ვიქტორია კომოვა

ვიქტორია კომოვა (რუს. Виктория Александровна Комова; დ. 30 იანვარი, 1995) — რუსი სპორტული ტანმოვარჯიშე. ორგზის ოლიმპიური მედალოსანი: „all-around“ ღონისძიებასა და გუნდურ ჩათვლაში 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი. ასევე, 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული „uneven bars“ ღონისძიებაში და „all-around“ ღონისძიების ვერცხლის მედალოსანი, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული „uneven bars“ ღონისძიებაში. უმცროსთა შორის 2010 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების „all-around“, „uneven bars“ და „ბჯენითი რბენები“ ღონისძიებების ჩემპიონი და „floor exercise“ ღონისძიების ბრინჯაოს მედალოსანი.

ვიქტორია კომოვა

კომოვა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე
სრული სახელი ვიქტორია ალექსანდრეს ასული კომოვა
მეტსახელ (ებ) ი ვიკა
ქვეყანა (სპორტი) დროშა: რუსეთი რუსეთი
დაიბადა 30 იანვარი, 1995 (1995-01-30) (29 წლის)
ვორონეჟი, რუსეთი
საცხოვრებელი ადგილი ვორონეჟი, რუსეთი
სიმაღლე 1,62 მ.[1]
წონა 48 კგ.
დისციპლინა ქალთა მხატვრული ტანვარჯიში
დონე უფროსთა შორის საერთაშორისო ელიტური
გუნდი დინამოს სპორტული კლუბი
მწვრთნელ(ებ)ი გენადი ილფიმოვი
ასისტენტი მწვრთნელ(ებ)ი ოლგა ბულგაკოვა
ქორეოგრაფი ნადეჟდა სეზინა
მუსიკა 2014-15: Fanatico

პირადი ცხოვრება

ვიქტორია კომოვა ვორონეჟში დაიბადა, ვერა კოლეშნიკოვასა და ალექსანდრე კომოვის ოჯახში. დედამისი 1986 წლის კეთილდღეობის თამაშების „all-around“ ღონისძიების გამარჯვებულია, მამაც ტანმოვარჯიშეა.[2] ჰყავს უფროსი ძმა — ალექსანდრე (მეტსახელად საშა).[3]

უმცროსთა შორის კარიერა

კომოვამ ტანვარჯიშში ვარჯიში 4 წლის ასაკიდან დაიწყო. პირველი სამი წლის განმავლობაში დედამისი წვრთნიდა, შვიდი წლის ასაკიდან კი მისი მწვრთვნელი გენადი იელფიმოვი გახდა. „ახლა ტანვარჯიში ჩემი ცხოვრებაა“, — განაცხადა კომოვამ 2010 წელს, — „მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია.“[2]

2010

აპრილის ბოლოს კომოვა ბირმინგემში, გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ ქალთა სპორტული ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდა. 57,050 ქულით ის გუნდს პირველ ადგილზე გასვლაში დაეხმარა. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი „all-around“ და „ბჯენითი რბენები“ (14,425) ღონისძიებები მოიგო, „balance beam“ (14,625) ღონისძიებაში კი მეორე ადგილი დაიკავა.[4]

აგვისტოში კომოვა სინგაპურში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გამოვიდა. შეჯიბრების დაწყებამდე ვიქტორიამ განაცხადა: „ძალიან დიდი პაუხისმგებლობაა, შეჯიბრზე ერთადერთ რუს ტანმოვარჯიშედ ყოფნა. საკმაოდ დიდი წნეხია ჩემს მხრებზე, რადგან ევროპის ჩემპიონატი მოვიგე უმცროსთა შორის. იმედი მაქვს, რომელიმე ღონისძიებაში მედალს მოვიპოვებ და იმედია, ის ოქრო იქნება.“[2] 61.250 ქულით კომოვამ „all-around“ ღონისძიებაში გაიმარჯვა.[5] ოქროს მედლები მოიპოვა „ბჯენითი რბენები“ (15,132) და „uneven bars“ (14,525) ღონისძიებებშიც, „floor exercise“ (14,175) ღონისძიებაში კი — ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი „balance beam“ ღონისძიებაში ჰქონდა — 12,000 ქულა (მეშვიდე ადგილი).[6][7]

ნოემბერში ვიქტორიამ კალიარში გამართულ იტალიის გრან პრიზე იასპარეზა. ტანმოვარჯიშემ „uneven bars“ ღონისძიებაში ოქროს (15,500), ხოლო „balance beam“ ღონისძიებაში ვერცხლის (14,600) მედალი მოიპოვა.[8]

დეკემბერში კომოვამ დარბაზში სეირნობის დროს კოჭი დაიზიანა.[9] წლის ბოლოს მან ტანვარჯიშის საერთაშორისო გაზეთს განუცხადა: „2010 წელს საუკეთესო წამი ჩემი დაბადების დღის საჩუქარი იყო — ში ცუს სახეობის ლეკვი (კიტია). და რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატიდან და ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებიდანაც ძალიან სასიამოვნო და მხიარული მოგონებები დამრჩა. ახალი წელი ჩვენი ოჯახისთვის არდადეგებია და ჩვენ მას ყოველთვის სახლში აღვნიშნავთ. თანაც ყველას გვიყვარს პიცა, დედაჩემი კი მას ძალიან გემრიელს ამზადებს. ახალი წლის შესახვედრად სხვადასხვა სახის სალათის, ხორცის კერძებისა თუ მსუბუქი კერძების მომზადებაში ჩვენც ვეხმარებით. შუაღამისას, ტრადიციისამებრ შამპანურს ვხსნით, ერთმანეთს ახალ წელს ვულოცავთ, საჩუქრებს ვჩუქნით და ფოიერვერკებს ვუყურებთ. შემდეგ მეზობლებთან ერთად ვიკრიბებით და ვხალისობთ. ძალიან მინდა, ახალი წლისთვის სწრაფად გამოვჯანმრთელდე და რუსეთის ჩემპიონატისთვის მოვემზადო, რათა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზო, ისევე, როგორც სკოლის გამოცდები ჩავაბარო.”[3]

უფროსთა შორის კარიერა

2011

თებერვალში რუსეთის ჩემპიონატზე კომოვამ ტერფი კიდევ ერთხელ დაიზიანა.[10] მაისში მყესების გასამთელებლად კომოვას გერმანიაში მარჯვენა ტერფზე ანთროსკოპიული ოპერაცია ჩაუტარდა.[10] ივლისიდან ის ვარჯიშსს დაუბრუნდა.[10]

აგვისტოში ეკატერინბურგში ჩატარებულ რუსეთის თასზე „all-around“ ღონისძიებასი 58,875 ქულით კომოვამ მეორე ადგილი დიაკავა.[11] ინდივიდუალურ ჩათვლაში მან ორი ოქროს მედალი მოიპოვა: „uneven bars“ (15.875), „balance beam“ (15.525).[12][13]

შეჯიბრებების ისტორია

წელიღონისძიებაTeamall-around„ბჯენითი რბენები“uneven barsbalance beamfloor exercise
2007ვორონინის თასი (უმცროსთა შორის)1 1
2008WOGA კლასიკური ჩემპიონატი
წყნარი ოკეანის ჩემპიონატი (უმცროსთა შორის)6 8447
მასილიას თასი117
ვორონინის თასი (უმცროსთა შორის)1 1 2 1
2009ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ფესტივალი1 1 1 1 6
იაპონიის საერთაშორისო ჩემპიონატი უმცროსთა შორის1 2 1 1
ვორონინის თასი (უმცროსთა შორის)1 1 1
2010ეროვნული ჩემპიონატი1 2
ევროპის ჩემპიონატი (უმცროსთა შორის)1 1 1 2 1
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები1 1 1 7
იტალიის გრან პრი1 2
2011ეროვნული ჩემპიონატი1 4
რუსეთის თასი2 1 1
გენტის მსოფლიო თასი1 5
დინამოს საერთაშორისო ჩემპიონატი1 1 1 5
მსოფლიო ჩემპიონატი2 2 1 8WD
მასილიას თასი1 1 1 2
იტალიის გრან პრი1 1
ვორონინის თასი1 1 1 1
2012შვეიცარია vs. დიდი ბრიტანეთი vs. რუსეთი1
ევროპის ჩემპიონატი2 1 6
რუსეთის თასი1 1 2 1 2
ოლიმპიური თამაშები2 2 58
2013მონაწილეობა არ მიუღია
2014ეროვნული ჩემპიონატი1 8
რუსეთის თასი 1
KSI თასი (უფროსთა შორის)1 1 1 2
2015ეროვნული ჩემპიონატი1 55
ევროპის ჩემპიონატი1
რუსუდან სიხარულიძის ტურნირი1
რუსეთის თასი2 7
მსოფლიო ჩემპიონატი41 4
ტოიოტას საერთაშორისო თასი71
2016მონაწილეობა არ მიუღია
2017ვორონინის თასი2
2018DTB Pokal გუნდური გამოწვევის თასი
წელიღონისძიებაადგილმდებარეობაღონისძიებასაფინალო ადგილისაფინალო ქულასაკვალიფიკაციო ადგილისაკვალიფიკაციო ქულა
2010ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისინგაპურიAll-Around161,250161,000
„ბჯენითი რბენები“115,312115,400
Uneven Bars114,525115,600
Balance Beam712,000215,150
Floor Exercise314,175114,550
2011მსოფლიო ჩემპიონატიტოკიოTeam2175,3292231,062
All-Around259,349160,157
Uneven Bars115,500115,733
Balance Beam813,766115,400
Floor ExerciseWD514,491
2012ევროპის ჩემპიონატიბრიუსელიTeam2175,5362172,562
Uneven Bars115,666115,508
Balance Beam613,100314,916
ოლიმპიური თამაშებილონდონიTeam2178,5302180,429
All-Around261,973160,632
Uneven Bars515,666315,833
Balance Beam813,166215,266
Floor Exercise2813,900
2015ევროპის თამაშებიბაქოTeam1116.897
All-Around356,965
Uneven Bars414,866
Balance Beam414,233
Floor Exercise1513,300
მსოფლიო ჩემპიონატიგლაზგოTeam4171,9642231,437
Uneven Bars115,366215,300
Balance Beam413,933414,533

ინტერნეტ რესურსები

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა