გურჯაანის საწნახელი

გურჯაანის საწნახელი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში. აღმოაჩინეს XX საუკუნის შუა წლებში, სოფლის დასავლეთით, წილიანხევის პირას მიწის სამუშაოების დროს. მოგვიანებით იგი სოფელში ჩამოუტანიათ. გადმოცემით საწნახელს ქვითა და დუღაბით ნაშენი აუზიც ჰქონია, რომელიც აღმოჩენის ადგილზე დაუტოვებიათ. საწნახელი გამოთლილია ქვიშაქვის ლოდში. იგი დაახლოებით ტოლფერდა სამკუთხედის ფორმისაა, რომელსაც ერთი წვერო წაკვეთილი აქვს (ფერდის სიგრძე-1.6 მეტრი, ქვის სისქე-0.33 მეტრი). ქვის ზედაპირი 8-10 სანტიმეტრით ჩაღრმავებულია ისე, რომ მთელ პერიმეტრზე დარჩენილი აქვს თანაბარი სიგანის (დაახლოებით 12 სანტიმეტრი) ნაპირი. ჩაღრმავებული ნაწილის შუაში ამოკვეთილია ოთხი ღარი (სიგანე და სიღრმე 6 სანტიმეტრი). მათი ერთობლიობა კვადრატს ქმნის, რომელიც დაკავშირებულია ერთ-ერთ ნაპირში მოწყობილ სადინართან.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა