გრიგოლ კოსტავა

გრიგოლ (გრიშა) კოსტავა (დ. 4 იანვარი, 1907, ქუთაისი — გ. 10 ივნისი, 1979) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1965). მერაბ კოსტავას ბიძა.

გრიგოლ კოსტავა
დაბადების თარიღი 4 იანვარი, 1907
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 10 ივნისი, 1979 (72 წლის)
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში (1924–1928, 1931–1934, 1955–1956); იყო მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი (1928–1931, 1935–1945, 1956–1979). წარმატებით ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე სახასიათო როლებს. მის მიერ შესრულებული როლები: იაგო (უ. შექსპირის „ოტელო“), დე სანტოსი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), გაიოზი (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), აპრაკუნე, შამილი (ი. ვაკელის „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“, „შამილი“), ლომკაცა (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ილარიონი (ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) და სხვა. 1934-1940 წლებში შეთავსებით მუშაობდა თბილისის თოჯინების თეატრში, სადაც დააარსა ჩრდილების თეატრი. გადაღებულია ფილმებში „ქალიშვილი გაღმიდან“, „ნინო“, „ბაში-აჩუკი“, „მაია წყნეთელი“ და სხვა.

რეპრესიები

1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობის გამო იჯდა სახელმწიფო პოლიტიკურ სამმართველოში. 1945 წლის 30 მარტს გაიცა გრიგოლ ქრისტეფორეს ძე კოსტავას დაპატიმრების ორდერი. ბრალად ედებოდა 1942 წელს დაარსებული „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის“ წევრობა და ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელება (ე.წ. „ვ. დვალიშვილის საქმე“). 4 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ტრიბუნალმა მიუსაჯა დახვრეტა. 13 სექტემბერს დახვრეტა ათწლიანი პატიმრობით შეეცვალა.[1]

ფილმოგრაფია

ჯილდოები და აღიარება

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა