ერევნის სურათების გალერეა

ერევნის სურათების გალერეა, სომხეთის სურათების გალერეა (სომხ. Հայաստանի ազգային պատկերասրահ ჰაისტანი აზგაინ პატკერასრაჰ) — დაარსდა 1921 წელს, როგორც სომხეთის სახელმწიფო მუზეუმის განყოფილება (1931—1935 — სომხეთის კულტურულ-ისტორიული მუზეუმის განყოფილება, 1935—1947 — დამოუკიდებელი სახვითი ხელოვნების მუზეუმი). ერევნის სურათების გალერეის კოლექციაში არის სომხური, რუსული, დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთის ქვეყნების სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დაახლოებით 16 ათასი ნიმუში. სომხური ხელოვნების განყოფილებაში დაცულია არუთინ ჰოვნათანიანის, ივანე აივაზოვსკის, გ. ბაშინჯაღიანის, მარტიროს სარიანის, გაბრიელ გიურჯიანის, ს. სტეფანიანის, ა. სარქსიანის, მ. ასლამაზიანის, ე. ისაბეკიანის, ო. ზარდარიანისა და სხვათა ნამუშევრები; რუსული ხელოვნების განყოფილებაში — ს. შჩედრინის, კ. ბრიულოვის, ი. რეპინის, ვ, სეროვის, კ. სომოვის, ა. ბენუას, ს. კონიონკოვის, კ. პეტროვ-ვოდკინის, ვ. კანდინსკის, მ. შაგალის და სხვათა ნამუშევრები; დასავლეთ ევროპის განყოფილებაში — პ. პ. რუბენსის, ფ. დრუეს, ო. ფრაგონარის, გ, კურბეს და სხვათა ნამუშევრები.

ერევნის სურათების გალერეა

ლიტერატურა

  • Государственная картинная галерея Армении, Ер., 1965;
  • ქსე, ტ. 4, გვ. 179, თბ., 1979

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა