ევა ბრუნე

გერდ ევა სესილია ბრუნე (შვედ. Gerd Eva Cecilia Brunne; დ. 7 მარტი, 1954, მალმო, შვედეთი) — შვედეთის ეკლესიის ეპისკოპოსი. 2009-2019 წლებში იყო სტოკჰოლმის ეპისკოპოსი. მსოფლიოში ცნობილია, როგორც პირველი ღიად ლესბოსელი ეპისკოპოსი საეკლესიო ცხოვრებაში და შვედეთის ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი, რომელიც იმყოფება ოფიციალურად ერთსქესიან ქორწინებაში.

ევა ბრუნე
ევა ბრუნე
ბრუნე 2012 წელს
სტოკჰოლმის ეპისკოპოსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 მაისი, 2009 – 2019
წინამორბედიკაროლინ კრუკი
მემკვიდრეანდრეს ჰოლმბერგი

დაბადებული7 მარტი, 1954 (1954-03-07) (70 წლის)
მალმო, შვედეთი
ეროვნებაშვედი
მეუღლეგანილა ლინდენი
განათლებალუნდის უნივერსიტეტი
რელიგიალუთერანობა

განათლება და კარიერა

ბრუნე 1954 წლის 7 მარტს, შვედეთის ქალაქ მალმოში დაიბადა, სადაც გაიზარდა.[1][2] კოლეჯის შემდეგ, ლუნდის უნივესტიტეტის თეოლოგიის სტუდენტი გახდა. 1978 წელს ბრუნე აკურთხეს მღვდლად და დაიწყო მსახურება ლუნდის ეპარქიაში, რომელიც მოიცავს შვედეთის ყველაზე სამხრეთ ბლეკინგესა და სკონეს პროვინციებს. მღვდლობის პირველი წლები მან ბლეკინგესა და კარლსკრონაში გაატარა. 1980 წელს, შვედეთის სტუდენტური ქრისტიანული მოძრაობის გენერალურ მდივნად დანიშვნის შემდეგ, ბრუნემ მუდმივად საცხოვრებელად სტოკჰოლმში გადმოვიდა. 1990 წელს, სანდბიბერგის სამწყსოს მღვდლის პოსტის დაკავებამდე, იგი მსახურობდა უნივერსიტეტის კაპელანისა და ეპისკოპოსის მრჩეველის თანამდებობაზე. სანდბიბერგში რვაწლიანი მღვდლობის შემდეგ, ბრუნემ კიდევ რვა წელი გაატარა, როგორც ფლემინგსბერგის მღვდელი. 2000 წელს, ბრუნე გახდა ჰადინგესა და ბოტკირკას დეკანოზი, სადაც 2006 წლამდე მსახურობდა.[3]

ეპისკოპოსობა

1997 წლიდან 2005 წლამდე სტოკჰოლმის ლუთერანული ეპარქიის სათავეში სასულიერო პირად გატარების შემდეგ, 2006 წელს ის ეპარქიის დეკანოზი გახდა. 2009 წლის 26 მაისს ბრუნე სტოკჰოლმის ეპისკოპოსად აირჩიეს,[3][4] სადაც ის კაროლინ კრუკი შეცვალა.[5] ამით ის გახდა მსოფლიოში პირველი ღიად ლესბოსელი ეპისკოპოსი და შვედეთის ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი, რომელიც ცხოვრობს ერთსქესიან ქორწინებაში.[6]

პირადი ცხოვრება

2001 წლიდან[2] ბრუნე რეგისტრირებულ ქორწინებაშია განილა ლინდენთან, რომელიც ასევე შვედეთის ეკლესიის მღვდელია. წყვილის ურთიერთობამ საეკლესიო კურთხევაც მიიღო და ჰყავთ ვაჟი, დაბადებული 2005 წელს.[6]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა