დიტო ცინცაძე

დიტო ცინცაძე (დ. 2 მარტი, 1957) — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი. მან 1988 წლიდან 13-ზე მეტი ფილმი შექმნა. ფილმი დაკარგული მკვლელები, რომელიც მისი სცენარის მიხედვით შეიქმნა, პირველად 2000 წელს კანის კინოფესტივალზე აჩვენეს.[1] 2007 წელს ის მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო.[2] 1996 წლიდან დიტო ცინცაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში.

დიტო ცინცაძე

დიტო ცინცაძე 2017 წელს
დაბადების სახელი დიმიტრი ცინცაძე
დაბადების თარიღი 2 მარტი, 1957 (1957-03-02) (67 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი
აქტიური 1988-დან - დღემდე

ბიოგრაფია

1975-დან 1981 წლამდე დიტო ცინცაძე სწავლობდა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სადაც მისი მასწავლებლები ელდარ შენგელაია და ოთარ იოსელიანი იყვნენ.[3][4] 1989 წლამდე ის მუშაობდა დამხმარე რეჟისორად სტუდია ქართულ ფილმში.[5] 1990 წელს მან შექმნა პირველი ფილმი სახელწოდებით სტუმრები, მოგვიანებით კი მუშაობდა კერძო ფილმების მწარმოებელ კომპანიაში, სახელწოდებით შვიდკაცა. 1993 წელს, მისი ფილმი ზღვარზე, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ომის თემაზეა შექმნილი, ლოკარნოს კინოფესტივალის ვერცხლის ლეოპარდის მფლობელი გახდა. ფილმმა ასევე მოიპოვა ოქროს არწივი შავი ზღვის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

1993-1996 წლებში ცინცაძე იტალიური ფილმების მწარმოებელ კომპანიასთან მუშაობდა. 1996 წელს ის ნიპკოუსთან თანამშრომლობით ბერლინში გადავიდა.[6][7] ამის გამო ცინცაძე ოჯახთან ერთად ორ ადგილას, გერმანიაში და საქართველოში ცხოვრობდა..[8] მისი პირადი გამოცდილება გახდა ფილმის დაკარგული მკვლელების საფუძველი, რომელიც მანჰაიმში, წითელი ფარნების კვარტალში მცხოვრები ხუთი მიგრანტის შესახებ მოგვითხრობს. მან მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი - ვერცხლის ალექსანდრე თესალონიკის კინოფესტივალზე [9][10] და მთავარი პრიზი კოტბუსის კინოფესტივალზე.[11][12]ფილმისთვის გასროლის შიში 2003 წელს რეჟისორი დაჯილდოვდა ოქროს ნიჟარით სან-სებასტიანის კინოფესტივალზე[13] და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს პრომეთეთი.[14]

2003 წლიდან ის ბერლინში ცხოვრობს. 2005 წელს დიტო ცინცაძემ ქართველ მწერალსა და რეჟისორ ზაზა რუსაძესთან ერთად დაწერა სცენარი ფილმისთვის კაცი საელჩოდან. ამ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ბურგართ კლაუსნერი ლოკარნოს კინოფესტივალზე ოქროს ლეოპარდით დააჯილდოვეს.[15][16] დიტო ცინცაძემ და ზაზა რუსაძემ მარ-დელ-პლატას საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარის კატეგორიაში გაიმარჯვეს.[17][18][19] არგენტინის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ კაცი საელჩოდან ფესტივალის საუკეთესო ფილმად დაასახელა.[20] 2007 წელს დიტო ცინცაძემ გადაიღო ფილმი სახელწოდებით რევერსი. 2008 წელს, მისი ფილმი მედიატორი საქართველოს სახელით ოსკარის 81-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იყო წარდგენილი, მაგრამ მან ნომინაცია ვერ მოიპოვა.[21]

2011 წელს დიტო ცინცაძემ მიუნხენის კინოფესტივალზე სინემერიტის ჯილდო თავის მაწავლებელს, ოთარ იოსელიანს გადასცა.[22][23]

მისი ფილმი შემოჭრა გერმანიაში თეატრალურად გამოვიდა 2012 წელს.[24] ამავე წელს ფილმმა მონერალში საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის გრან-პრი მოიპოვა..[25]

დიტო ცინცაძე მომღერალ ანა ვაპელთან ერთად ფილმ შემოჭრას პრემიერაზე ვენაში, ავსტრია

2015 წელს დიტო ცინცაძემ გამოუშვა ახალი ფილმი ბედნიერების ღმერთი, რომელმაც ბიბერახის კინოფესტივალზე ოქროს თახვი მოიგო.[26][27] 2016 წელს ცინცაძე გახდა სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი.[28][29] მისი ბოლო ნამუშევარი შინდისი 2019 წელს შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. შინდისი ოსკარზე საქართველოს კანდიდატურად შეირჩა ოსკარის 92-ე დაჯილდოებაზე, თუმცა ფილმმა ნომინაცია ვერ მოიპოვა. შინდისმამოიგო გრან-პრი ვარშავის კინოფესტივალზე, სადაც ცინცაძე საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს.

ცინცაძე დაქორწინებულია ქართველ მსახიობ მარიკა გიორგობიანზე. მათ ჰყავთ ერთი შვილი, ნიკოლოზ ცინცაძე.[30] დიტო ცინცაძეს პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი, ნუცა ცინცაძე ჰყავს.

ფილმოგრაფია

  • დახატული წრე (1988)
  • სტუმრები (1990)
  • დაბრუნება (1990)
  • სახლი (1991)
  • ზღვარზე (1993)
  • დაკარგული მკვლელები (2000)
  • ეროტიკული ისტორია (2002)
  • გასროლის შიში (2003)
  • კაცი საელჩოდან (2006)
  • რევერსი (2006)
  • მედიატორი (2008)
  • შემოჭრა (2012)
  • ბედნიერების ღმერთი (2015)
  • შინდისი (2019)

ბიბლიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა