ელ-ჯადიდა

ელ-ჯადიდა (არაბ. الجديدة - ახალი) — საპორტო ქალაქი მაროკოს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ელ-ჯადიდის პროვინციაში. 2004 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 144 440 ადამიანს შეადგენდა. ზღვიდან, ელ-ჯადიდას საკმაოდ მავრული შეხედულება აქვს; ქალაქს გააჩნია დაჩეხილი ქვის პორტუგალიური კედლები.

ქალაქი
ელ-ჯადიდა
الجديدة
ქვეყანა მაროკოს დროშა მაროკო
კოორდინატები 33°14′00″ ჩ. გ. 08°30′00″ დ. გ. / 33.23333° ჩ. გ. 8.50000° დ. გ. / 33.23333; -8.50000
ფართობი 7.50 ჰექტარი
მოსახლეობა 144 440 კაცი (2004)
სასაათო სარტყელი UTC0, ზაფხულში UTC+1
ოფიციალური საიტი http://www.eljadida.gov.ma
ელ-ჯადიდა — მაროკო
ელ-ჯადიდა

ელ-ჯადიდა, ადრე ცნობილი, როგორც მაგასანი (პორტ. Mazagão) პორტუგალიელებმა 1502 წელს დაიპყრეს და აკონტროლებდნენ 1769 წლამდე, სანამ მას მიატოვებდნენ. ქალაქის მოასახლეობა ბრაზილიაში გადასახლდა, სადაც დააარსეს ახალი დასახლება ნოვა-მაგასანი (Nova Mazagão). ამის შემდეგ ქალაქი სულთანმა მუჰამედ ბენ-აბდალაჰმა აიღო.

ელ-ჯადიდას გამაგრებული ქალაქი

2004 წელს, პორტუგალიური გამაგრებული ქალაქი მაგასანი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც „თვალსაჩინო მაგალითი მაროკოული და ევროპული კულტურების გავლენისა", აგრეთვე „ადრეული მაგალითი რენესანსული იდეების განხორციელებისა, რომელიც შერწყმულია პორტუგალიურ სამშენებლო ტექნოლოგიებთან".

იუნესკოს თანახმად, პორტუგალიური პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობებია ცისტერნა და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.

ამჟამად, ქალაქის ექსპორტის მთავარი პროდუქტებია მარცვლეული კულტურები, ნუში, სიმინდი, მსხალი, შალი, ცვილი და კვერცხი. იმპორტით შედის ბამბა, შაქარი, ჩაი, ბრინჯი. ნავსადგურისა და საწარმოების გამო, ელ-ჯადიდას პლაჟები დაბინძურებულია.

ელ-ჯადიდა საგზაო მაგისტრალით დაკავშირებულია ქალაქ ეს-სუვეირასთან.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1058
ინგლ.რუს.ფრ.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა