დალია იციკი

დალია იციკი (ებრ. דליה איציק; დ. 20 ოქტომბერი, 1952, იერუსალიმი) — ისრაელის დროებითი პრეზიდენტი (25 იანვარი25 ივლისი 2007).[1] დაიბადა ერაყული წარმომავლობის ებრაულ ოჯახში. ისტორიული და ფილოლოგიური განათლება მიიღო იერუსალიმის ევროპულ უნივერსიტეტში და პედაგოგის დიპლომსაც დაეუფლა.

დალია იციკი
დალია იციკი
ისრაელის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 იანვარი, 2007 – 25 ივლისი, 2007
წინამორბედიმოშე კაცავი
მემკვიდრეშიმონ პერესი

დაბადებული10 ოქტომბერი, 1952 (1952-10-10) (71 წლის)
იერუსალიმი ისრაელი
მოქალაქეობაისრაელის დროშა ისრაელი
რელიგიაიუდეველი

პოლიტიკური კარიერა

1992 წელს ისრაელის შრომის პარტიის სიით მოხვდა ქნესეთის შემადგენლობაში, სადაც თითქმის ერთდროულად მუშაობდა საფინანსო, განათლებისა და კულტურისა და ქალთა საკითხების კომიტეტში. 1999-2001 წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში. 2001-2002 წლებში იყო ვაჭრობის მინისტრი, ხოლო 2005 წლის 28 ნოემბრამდე ასრულებდა კომუნიკაციების მინისტრის მოვალეობას. ამავე დღეს მან დატოვა შრომის პარტია და შეუერთდა არიელ შარონის მიერ დაარსებულ პარტიას „კადიმა“. 2006 წლის 4 მაისს კი აირჩიეს ისრაელის ახლადარჩეული პარლამენტის სპიკერად. 2007 წლის 25 იანვარს ისრაელის პრეზიდენტის მოშე კაცავის სკანდალური გადადგომის შემდეგ შეუდგა დროებითი პრეზიდენტის ფუნქციების შესრულებას. 25 ივლისს კი პრეზიდენტის მოვალეობები გადააბარა ცნობილ ებრაელ პოლიტიკოსს და ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს შიმონ პერესს.

ოჯახი

დალია იციკი დალია გათხოვილია ჰყავს, სამი შვილი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

წინამორბედი:
მოშე კაცავი
ისრაელის პრეზიდენტი

2007
შემდეგი:
შიმონ პერესი
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა