბერი) (이방석 의안대군)[17][18]
    3. პრინცესა გიეონგსუნი (? - 1407 წლის 8 სექტემბერი) (경순공주)[19][20]
  3. სამეფო დიდსულოვანი მეუღლე ვონჯუ ვონის კლანიდან (? - 1449 წლის 29 დეკემბერი) (성비 원씨)[21][22]
  4. ლედი ჯეონგ-გიეონგი გოჰეუნგ იუს კლანიდან (정경궁주 유씨)[23][24]
  5. პრინცესა ჰვაუი კიმის კლანიდან (? - 1428) (화의옹주 김씨)[25]
    1. პრინცესა სუკშინი (? - 1453) (숙신옹주)[26]
  6. ლედი ჩანდეოკი ჯუს კლანიდან (찬덕 주씨)[27]
    1. პრინცესა უირიეონგი (? - 1466 წლის 1 თებერვალი) (의령옹주)[28]

მისი სრული სიკვდილის შემდგომი სახელი

  • მეფე თაეჯო ჯინ გიევუნ სეონგმუნ შინმუ დიდი, ჩოსონის მმართველი[29]
    • 태조지인계운성문신무대왕
    • 太祖至仁啓運聖文神武大王
  • მეფე თაეჯო კანგჰეონ ჯინ გიევუნ სეონგმუნ შინმუ დიდი, ჩოსონის მმართველი[30]
    • 태조강헌지인계운성문신무대왕
    • 太祖康獻至仁啓運聖文神武大王
  • იმპერატორი თაეჯო ჯინ გიევუნ ეუნგჩეონ ჯოტონგ გვანგჰუნ იეონგმიეონგ სეონგმუნ შინმუ შეონგ'უი გვანგდეოკი, კორეის იმპერიის მმართველი[31]
    • 태조지인계운응천조통광훈영명성문신무정의광덕고황제
    • 太祖至仁啓運應天肇統廣勳永命聖文神武正義光德高皇帝

მემკვიდრეობა

მისი საფლავი არის მან-ინ-სანში, გეუმსან-გუნში, კორეის რესპუბლიკის სამხრეთ ჩუნგჩეონგის პროვინცია.

მიუხედავად იმისა, რომ მან დაამხო კორიოს სამეფო და „გაწმინდა“ სამეფო ოფიციალური პირებისგან, რომლებიც ძველი რეჟიმის ერთგულებად რჩებოდნენ, ბევრი მიიჩნევს მას რევოლუციონერად და მტკიცე, გაბედულ მმართველად, რომელმაც დაამხო შეუფერებელი, დრომოჭმული და დასახიჩრებული მმართველობის სისტემა, რათა გადაერჩინა ერი ბევრი უცხოური ძალებისა და კონფლიქტებისგან.

შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფამ კორეელებს უბიძგა აღედგინათ და შემდგომ გამოემჟღავნებინათ თავიანთი კულტურა. იუანისა და მინგის დინასტიების მეტოქეობამ ჩოსონის დინასტიას ხელი შეუწყო ეროვნული იდენტობის განვითარებაში, მათ შეძლეს და ერთხელ დაემუქრნენ მონღოლებს. მიუხედავად ამისა, ზოგი ფილოსოფოსი, კერძოდ ჩრდილოეთ კორეაში,[32] მას მიიჩნევენ, როგორც ძველი რეჟიმის მოღალატეს, პარალელს ავლებენ მასა და გენერალ ჩოე იეონგს შორის, მას მოიხსენიებენ, როგორც ბურჟუაზიელ მოღალატედ, ხოლო გენერალ ჩოეს სამხედრო ელიტად, რომელიც სიკვდილის ბოლომდე ემსახურებოდა კორიოს დინასტიის ძველ რეჟიმს.

მისი დიპლომატიური პოლიტიკის წარმატებები ადრეულ თანამედროვე პერიოდშიც საყურადღებოა, რომელიც უზრუნველყოფს კორეის დაცვას.[33]

იხილეთ ადრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა