გუაში

გუაში (ფრანგ. gouache < იტალ. guazzo – წყლის საღებავი) — წყალსა და წებოში (გუმიარაბიკი, ხორბლის სახამებელი, დექსტრინი და სხვ.) თეთრასა და სუფთად გალესილი პიგმენტის შერევით მიღებული საღებავი, აგრეთვე ამ საღებავით შესრულებული ნახატები. ჩვეულებრივ გუაშით ხატავენ ქაღალდზე, მუყაოზე, ფიცარზე, ტილოზე, აბრეშუმზე, ძვალზე.[1] შეიქმნა, როგორც აკვარელის ნაირსახეობა, როდესაც ფერთა სიმკვრივის მისაღწევად წყლის საღებავებთან თეთრას შერევა დაიწყეს. ტემპერის მსგავსად, გუაში დაიტანება თანაბარი მკვრივი გაუმჭვირვალე ფენად. გუაშის ტექნიკა გამორიცხავს პასტოზურ წანასმებს, რამდენადაც მისი ფერთა ფენის სიმყარე შედარებით სუსტია, გაშრობისას ის ძლიერ ფერმკრთალდება. შუა საუკუნეების საწიგნე მინიატიურაში ფართოდ გამოიყენებოდა გუაშის გაუმჭვირვალე მქრქალი ტონების კონტრასტი ნაზ და გამჭვირვალე აკვარელთან. აღორძინების ეპოქიდან გუაშით აფერადებდნენ ფერწერული ნამუშევრების ესკიზებს, ასრულებდნენ პორტრეტულ მინიატიურებს.[2] XIX საუკუნის შუა წლებში, გუაშის ფაბრიკული წესით დამუშავების შემდეგ, იგი დამოუკიდებელ საღებავად გადაიქცა.[1] გამოიყენებოდა დიდ სადაზგ ქმნილებებზე მუშაობისას; მის თავისებურებებს (ტონების სიმკვრივე და მქრქალობა) დეკორატიული ეფექტების მისაღებად იყენებდნენ. გუაშით ასევე ასრულებენ პლაკატების ორიგინალებს, დეკორაციების ესკიზებს, გაფორმებით სამუშაოებს.[2]

იაკობ ფილიპ ჰაკერტი, „ავერნოს ტბა“, 1794.
გუაშები
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა