ვოროტანის კასკადი

ვოროტანის კასკადი ან ჰიდროკასკადი[1] — მდებარეობს სომხეთში მდინარე ვოროტანზე, სიუნიქის პროვინციაში. იგი აშენდა ჰიდროელექტროსადგურების შესაქმნელად და სარწყავი წყლის უზრუნველსაყოფად. ვოროტანის კასკადი მოიცავს სამ ელექტროსადგურის სისტემასა და ხუთ წყალსაცავს.[2]სპანდარიანის წყალსაცავი კომპლექსის საწყისი წერტილია. აქედან წყალი მიედინება პრესულირებული გვირაბით სპანდარიანჰესისაკენ, შემდეგ კი გაივლის სხვა ჰესებს.კომპლექსის წყლის მარაგი ასევე გამოიყენება ახლომდებარე სოფლებისა და ქალაქის რაიონებში ტერიტორიების მოსარწყავად.[3], კასკადის მთლიანი დაყენებული სიმძლავრე 404.2 მეგავატს შეადგენს და ყოველწლიურად გამოიმუშავებს 1.16 მგვტ საათთ ელექტროენერგიას.[4] . ეს არის სომხეთის ელექტროენერგიის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი კომპლექსი. [3][2]

სპანდარიანის ჰესი

ისტორია

კასკადის დაგეგმვის პროცესი 1951 წელს ჩატარებული სახელმწიფო კომისიის კონფერენციის შემდეგ დაიწყო. მოსალოდნელი იყო, რომ კასკადის გააქტიურება ქვეყანაში ნავთობპროდუქტების იმპორტს ნახევრამდე შეამცირებდა. კომპლექსის საპროექტო სამუშაოები დაიწყო 1954 წელს და იგი შენდებოდა 1961–1989 წლებში. პირველი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა 1970 წლის დეკემბერში, მეორის ჰესი 1978 წელს და მესამის კი 1989 წელს. [4] სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ვოროტანის კასკადი ეკუთვნოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ენერგეტიკულ კომპანიას სომხეთენერგოს. 1997 წლისთვის კასკადი სომხეთენერგოს აღარ ეკუთვნოდა და ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ცალკეულმა კომპანიებმა შეისყიდეს[5]

კასკადის განახლება 2003 წელს დაიწყო, ევროკავშირის 2,7 მილიონიანი ევროს დაფინანსებით, რომელიც გამოყენებული იქნა ვოროტანის კასკადისა და არგელ ჰესის რეაბილიტაციისთვის. [6]სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა კომპანია „Voith Siemens Hydro Power Generation“ – მა.[6][7]

შემდეგი სარეაბილიტაციო პროექტი ამოქმედდა 2010 წელს, რომელიც დაფინანსებული იყო გერმანიის განვითარების ბანკის „KfW“ - ის მიერ 51 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტით. .[8][9]

2015 წელს კომპანია „ContourGlobal“ – მა ვოროტანის კასკადის საოპერაციო კომპანია 180 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. [10]ContourGlobal– მა დაიწყო ექვსწლიანი სარემონტო პროგრამა კასკადის განახლებისა და მათი საოპერაციო მოქმედებების, ასევე უსაფრთხოების, საიმედოობისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, რომლის ჯამური ინვესტიცია 70 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა.[8][11] ეს არის აშშ-ს ყველაზე დიდი ინვესტიცია სომხეთში. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, მთლიან ინვესტიციის 20% დააფინანსა.[10]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა