ვსევოლოდ გარშინი
ვსევოლოდ გარშინი (რუს. Всеволод Гаршин; დ. 14 თებერვალი [ ძვ. სტ. 2 თებერვალი], 1855, მამული პრიატნაია-დოლინა — გ. 5 აპრილი [ ძვ. სტ. 24 მარტი], 1888, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი მწერალი, პოეტი, ლიტერატურული კრიტიკოსი. მისი პირველი ნაწარმოები 1876 წელს დაიბეჭდა. 1877 წელს მოხალისედ წავიდა რუსეთ-თურქეთის ომში. ომში მიღებული შთაბეჭდილებანი ასახა მოთხრობებში: „ოთხი დღე“ (1877), „მხდალი“ (1879) და სხვა. გარშინის შემოქმედებაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი პიროვნების ტრაგედიას იმდროინდელი სოციალური წყობის პირობებში („შემთხვევა“, 1878; „ნადეჟდა ნიკოლაევნა“, 1885; „მხატვრები“, 1879; „შეხვედრა“, 1879). იგი ალეგორიული ფორმით უმღერის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს („სამხრეთის პალმა“, 1880; „წითელი ყვავილი“, 1883). გარშინის მოთხრობებისთვის დამახასიათებელია სიუჟეტის სისადავე, ფსიქოლოგიური დაძაბულობა და ღრმა ლირიზმი. მისი მოთხრობები თარგმნილია ქართულად („ოთხი დღე“, „მხდალი“, „სიგნალი“, „წითელი ყვავილი“ და სხვა.)
ვსევოლოდ გარშინი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 2 (14) თებერვალი, 1855[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] ან 14 თებერვალი, 1855[8] |
დაბადების ადგილი | ბახმუტის მაზრა, ეკატერინოსლავის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] [2] [3] [4] |
გარდაცვალების თარიღი | 24 მარტი (5 აპრილი), 1888[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (33 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია[1] [9] |
დასაფლავებულია | ლიტერატორსკიე-მოსტკი[3] |
საქმიანობა | მწერალი[10] , ლიტერატურული კრიტიკოსი, პოეტი და ხელოვნების კრიტიკოსი |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ალმა-მატერი | სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამთო უნივერსიტეტი[3] [2] |
მეუღლე | ნადეჟდა ზოლოტილოვა[3] |
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 10.
რესურსები ინტერნეტში
- ვსევოლოდ გარშინი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ვსევოლოდ გარშინი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)