ვლადიმერ მაკოგონოვი

აზერბაიჯანელი მოჭადრაკე

ვლადიმერ ანდრეის ძე მაკოგონოვი (რუს. Влади́мир Андре́евич Макого́нов; დ. 27 აგვისტო, 1905, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ — გ. 2 იანვარი, 1993, ბაქო) — აზერბაიჯანელი მოჭადრაკე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1943).

ვლადიმერ მაკოგონოვი
დაბადების სახელი ვლადიმერ ანდრეის ძე მაკოგონოვი
ქვეყანა (სპორტი) რუსეთი, აზერბაიჯანი ან სსრკ
დაბადების თარიღი 27 აგვისტო, 1904
დაბადების ადგილი საბჭოთა კავშირი, აზერბაიჯანის სსრ
გარდაცვალების თარიღი 2 იანვარი, 1993 (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
წოდება საერთაშორისო მასტერი (1950)
გრანდმასტერი (პატივსაცემად, 1987)
ჯილდოები და პრემიები სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

დაიბადა ნახიჩევანში, მაგრამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ბაქოში აქვს გატარებული. იგი 1950 წელს გახდა საერთაშორისო ოსტატი, ხოლო 1987 წელს მისდამი პატივსაცემად მიენიჭა გრანდმასტერის ტიტული.[1] მაკოგონოვი საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ პოპულარული არასოდეს ყოფილა, თუმცა საკუთარ ქვეყანაში დიდად დაფასებული მოთამაშე და მწვრთნელი იყო. იგი 1940-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშე იყო: მისი საუკეთესო რეიტინგი 1945 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა და რიცხობრივად 2735 იყო, ხოლო მისი უმაღლეს ისტორიულ რეიტინგად 1945 წელს დაფიქსირებული მეხუთე ადგილი სახელდება.[2]

საჭადრაკო კარიერა

ვლადიმერ მაკოგონოვი აზერბაიჯანის ხუთგზის ჩემპიონია (1947-1952 წლებში)[3]. მონაწილეობა მიღებული აქვს სსრკ-ის 8 ჩემპიონატში, 1927-47 წლებში.[1] ამ ჩემპიონატებს შორის საუკეთესო იყო 1937 წლის ტურნირი, რომელშიც მან მეოთხე ადგილი დაიკავა.[1]

მაკოგონოვის მოღვაწეობიდან აღსანიშნავია შემდეგი ტურნირის შედეგები: მესამე ადგილი ლენინგრად-მოსკოვში 1939 წელს (პირველ-მეორე ადგილი სალო ფლოჰრიმ და რეშევსკიმ დაიკავა), მეორე ადგილი 1943 წელს სვერდლოვსკიში (პირველ ადგილზე მიხეილ ბოტვინიკი გავიდა); აღსანიშნავია, რომ ბოლოს ნახსენებ ტურნირში მან ვასილი სმისლოვზე და ისააკ ბოლესლავკიზე წინამდებარე ადგილი დაიკავა. 1942 წელს, მან ბაქოში გამართულ თორმეტ-თამაშიან მატჩში დაამარცხა სალო ფლორი 7½–4½ ანგარიშით.[4]

მაკოგონოვი ასევე კარგად იყო ცნობილი როგორც ჭადრაკის მწვრთნელი. იგი 1957 წლის მსოფლიო საჭადრაკო ტურნირზე ვასილი სმისმოვს დაეხმარა მომზადებულიყო მიხაელ ბოტვინიკის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრისათვის. ვლადიმირ მაკოგონოვი წვრთინა ვლადიმირ ბაგიროვსა და გენრიხ ჩეპუკაიტის[5] და ბოტვინიკის რეკომენდაციით იგი ასევე გახდა გარი გასპაროვის პირველი პედაგოგი.[6]

მისი ძმა, მიხეილ მაკოგონოვი (1900–43)[7] აგრეთვე ჭადრაკის მასტერი იყო. ძმები ერთმანეთს პირველად 1923 წელს ბაქოს საჭადრაკო ჩემპიონატში შეხვდნენ.[8]

მაკოგონოვი გარდაიცვალა 1993 წლის 2 იანვარს, 88 წლის ასაკში, ბაქოში.[9]

მემკვიდრეობა

როგორც მოთამაშე, მაკოგონოვი პოზიციური სტილით გამოირჩეოდა. მაკოგონოვის ვარიაცია მეფის ინდურ დაცვაში შემდეგნაირია: 1.d4 Nf6 2.c4 g6 3.Nc3 Bg7 4.e4 d6 5.h3.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა