დონა კარანი

დონა კარანი (ინგლ.Donna Karan)  დონა აივი ფასკე (ინგლ.) Donna Ivy Faske; (დ. 2 ოქტომბერი, 1948, ნიუ – იორკი, აშშ)  —ამერიკელი მოდის დიზაინერი და ბიზნეს-ლედი. შექმნა მსოფლიოში ცნობილი ბრენდები:  Donna Karan და DKNY (Donna Karan New York).[1]

დონა კარანი

დონა კარანი 2012 წლის ტრიბეკას ფილმის ფესტივალზე
დაბადების სახელი დონა აივი ჰასკე
დაბადების თარიღი 2 ოქტომბერი, 1948 (72 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მოდელიორი
მეუღლე(ები)

მარკ კარანი (1976-1978);

სტეფან უაისი (1983-2001)
შვილ(ებ)ი 2
საიტი [[1]]

ადრეული წლები

დონა აივი ფუსკე დაიბადა 1948 წლის 2 ოქტომბერს  ნიუ-იორკში. იგი გაიზარდა მკერავი მამინაცვლის  და მოდელი დედის ებრაულ ოჯახში. 14 წლის ასაკში მან ტანსაცმლის გამყიდველად დაიწყო მუშაობა.[2][3]

1966 წელს მან დაამთავრა George W. Hewlett High School ( ჯორჯ ჰიულეტის საშუალო სკოლა)  და ორი წლის განმავლობაში სწავლობდა დიზაინისა და ხატვის ხელოვნებას პარსონსის დიზაინის სკოლაში. იგი მუშაობდა ანა კლეინის მოდის სახლში, მისი დამფუძნებლის გარდაცვალების შემდეგ, 1989 წლამდე. ამავე დროს   გამოუშვა თავისი პირველი ხაზი Essentials და ლეგენდარული «Seven Easy Pieces».[4][5]

მოდის სახლი

დონა კარანი

როდესაც  1974 წელს ანა კლეინი  სიმსივნითგარდაიცვალა,  კარანი გახდა მისი სახლის მთავარი დიზაინერი. 1984 წელს დააარსა საკუთარი - Donna Karan International Inc. მის პროექტს მხარი დაუჭირა Anne Klein- ის სახლის აქციონერმა - იაპონურმა ჯგუფმა Takihyo-მ. 1985 წლის შემოდგომაზე მოდის ახალმა სახლმა წარადგინა თავისი პირველი კოლექცია. შოუს დასრულების შემდეგ, პრესამ დაასკვნა: „კარანი შემოდის მოდის ისტორიაში ინოვაციური ხედვის შეთავაზებით“. Donna Karan Collection  —აღიარებულია ბესტსელერად ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ელიზაბეტ ჰასელბექი დონა კარანის სამოსში-2010

სახლის მისაღებ ოთახში გახსნილი ატელიედან საამქროდ გადაკეთებული კომპანია ძალიან სწრაფად გახდა Donna Karan New York Company.[6]

1997 წლის გაზაფხულიდან ტანსაცმელი მზადდება კიდევ რამდენიმე ეტიკეტით:

  • D,
  • DK კლასიკური
  • DKNY აქტიური

1998 წლისთვის კომპანიაში 1,540 თანამშრომელი მუშაობდა, აქედან თითქმის ასი დიზაინერი იყო.  გუნდი  ცხრა ჯგუფად იყოფოდა.

2008 წელს კომპანიის სახე გახდა ცნობილი მოდელი კეიტ მოსი.[7]

ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი გახდა. მის თაყვანისმცემლებს შორის არიან მილიონერები და მშრომელი კლასისწარმომადგენლები. დღეს დონა კარანის იმპერიამ საერთაშორისო წარმატება და აღიარება მოიპოვა. ქალბატონი კარანი მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში აქტუალური  დარჩება და გააგრძელებს მომხმარებლებზე შთაბეჭდილების მოხდენას წარმოუდგენლად ორიგინალური და თანამედროვე მიდგომით.[8]

დონა კარანი იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც შეიმუშავა უნიკალური „შვიდი მარტივი ნივთის კონცეფცია“. მან ყველაფერი წვრილმან დეტალამდე გათვალა.  მისი კონცეფციაა მდგომარეობს იმაში, რომ დიდ ქალაქში მცხოვრებმა ყველა ქალმა თავის ძირითად გარდერობში შვიდი შეუცვლელი სამოსი უნდა შეიტანოს. დონა კარანისთვის ეს არის: სვიტერი,  ლეგინსები (გამაშები), შარვალი, ტყავის ქურთუკი, ბლუზა, კოსტუმი და კომფორტული კაბა. სხვა მოდის დიზაინერებისგან განსხვავებით, კარანი არასდროს ცდილობს ძვირადღირებული, მდიდრული სამოსის შექმნას და ამბობს, რომ მისი ტანსაცმელი განკუთვნილია ყველასთვის.[9][10][11]

ჯილდოები

  • ამერიკის მოდის კრიტიკოსების პრემია Coty  1977 და 1982 წლებში.
  • Coty-ს  დიდების დარბაზის წევრი ( 1984 )[12]
  • ამერიკის მოდის დიზაინერების საბჭომ (CFDA) აღნიშნა მისი 1992 წელს მამაკაცისა  და ქალის ტანსაცმლის კოლექციები  1990 და 1996 წლებში.
  • CFDA სპეციალური პრიზები ზედიზედ სამი წლის განმავლობაში (1985, 1986, 1987) დაჯილდოებულია Fashion Group International- ის მიერ .[13]

პირადი ცხოვრება

1970-იანი წლების დასაწყისში მან იქორწინა ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელის მფლობელ მარკ კარანზე და შეეძინა ქალიშვილი გაბრიელი. წყვილი დაშორდა 1978 წელს.

1983 წელს იგი დაქორწინდა მოქანდაკე სტივენ უაისზე, რომელიც  გარდაცვალებამდე (2001 წელს გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი) ხელმძღვანელობდა მის კომპანიას, როგორც აღმასრულებელი დირექტორი.[14]

დონა კარანი ცხოვრობს თავის მშობლიურ ნიუ-იორკის შტატში.

სწავლობს კაბალას.[15]

დონა კარანის უახლოესი მეგობარია ბარბრა სტრეიზანდი.

გარე ბმულები

ლიტერატურა

  • Paula E. Hyman, Deborah Dash Moore (1997). Jewish Women in America: An Historical Encyclopedia. New York: American Jewish Historical Society. ISBN 0-4159-1936-3.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა