დგიმი

დგიმი — ჰორიზონტალური საქსოვი დაზგის მუშა ნაწილი, ქსლის ძაფების ამწევ-დამწევი. ქართულ-ხალხურ ჰორიზონტალურ ანუ დგიმ-სავარცხლიან საქსოვ-დაზგებში ქსოვისას უმთავრესად ორ (წინა და უკანა) დგიმს იყენებდნენ.

დგიმებს სოფლად თვითონ მქსოველი ქალები „ამოასხამდნენ“ ე.წ. სადგიმე ფიცარზე კანაფის მკედით. საქსოვ დაზგაზე ჩამოკიდებული წყვილი დგიმის თვლებში მქსოველი გაატარებდა: წინა დგიმში კენტ, უკანაში — ლუწ ძაფებს, რითაც ჰორიზონტალურად დაგებული ქსელი ორ ფენად იყოფოდა. ქსოვის დროს მქსოველს ფეხები დგიმზე გამობმულ საფეხურებში ჰქონდა გაყოფილი. ფეხის დაწევით დგიმი ძირს დაიწევდა და ქსელი ორად გაიყოფოდა. ხალხურ ფეიქრობაში ამას ქსლის „უბის“ (რაჭა), „ქირცის“ (ხევსურეთი) ან „ხიფხას“ (ხევი) მოყვანა ეწოდებოდა. ქსოვის დროს ასეთი დგიმი მალე ცვდებოდა და ქსლის 2-3 ამოჭრის შემდეგ მქსოველს ახლით უნდა შეეცვალა.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა