ელენე ყიფიანი

ელენე დიმიტრის ასული ყიფიანი, ყიფიანი-ლორთქიფანიძისა, (დ. 9 მაისი, 1855, ქვიშხეთი — გ. 1890) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მსახიობი, თბილისის თეატრალური დასის ერთ-ერთი შემქმნელი; ცნობილი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის ქალიშვილი.

ელენე ყიფიანი
დაბადების თარიღი 9 მაისი, 1855
ქვიშხეთი, ხაშურის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 23 ნოემბერი, 1890
პროფესია ქართველი მსახიობი, თბილისის თეატრალური დასის ერთ-ერთი შემქმნელი, მთარგმნელი
მეუღლე(ები) ანტონ ლორთქიფანიძე
მშობლები მამა: დიმიტრი ყიფიანი
დედა: ნინო ჭილაშვილი

ბიოგრაფია

ელენე დიმიტრის ასული ყიფიანი 1855 წლის 9 მაისს სოფელ ქვიშხეთში დაიბადა. დიმიტრი ყიფიანისა და ნინო ჭილაშვილის ქალიშვილი. ქართველი მსახიობი, თბილისის თეატრალური დასის ერთ-ერთი შემქმნელი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ანტონ ლორთქიფანიძის მეუღლე.

ელენე ყიფიანი იყო ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი და მისი შესანიშნავი თამაშით ხელი შეუწყო ქართული თეატრის აღორძიენებას. მას აკაკი წერეთელთან ერთად უთამაშია გედევანიშვილის ,,მსხვერპლში".მან სხვა თანამოაზრე ქალბატონებთან ერთად დაიწყო სხვადასხვა ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა სახელწოდებით ,,თარგმანი საამო საკითხავ თხზულებათა". ელენე ყიფიანისა და მისი მეუღლის ანტონ ლორთქიფანიძის უშუალო ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა, მათ ბიბლიოთეკას გადასცეს წიგნადი ფონდით.

ელენე ყიფიანი 1890 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატივაჟა-ფშაველასპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024: ფინალიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილამინ იამალიქაქუცა ჩოლოყაშვილიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდონალდ ტრამპიმეორე მსოფლიო ომიესპანეთივლაქერნობაპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020აშშ-ის პრეზიდენტების სიაკრიშტიანუ რონალდუნოდარ დუმბაძესაქართველოგიორგი მიქაუტაძელიონელ მესიინგლისიცივი ომიჯვაროსნული ლაშქრობებიჯო ბაიდენინოვაკ ჯოკოვიჩიმიხეილ სააკაშვილიოცდაათწლიანი ომი14 ივლისიანდრეს ინიესტახვიჩა კვარაცხელიაგიორგი მამარდაშვილიევროპის ოქროს ბუციმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითფეხბურთი