ვალერი ვორონინი

რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი

ვალერი ვორონინი (რუს. Вале́рий Ива́нович Воро́нин; დ. 17 ივლისი, 1939, მოსკოვი, რსფსრ, სსრ კავშირი — გ. 19 მაისი, 1984, იქვე) — რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964).

ვალერი ვორონინი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვალერი ივანეს ძე ვორონინი [1][2]
დაბადების
თარიღი
17 ივლისი, 1939
დაბადების
ადგილი
მოსკოვი, რსფსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
19 მაისი, 1984 (44 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
მოსკოვი, რსფსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე181 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1953–1954ტორპედო მოსკოვი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1958–1969ტორპედო მ.219(26)
ეროვნული ნაკრები
1960–1968სსრ კავშირი63(5)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფია

იცავდა მოსკოვის „ტორპედოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ორგზის (1960, 1965) ჩემპიონი, ორგზის (1961, 1964) ვიცე-ჩემპიონი და საბჭოთა კავშირის თასის (1960) მფლობელი მოსკოვის „ტორპედოს“ შემადგენლობაში. 1964 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1962 წლის ჩილეს და 1966 წლის ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.[1][2] საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო რუს და საბჭოთა ფეხბურთელად.[3]

იგი ერთადერთია საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ფეხბურთელთა შორის, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს (1962). 1964 და 1965 წლებში დაასახელეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. ექვსჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ოთხჯერ პირველ ნომრად.[4][5]

სანაკრებო კარიერა

1960–1968 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 63 შეხვედრას ატარებს და 5 ბურთი გააქვს.[6][7]

სტატისტიკა

საბჭოთა კავშირი
წელიმატჩიგოლი
196010
1961101
196270
196340
196472
1965111
1966121
196780
196830
ჯამში635

მსოფლიო ჩემპიონატებზე

ვალერი ვორონინმა მსოფლიო ჩემპიონატების 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[8]

ჩემპ.მასპინძელიპოზიციაშედეგი
1962  ჩილე 12ნახევარმცველი40211
მეოთხედფინალი
1966  ინგლისი 12ნახევარმცველი50302
მეოთხე ადგილი

მიღწევები

საკლუბო

ტორპედო მოსკოვი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1960, 1965
  • ვიცე-ჩემპიონი: 1961, 1964
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1960 [9]
  • ფინალისტი: 1961

სანაკრებო

საბჭოთა კავშირი
ევროპის ჩემპიონატი
  • ვიცე-ჩემპიონი: 1964
მსოფლიო ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1966

ინდივიდუალური

33 საუკეთესო
  • №1: 1961, 1963, 1964, 1965
  • №2: 1960, 1966

ლიტერატურა

ბიბლიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

თემატური საიტები
AFS · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Football-side.com · IMDb · National Football Teams.com · RSSSF · Rusteam.permian.ru · Soccerway · Sportslive.ru · Transfermarkt · WorldFootball.net
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
დიდი რუსული ენციკლოპედია

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა