ვალიკო ძაგნიძე

ვალერიან (ვალიკო) დავითის ძე ძაგნიძე (დ. 31 იანვარი, 1912, ბაქო — გ. 5 თებერვალი, 1967, თბილისი) — ქართველი მსახიობი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. წევრი მუსიკალური დუეტისა ძაგნიძე და ჩხიკვაძე.

ვალიკო ძაგნიძე
დაბადების სახელი ვალერიან ძაგნიძე
დაბადების თარიღი 31 იანვარი, 1912
გარდაცვალების თარიღი 5 თებერვალი, 1967 (55 წლის)
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

1937 წელს წარჩინებით დაამთავრა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრალური სტუდია და დაიწყო მუშაობა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც შეხვდა შალვა ჩხიკვაძეს, 1938 წელს შეიქმნა დუეტი ძაგნიძე და ჩხიკვაძე. თავდაპირველად ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებების მუსიკებზე ფელეტონებს ჰქმნიდნენ და ასრულებდნენ, რითაც მეტად გაითქვეს სახელი.

დაქორწინებული იყო რესპუბლიკის დამსახურებული არტისტზე, მომღერალსა და მსახიობ  გოგუცა კუპრაშვილზე.

მეორე მსოფლიო ომის დროს დაჭრილი ჯარისკაცების გართობისთვის იქმნებოდა არტისტული ბრიგადები, დუეტმაც ვალიკოს მეუღლესთან, მომღერალსა და მსახიობ გოგუცა კუპრაშვილთან ერთად შექმნა კოლექტივი, რომელმაც 600-მდე კონცერტი გამართა. ძაგნიძისა და ჩხიკვაძის საესტრადო ვოკალურმა დუეტმა და მათმა ხელოვნებამ დიდად შეუწყო ხელი ჩვენში ამ ჟანრის განვითარებას. ვალიკო იყო ქართული საესტრადო მუსიკის ერთ-ერთი ნოვატორი, შექმნა 100-ზე მეტი სიმღერა, რომლებიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

1945 წლიდან მოღვაწეობა განაგრძო მარჯანიშვილის თეატრში, პარალელურად მოღვაწეობდა კინოში და ესტრადაზე. შალვა ჩხიკვაძესთან ერთად, როგორც მუსიკალურ დუეტს მიღებული აქვს მონაწილეობა ფილმებში: „საბუდარელი ჭაბუკი“ და „ბედნიერი შეხვედრა“.

გარდაიცვალა 1967 წელს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 401, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა