დაიბადა მუშის ოჯახში. 16 წლისა გახდა ახალგაზრდა კომუნისტური ორგანიზაციის წევრი. 1933 წლიდან კომუნისტური პარტიის წევრია. მეორე მსოფლიო ომის დროს გამოდიოდა მარიონეტი სლოვაკეთისფაშისტური მთავრობის წინააღმდეგ. დააპატიმრეს ოთხჯერ. ამ ყველაფრის ფონზე გაუგებარია მისი მეგობრობა სლოვაკეთის ფაშისტ ლიდერ ალექსანდრე მახთან და კატინში ერთად გამგზავრება. ამის შესახებ ჰუსაკმა შემდეგ განაცხადა რომ მახმა იგი დააშინა. 1948 წლის კომუნისტური გადატრიალების შემდეგ დაიწყო მისი კარიერული აღმასვლა, თუმცა 1950 წელს დაადანაშაულეს „ბურჟუაზიულ ნაციონალიზმში“ და 1951 წლის თებერვალში დააპატიმრეს. 1954 წელს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, დანაშაული არ უღიარებია. სასჯელს იხდიდა ალექსანდრე მახთან და სხვა ფაშისტ დამანშავეებთან ერთად. 1960 წელს პრეზიდენტმა ნოვოტნიმ შეიწყალა, ხოლო 1963 წელს მოხდა მისის სრული რეაბილიტაცია.
1969 წელს გახდა კომპარტიის პირველი, ხოლო 1971 წელს გენერალური მდივანი. ჰუსაკის პოლიტიკურმა კურსმა მიიღო „ნორმალიზაციის“ სახელი. 1987 წელს დატოვა გენერალური მდივნის თანამდებობა, თუმცა შეინარჩუნა პრეზიდენტობა. ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ მარიან ჩალფას დაავალა ახალი მთავრობის ფორმირება და გადადგა. ახალ პრეზიდენტად აირჩიეს დისიდენტი ვაცლავ ჰაველი.