დამბულის მღვიმე

დამბულის მღვიმის ტაძარი (სინჰალ. දඹුලු ලෙන් විහාරය, ტამილ. தம்புள்ளை பொற்கோவில்), აგრეთვე ცნობილი როგორც დამბულის ოქროს ტაძარიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი შრი-ლანკაში. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ კოლომბოდან 148 კმ-ით აღმოსავლეთით. წარმოადგენს მთელი შრი-ლანკის მასშტაბით საუკეთესოდ შემონახულ, მღვიმეში არსებულ სატაძრო კომპლექსს. კომპლექსში, 80 დადასტურებული მღვიმეა, მაგრამ მთავარი ღირსშესანიშნაობები - მონუმენტები და ნახატები განლაგებულია 5 მათგანში. ხელოვნების ეს ნიმუშები დაკავშირებულია ბუდასთან და მის ცხოვრებასთან. სულ წარმოდგენილია ბუდას 153 სტატუეტი, 3 შრი-ლანკის მეფის და 4 სხვადასხვა ღვთაების სტატუეტი, ასევე, მოგვიანებით დამატებული ინდუიზმის 2 ღმერთის - ვიშნუსა და განეშის თითო ქანდაკება. ფრესკები მოიცავს 2 100 მ² ფართობს.

დამბულის მღვიმე*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანაშრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა
ტიპიკულტურული
კრიტერიუმებიi, vi
სია[1]
რეგიონი**აზია-ოკეანეთი
კოორდინატები7°51′00″ ჩ. გ. 80°39′00″ ა. გ. / 7.85000° ჩ. გ. 80.65000° ა. გ. / 7.85000; 80.65000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება1991  (მე-15 სესია)
ნომერი561
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშამსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 561
ინგლ.რუს.ფრ.

როგორც ჩანს, ამ მღვიმეებში ბუდისტების მოსვლამდე სხვა, პრეისტორიული ადამიანები სახლობდნენ, რადგან აღმოჩენილია 2700 წლის ასაკის ადამიანის ჩონჩხები.

კომპლექსი ძვ. წ. I საუკუნით თარიღდება და მღვიმეში მდებარე ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ტაძარს წარმოადგენს მთელს აზიაში.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა