გრანულოციტები

გრანულოციტები (granulocyti; ლათ. granulum: მარცვალი და ბერძ. cytos: უჯრედი) — ლეიკოციტები, რომლებიც წარმოიქმნებიან ძვლის წითელ ტვინში და თავის ციტოპლაზმაში შეიცავენ სპეციფიკურ მარცვლოვანებს — გრანულებს. გრანულების შეფერილობის მიხედვით არჩევენ ბაზოფილურ, ნეიტროფილურ და ეოზინოფილურ ლეიკოციტებს.

ეოზინოფილური გრანულოციტი

გრანულოციტები იცავენ ორგანიზმს ბაქტერიებისა და ტოქსინებისაგან, მონაწილეობენ იმუნურ რეაქციებში.მათ აქვთ ფაგოციტოზის უნარი. შეუძლიათ ამებისებურად გადავიდნენ შემაერთებელ ქსოვილში და ანთებით პროცესში მიიღონ მონაწილეობა.

მარცვლოვანი ლეიკოციტების, ანუ გრანულოციტებისაგან განსხვავებით, უმარცვლო ლეიკოციტებს, ანუ აგრანულოციტებს მარცვლოვანება არ აქვს.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა