ეპიკური ფენტეზი

ეპიკური ფენტეზიფენტეზის ქვეჟანრი[1], რომელსაც ახასიათებს გამოგონილი სამყაროს გარემო ან ეპიკური პერსონაჟები, თემები და სიუჟეტი.[2] ტერმინი „ეპიკური ფენტეზი“ (ინგლ. high fantasy) პირველად 1971 წელს ლოიდ ალექსანდრის მიერ იქნა გამოყენებული, ესეში „ეპიკური ფენტეზი და ჰეროიკული რომანტიზმი“ (ინგლ. High Fantasy and Heroic Romance).[2]

ჟანრის მიმოხილვა

ეპიკური ფენტეზის ჟანრის მოვლენები მიმდინარეობს ალტერნატიულ, გამოგონილ და არა ნამდვილ სამყაროში. ასეთი ალტერნატიული სამყარო, როგორც წესი, თანმიმდევრულია, მაგრამ მისი კანონები ნამდვილისგან განსხვავდება. მასთან შედარებით, არაეპიკური ფენტეზის მოვლენები მიმდინარეობს ნამდვილ სამყაროში, თუმცა - ჯადოსნური ელემენტების მონაწილეობით.[3][4][5][6]

ეპიკური ფენტეზის ადრეულ მაგალითად მიიჩნევა უილიამ მორისის ნამუშევრები, მაგალითად „ჭა მსოფლიოს კიდეზე“.[7] ჟანრის სანიმუშო ნაწარმოებია ჯ. რ. რ. ტოლკინის ნამუშევრები - განსაკუთრებით „ბეჭდების მბრძანებელი“.[7] სტივენ რ. დონალდსონის „თომას კოვენანტის ქრონიკები“ ასევე აღსანიშნავი ნიმუშია.[8]

პერსონაჟები

ეპიკური ფენტეზის ჟანრის ამბების მთავარი პერსონაჟი ერთია და თხრობაც მისი პერსპექტივიდან მიმდინარეობს. სიუჟეტი ხშირად აღწერს მის მემკვიდრეობას ან რამე იდუმალ გარემოებებს. რომანების უმეტესობაში პერსონაჟი ობოლია ან უცნაური და ან ძმა, რომელსაც ჯადოსნური თვისებები გააჩნია. ამბის თხრობის დასაწყისში იგი ახალგაზრდაა, ხოლმე - ბავშვიც.[9] სხვა ნაშრომებში იგი შეიძლება იყოს უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება, უნიკალური ხასიათით და სულით.

თუ პერსონაჟი თხრობის დასაწყისში აღწერილია, როგორც ბავშვი, თხრობასთან ერთად იგი მწიფდება, იძენს გამოცდილებას ბრძოლაში ან ამა თუ იმ სირთულეების გადაწყვეტაში.[10] ამბის სიუჟეტი ხშირად აღწერს გმირის ბრძოლას ბოროტ ძალებთან - რასაც ეწოდება „აღმზრდელობითი რომანი“.

მრავალ ნაწარმოებში არსებობს პერსონაჟი - იდუმალი მასწავლებელი. იგი შეიძლება იყოს ჯადოსანი ან მებრძოლი, რომელიც მთავარ პერსონაჟს აძლევს რჩევებს და ეხმარება.

სხვადასხვა წიგნში მთავარი ბოროტი პერსონაჟია ბნელი მბრძანებელი, რომლის ამოცანას, უფრო ხშირად, წარმოადგენს სამყაროს დაპყრობა და მთავარი პერსონაჟის მოკვლა. ასეთი პერსონაჟი არის ბოროტი ჯადოსანი ან გრძნეული, ხოლმე - ღმერთის ან დემონის მსგავსი. მას შეიძლება ჰყავდეს დიდი არმია და ერთგული მსახურების გუნდი. ხშირად მთავარ ბოროტ პერსონაჟებს ჰყავთ წინამორბედებიც - მათზე უფრო ძლიერები.

ამბის თხრობისას პერსონაჟი ხშირად ეცნობა მეტ დეტალს მისთვის უცნობი ძალების შესახებ, რომლებიც უპირისპირდებიან.[11]

პერსონაჟის თავგადასავლები ხშირად წიგნის რამდენიმე ტომს მოიცავენ.

ძირითადი თემები

„სიკეთის და ბოროტების დაპირისპირება“ ეპიკური ფენტეზის მუდმივი თემაა. ბოროტ პერსონაჟს ეპიკურ ფენტეზიში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება[12], რისი მაგალითიც არის „ბეჭდების მბრძანებელი“. მეტიც, სიკეთის და ბოროტების დაპირისპირება ეპიკურ ფენტეზის გამოარჩევს ხმლის და მაგიის ჟანრისგან.[13] ეპიკური ფენტეზის მრავალ ნამუშევარში ეს კონფლიქტი ღრმად უკავშირდება მორალურ პრობლემებს. სხვა ნამუშევრებში კონფლიქტი წარმოადგენს ძალაუფლების ჭიდილს – მაგალითად, ჯადოსნები უპასუხისმგებლოდ იქცევიან, განურჩევლად იმისა, კეთილები არიან თუ ბოროტები.[14]

გვიანდელ პერიოდში ეპიკური ფენტეზის ჟანრში სიკეთის და ბოროტების დაპირისპირების თემის გარდა, წამოიწია ისეთი გარემო და სიუჟეტი, რომელმა ნაწარმოები დააახლოვა ისტორიული რომანის, უფრო ნატურალისტური ნაირსახეობის ჟანრებთან. ასეთი ნაწარმოების ავტორები არიან ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი, ანჯეი საპკოვსკი და, ნაწილობრივ - სტივენ ერიკსონი.

საგები ან სერიები

როლური თამაშები, როგორიც არის გერი გაიგექსის „Greyhawk“, ტრეისი ჰიკმენის და მარგარეტ უაისის „Dragonlance“[15] და ედ გრინვუდის „Forgotten Realms“, წარმოადგენენ ტიპურ საფუძველს მრავალი ფენტეზის ჟანრის წიგნისთვის, რომელთა შექმნაში არაერთი ავტორი მონაწილეობს.

ვიდეო თამაშები

ეპიკური ფენტეზის ჟანრი გავრცელდა ვიდეო თამაშებშიც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერიაა „Dungeons and Dragons“, ისევე, როგორც გვიანდელი „Warcraft“ და „The Elder Scrolls“. წარმატებულია „ბეჭდების მბრძანებლის“ ვიდეო თამაშების სახით ადაპტირებებიც.

იხილეთ აგრეთვე

  • ჰეროიკული ფენტეზი
  • ხმალი და მაგია
  • ერიკ რიუკერ ედისონი – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწერალი, რომელიც წერდა ამ ჟანრში, ჯ. რ. რ. ტოლკინამდე.
  • შუასაუკუნოვანი ფენტეზი
  • ისტორიული ფენტეზი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა