გურია ლანჩხუთი (საფეხბურთო კლუბი)

„გურია“საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლანჩხუთიდან. საქართველოს თასის მფლობელი, ასპარეზობს უმაღლეს ლიგაში. საშინაო მატჩებს ატარებს ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ამიტომ დროებით მატჩებს ატარებს ჩელე არენაზე.

„გურია“ ლანჩხუთი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი „გურია“ ლანჩხუთი
დაარსდა 1924, 89 წლის წინ
სტადიონი ევგრაფი შევარდნაძის სტადიონი
ლანჩხუთი, საქართველო

(ტევადობა: 25 000)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა კახაბერ ებრალიძე
მწვრთნელი საქართველოს დროშა თეიმურაზ ლორია
კაპიტანი საქართველოს დროშა ალექსანდრე კოშკაძე
ლიგა ლიგა 3
2023 მე-9

ისტორია

გუნდის პირველი სახელი იყო „კიმი“. ის 1924 წელს თბილისის „დინამოს“ მაშინდელმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ ჩამოაყალიბა. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გუნდმა შეწყვიტა ასპარეზობა და აღდგა მხოლოდ 1952 წელს „კოლმეურნეს“ სახელით. გუნდს „გურია“ 1960 წლიდან ეწოდა.

პირველ დიდ წარმატებას 1961 წელს მიაღწია, როცა იგი რესპუბლიკის ჩემპიონი გახდა. ეს მიღწევა გაიმეორა 1966 და 1971 წლებშიც. 1965, 1966 და 1971 წლებში საქართველოს თასიც მოიპოვა, 1973, 1974 და 1977 წლებში ფლობდა შოთა შავგულიძის სახელობის თასს. 1967 წელს „გურიამ“ პირველად იასპარეზა საკავშირო არენაზე B ლიგაში.

1970 წელს B ლიგის დაშლის გამო „გურიამ“ საქართველოს პირველობაზე იასპარეზა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა და მეორე ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. „გურია“ მეორე ლიგაში 8 სეზონის განმავლობაში გამოდიოდა. საუკეთესოს შედეგი 1979 წელს ჰქონდა, როდესაც პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. 1986 წელს გუნდმა პირველ ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. 1988 და 1989 წლებში ის ისევ საბჭოთა კავშირის 1 ლიგაში თამაშობდა.

1990 წლიდან „გურია“ საქართველოს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. „გურია“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ახლად დაარსებული საქართველოს საფეხბურთო თასი მოიპოვა 1990 წლის სეზონში. გურია სტაბილურად ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 1999 წლამდე. ამის შემდეგ გუნდის დაღმასვლა დაიწყო 2000-01 წლებში კლუბი შეუერთდა თბილისი ლოკომოტივის "ბ" გუნდს და დაერქვა სახელით "გურია-ლოკომოტივი ბ".

1999 წლიდან გუნდი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მონაწილეა. 2008 წლიდან მას „გურია-2000“ ლანჩხუთი ეწოდება. ბოლო პერიოდის საუკეთესო სეზონი 2001-2002 წლები იყო, როცა გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, ხოლო საქართველოს თასის გათამაშებაში 1/4 ფინალს მიაღწია.

2013 წლიდან „გურია“ დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში, ბათუმის „დინამოს“ ნაცვლად.

სტადიონი

ევგრაფი შევარდნაძის სტადიონი

გუნდი საშინაო შეხვედრებს მართავს ქალაქ ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე.

1986-2012 წლებში ეს სტადიონი ტევადობის მიხედვით საქართველოში მესამე იყო და ძველი სტანდარტით 22 000 მაყურებელს იტევდა. 2012 წელს დაიწყო სტადიონის რეკონსტრუქცია. მოინგრა დასავლეთის და ჩრდილოეთის ტრიბუნები, რის გამოც სტადიონის ტევადობა 10 000-მდე შემცირდა.

მშენებლობა

ომამდე სტადიონის ტერიტორიაზე მხოლოდ კომისარიატის შენობა იდგა. 1946 წელს ამჟამინდელი სტადიონის ტერიტორიაზე პირველად მოეწყო შესაფერისი მოედანი. მოგვიანებით ხის ნაგებობა კაპიტალური შენობებით შეიცვალა და ამასთან ერთდ იცვლებოდა სტადიონის ტევადობაც. თავიდან 5000 მაყურებელს იტევდა,შემდეგ 7000-მდე გაიზარდა და ბოლოს 10 000-ს გადააჭარბა. ნათელი გახდა, რომ რაიონი ფეხბურთით სუნთქავდა.

მას შემდეგ რაც გურია უმაღლეს ლიგაში აღზევდა, ცხადია არსებული ნაგებობები მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელთა გუნდის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაახლებლად დამატებითი ღონისძიებების შესახებ. ამ დადგენილებებით გათვალისწინებული იყო ფეხბურთის ცენტრალური სტადიონის სპორტული კომპლექსის, სოფ. გრიგოლეთის სასწავლო-საწვრთვნელი ბაზის რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა.

კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 1987 წლის 1 იანვარს და დამთავრდა იმავე წლის 2 მარტს. სტადიონის ტევადობა საგრძნობლად იქნა გაზრდილი და ახლა იგი 22,000 მაყურებელს იტევდა.

რეკონსტრუქცია

გაკეთდა აღმოსავლეთის ტრიბუნის კოსმეტიკური რემონტი. შეიცვალა მინდვრის დრენაჟი და საფარი, რომელიც გუნდს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადასცა. გაკეთდა ბორდიურები, შეიღება ღობე. ასევე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სათადარიგო მოედანს და იქ განლაგებულ კლუბის ინფრასტრუქტურას. სტადიონის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ამჟამად უსახსრობის გამო შეჩერებულია.

კლუბის მიღწევები

შემადგენლობა 2014/2015

მონაცემები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას.

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანამოთამაშე
1მეკარე  საქართველომიხეილ გოგუაძე
4მცველი  საქართველობიძინა ცინცაძე
5მცველი  საქართველოჯემალ გოგიაშვილი
7ნახევარმცველი  საქართველოალექსანდრე კოშკაძე (კაპიტანი)
8ნახევარმცველი  საქართველოალექსანდრე რეხვიაშვილი
9ნახევარმცველი  საქართველოვანო წილოსანი
10ნახევარმცველი  საქართველოტარიელ კუკულაძე
12მეკარე  საქართველოვლადიმერ ზუხბაია
13ნახევარმცველი  საქართველოკობა შალამბერიძე
17მცველი  საქართველონიკოლოზ ხარაბაძე
19თავდამსხმელი  საქართველოვაჟა მათიაშვილი
21ნახევარმცველი  საქართველოალექსი ბენაშვილი
22ნახევარმცველი  საქართველოერეკლე კილაძე
23ნახევარმცველი  საქართველოგიგა ჭეიშვილი
24თავდამსხმელი  საქართველოვილი ისიანი
პოზიცია ქვეყანამოთამაშე
25მცველი  საქართველოკონსტანტინე ღაღანიძე
26მცველი  საქართველოგიორგი მჭედლიშვილი
29მეკარე  საქართველოგაბრიელ თებიძე
49ნახევარმცველი  საქართველოთორნიკე მოსიაშვილი
88თავდამსხმელი  უკრაინანიკიტა კონოვალოვი
77ნახევარმცველი  საქართველოლევან ინგოროყვა
99მცველი  საქართველოგიგა ჟვანია
-ნახევარმცველი  საქართველოშოთა გაბრიჭიძე
-ნახევარმცველი  საქართველოვლადიმერ ჯოჯუა
-მეკარე  საქართველორობერტ იმერლიშვილი
-მცველი  საქართველოკონსტანტინე ზარნაძე
-თავდამსხმელი  საქართველოშალვა კვანტალიანი
-თავდამსხმელი  უკრაინაიური შეველი
-მცველი  უკრაინადიმიტრი ბელოვი

2015/2016 წლის ტრანსფერები

მოვიდნენ

პოზ.ფეხბურთელიყოფილი კლუბი
პოზიცია ფეხბურთელი კლუბი

* — იჯარით
** — იჯარიდან

წავიდნენ

პოზ.ფეხბურთელიახალი კლუბი
პოზიცია ფეხბურთელი კლუბი

* — იჯარით
** — იჯარიდან

გამოჩენილი მოთამაშეები

პერსონალური მიღწევები

გამოჩენილი მწვრთნელები

ბომბარდირები სეზონის მიხედვით

სეზონისახელიგოლი
1966/67 ომარ პართენავა16
1967/68 ვახტანგ ძიძიგური23
1968/69 ვახტანგ ძიძიგური17
1969/70 ვახტანგ ძიძიგური18
1970/71 ვახტანგ ძიძიგური39
1971/72 ვახტანგ ძიძიგური13
1972/73 ჯონი აბაიშვილი19
1973/74 ვახტანგ ძიძიგური15
1974/75 რევაზ სანაია25
1975/76 ბესიკ მჭედლიშვილი20
1976/77 ვასილ ტროიანი18
1977/78 ვასილ ტროიანი15
1978/79 მერაბ მეგრელაძე26
1979/80 მერაბ მეგრელაძე20
1980/81 მერაბ მეგრელაძე11
1981/82 თემურ ებანოიძე9
1982/83 მურთაზ აკოფიანი14
1983/84 ვახტანგ კოპალეიშვილი13
1984/85 გია ტყებუჩავა11
1985/86 ბესიკ ფრიდონაშვილი27
1986/87 ვიქტორ ხლუსი5
1987/88 ვიქტორ ხლუსი21
1988/89 მერაბ ჟორდანია25
1989/90 ოთარ კორღალიძე21
1990/91 ოთარ კორღალიძე14
1991/92 ოთარ კორღალიძე40

სეზონები

სეზონილიგაადგ.თ.გტგშთასიშენიშვნებიმწვრთნელი
1987სსრკ ლიგა16305817183818დაქვეითდა
1988სსრკ პირვ. ლიგა44223712714453
1989სსრკ პირვ. ლიგა2422796783963
1990უმაღლესი ლიგა2342266732072გამარჯვებული
1991უმაღლესი ლიგა2191441381546
1991-92უმაღლესი ლიგა438223138956691/8 ფინალი
1992-93უმაღლესი ლიგა1232122183757381/8 ფინალი
1993-94უმაღლესი ლიგა71/4 ფინალი
1994-95უმაღლესი ლიგა133086163681301/4 ფინალი
1995-96უმაღლესი ლიგა133090213574271/16 ფინალი
1996-97უმაღლესი ლიგა133010317336333
1997-98უმაღლესი ლიგა143069153058271/8 ფინალი
1998-99უმაღლესი ლიგა16303423348713დაქვეითდა
1999-00რეგიონული ლიგა1/8 ფინალი
2000-01პირველი ლიგა1/8 ფინალი
2001-02უმაღლესი ლიგა141/4 ფინალიდაქვეითდა
2002-03პირველი ლიგამეორე რაუნდი
2003-04პირველი ლიგა103013611383745პირველი რაუნდი
2004-05პირველი ლიგა103010812304538პირველი რაუნდი
2005-06პირველი ლიგა934145155047471/16 ფინალი
2006-07პირველი ლიგა15348719367631პირველი რაუნდიდაქვეითდა
2007-08მეორე ლიგა დასავლეთიარ მონაწილეობდააღზევდა
2008-09პირველი ლიგა1/8 ფინალი
2009-10პირველი ლიგა4281657533253პირველი რაუნდი
2010–11პირველი ლიგა63214414505946 გიგლა იმნაძე
2011–12პირველი ლიგა - B ჯგუფი2181233411539 გიგლა იმნაძე
2012–13პირველი ლიგა - A ჯგუფი1332742862085აღზევდა თეიმურაზ ლორია
2013–14უმაღლესი ლიგა63212020315336 დავით მახარაძე / რომან პოკორა
2014–15უმაღლესი ლიგა93010911384339 თეიმურაზ ლორია / გიგლა იმნაძე
2015–16უმაღლესი ლიგა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა