ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია (დ. 18 ნოემბერი, 1979, თბილისი) — ქართველი პოლიტოლოგი და პოლიტიკოსი.

ელენე ხოშტარია
დაბადების თარიღი 18 ნოემბერი, 1979 (1979-11-18) (44 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი
პარტია „დროა“
„ევროპული საქართველო“ (2017-2020)
საქმიანობა პოლიტილოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაიბადა 1979 წლის 18 ნოემბერს. დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი საერთაშორისო უსაფრთხოების განხრით. 2002 წელს იყო სტაჟიორი ადამიანის უფლებების „მოსკოვის ჰელსინკის გრუპის“ და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებულ საქართველოს საელჩოში. 2004 წლიდან იგი საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი შინაგან საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უფროსის მოადგილე.

2004-2006 წლებში იყო სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი. 2007-2012 წლებში — სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2017 წელს თბილისის მერობის კანდიდატი იყო „ევროპული საქართველოდან“, მიიღო 28 411 ხმა და დაიკავა მეოთხე ადგილი. ამავე პარტიის კანდიდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ვაკის მაჟორიტარულ ოლქში.[1]

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“.[2] 28 დეკემბერს დატოვა „ევროპული საქართველო“.[3] 2021 წლის 8 მარტს ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დაააფუძნა.[4]

2022 წლის 15 თებერვალს ელენე ხოშტარიას შეუწყვიტეს სადეპუტატო უფლებამოსილება არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენის გამო.[5]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა