პროფესიული კარიერა დაიწყო იტალიის სერია A-ს კლუბ „მილანში“. 2006–2008 წლებში იჯარით თამაშობდა „პიციგეტონესა“ და „კრემონეზეში“.[2][3] იმავე წელს კონტრაქტი გააფორმა იტალიურ კლუბ „კალიართან“,[4] საიდანაც, 2014 წელს იჯარით გადავიდა „რომაში“, ხოლო ერთი წლის შემდეგ — იჯარით „ფიორენტინაში“, ვისთანაც 2016 წელს გააფორმა კონტრაქტი. 2017 წელს დაინიშნა კლუბის კაპიტნად.
2018 წლის 4 მარტს, 31 წლის ასაკში, დავიდე ასტორი ქალაქ უდინეს ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.[8] სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.[9][10]