ზარი ელმასიანი

ზარი ელმასიანი ( სომხ. Զարի Էլմասյան Zari Elmasyan, Zaruhi Elmasyan-Vartyan, დ. 12 ოქტომბერი, 1906, ლინი, მასაჩუსეტსი, აშშ — გ. 6 თებერვალი, 1990, ლოს-ანჯელესი) — სომხური წარმოშობის ამერიკელი ოპერის მომღერალი, ცნობილია 1930 წლის ჰოლივუდის მიუზიკლების გახმოვანებით, მათ შორის — „ოზის ჯადოქარები“.

ბიოგრაფია

როზი ალმასიანი დაიბადა 1906 წლის 12 ოქტომბერს — ქალაქი ლინი, მასაჩუსეტსი, ამერიკის შეერთებული შტატები — სომეხი ემიგრანტების ოჯახში. ოჯახი საცხოვრებლად ფრესნოში გადავიდა (კალიფორნია), როდესაც მისი უმცროსი და ალისა დაიბადა.[1][2][3]

ზარი ელმასიანი სწავლობდა ფრესნოს სახელმწიფო კოლეჯში, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში, ისტმენის მუსიკის სკოლაში და ახალი ინგლისის მუსიკის კონსერვატორიაში.[4][5]

შემოქმედება

მომღერლის კარიერა მან 1929 წელს დაიწყო რადიოში.[6] 1930-1932 წლებში მღეროდა სან-ფრანცისკოს ოპერაში, შემდეგ — ლოს-ანჯელესის თეატრში.[7] 1930-იან და 1940-იან წლებში.[8][9][10][11][12] იგი ასევე მუშაობდა საკონცერტო მომღერლად და ეკლესიის სოლისტად კალიფორნიაში.[13]

ზარი ელმასიანი მღეროდა ვოკალს ჰოლივუდურ მიუზიკლებში, მაგრამ მისი სახელი ხშირად არ იყო ტიტრებში. მისი ხმა ისმის ისეთ მიუზიკლებში, როგორიცაა: „მშვენიერია იყო ცოცხალი“ (1933), „ცელქი მარიეტა (1935), „ორქიდეები შენთვის (1935), „აი რომანი“ (1935), „დიდი ზიგფელდი“ (1936), „ჩარლი ჩანი ოპერაში“ (1936), „ჩემი დრო“ (1937), „გული“ (1938), „გოგონა ოქროს დასავლეთიდან“ (1938), „ოზის ჯადოქარი“ (1939) და „ბროდვეის სერენადა“ (1939).[14][15]

ზარი ელმასიანი, როგორც კამერული მუსიკის სოლისტი მღეროდალუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9, გ. მალერის მე-4 სიმფონიებში. გამოდიოდა ლოს-ანჯელესის სიმფონიურ ორკესტრში ცნობილ დირიჟორებთან ა. როძინსკი და ო. კლემპერერის ხელმძღვანელობით.

ის ასევე იყო ლოს-ანჯელესის წმინდა ჯეიმსის სომხური სამოციქულო ეკლესიის გუნდის მუსიკალური ხელმძღვანელი და ქალთა კლუბის „Dominant Music Club“ პროფესიონალი მუსიკოსებისთვის წევრი.[16] მან ქმართან ერთად ითამაშა მუსიკალურ მელოდრამაში სომხურ ენაზე „ანუშ“ (1945), რომელიც დაფუძნებულია ჰოვანეს თუმანიანის ნაწარმოებზე და არმენ დიკრანიანის ოპერაზე „ანუშ“.[17][18] მათ ასევე გამოუშვეს მუსიკალური ფირფიტა სახელწოდებით „სომხური სიმღერები“.[19]

1933 წელს ზარი ელმასიანის სახელი მოხვდა გაზეთების სათაურებში, როდესაც დაკითხეს, მისი შემოქმედების თაყვანისმცემელის, სტომატოლოგ ლეონ სივერის მკვლელობასთან დაკავშირებით. სივერი იყო „მსახიობთა ფონდის“ დამფუძნებელი და დირექტორი, რომელმაც ზარას 1930 წელს სტიპენდია მისცა.

1941 წელს მან იმღერა ნედას პარტია „პალიაჩიში“ ამერიკულ ახალგაზრდულ საოპერო გუნდთან ერთად, ჯორდან ჰოლში, ბოსტონში.

პირადი ცხოვრება

1942 წელს იგი დაქორწინდა კინორეჟისორ სეტრაგ ვარტიანზე ლას-ვეგასში, ნევადაში. ვარტიანი გარდაიცვალა 1986 წელს. ელმასიანი გარდაიცვალა 1990 წელს ლოს-ანჯელესში, 83 წლის ასაკში და დაკრძალულია ქმრის გვერდით ინგლვუდის პარკის სასაფლაოზე.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა