ერატოსთენე

ერატოსთენე (ბერძ. Ἐρατοσθένης ὁ Κυρηναῖος); დაახლ. ძვ. წ. 276 – გ. ძვ. წ. 194) — ძველი ბერძენი მეცნიერი, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

ერატოსთენე
ძვ. ბერძნ. Ἐρατοσθένης ὁ Κυρηναῖος
დაბ. თარიღი ძვ. წ. 276[1] [2]
დაბ. ადგილი კირენა, პტოლემეების სამეფო[2]
გარდ. თარიღი ძვ. წ. 194[2] [3] [4]
გარდ. ადგილი ალექსანდრია, პტოლემეების სამეფო[5]
საქმიანობა მათემატიკოსი, ასტრონომი, პოეტი, ბიბლიოთეკარი, ისტორიკოსი, მწერალი, მუსიკოლოგი, მუსიკის თეორეტიკოსი, გეოგრაფი, ელეგისტი[6] და ფილოსოფოსი
მუშაობის ადგილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა
განთქმული მოსწავლეები პტოლემე IV

დაიბადა ქალაქ კირენას მახლობლად აპოლონიაში (დღევანდელი ლიბიის ტერიტორია), განათლება მიიღო ალექსანდრიასა და ათენში. კალიმაქეს სიკვდილის შემდეგ განაგებდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკას. დაინტერესებული იყო ფილოლოგიით (ეს სიტყვა პირველად მან იხმარა „გრამატიკის“ ნაცვლად), მათემატიკით, ასტრონომიით, ქრონოლოგიით, გეოგრაფიით, ფილოსოფიით, მუსიკით. ერატოსთენემ პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე. ჩამოაყალიბა მათემატიკური გეოგრაფიის საფუძვლები, შეიმუშავა მარტივ რიცხვთა მოძებნის მეთოდი, ე.წ. „ერატოსთენეს საცერი“, დაადგინა საბერძნეთის ისტორიის ძირითადი თარიღები. ერატოსთენეს ეკუთვნის ნაშრომები „ძველი კომედიის შესახებ“ (12 წიგნად), „ქრონოგრაფიათა შესახებ“ (9 წიგნად), „გეოგრაფია“ (3 წიგნად). მისი ნაწერებიდან ნაწყვეტებია შემორჩენილი.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  • Любкер Ф. Eratosthenes // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 492–493.
  • MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  • Deutsche Nationalbibliothek Record #118530674 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  • Perseus Digital Library — 1987.
  • 🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა