ზაქარია გუდავაძე

ზაქარია (ზაქრო) ლავრენტის ძე გუდავაძე (დ. 27 მარტი, 1908, სოფ. ზენობანი, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 8 აგვისტო, 1974, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი; საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).

სწავლობდა საქართველოს სახკინმრეწვის კინომსახიობთა სკოლაში 1929-1930 წლებში. 1930 წლიდან მუშაობდა სახკინმრეწვში რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ კი მეორე რეჟისორად იმუშავა ფილმებზე: „გაზაფხული საკენში" (1950), „მწვერვალთა დამპყრობნი" (1951), „ბაში-აჩუკი" (1956), „ხევისბერი გოჩა" (1964), „კაპიტნები" (1974) და სხვ. გადაიღო საბავშვო ფილმები: „მანანა" (1958, შალვა მარტაშვილთან ერთად) და „პაპა გიგია" (1960). გადაღებული აქვს აგრეთვე დოკუმენტური ფილმი „პამირის მწვერვალთა დამპყრობნი" (1955; დიპლომი მონტევიდეოს დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმების II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1956).

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა