გომელის ოლქი

გომელის ოლქი (ბელარ. Гомельская вобласць) — ადმინისტრაციული ერთეული ბელარუსის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი გომელი. დაარსდა 1938 წლის 15 იანვარს.

ოლქი
გომელის ოლქი
ბელარ. Гомельская вобласць
დროშაგერბი

ქვეყანა ბელარუსის დროშა ბელარუსი
ადმ. ცენტრი გომელი
შიდა დაყოფა Akciabrski District, Brahin District, Buda-Kašaliova District, Čačersk District, Dobruš District, Homieĺ District, Kalinkavichy District, Chojniki District, Karma District, Lyelchytsy District, Lojeŭ District, Mazyr District, Naroŭlia District, Pietrykaŭ District, Rahačoŭ District, Rečyca District, Svietlahorsk District, Vietka District, Jeĺsk District, Žlobin District და Žytkavičy District
კოორდინატები 52°20′00″ ჩ. გ. 29°40′00″ ა. გ. / 52.33333° ჩ. გ. 29.66667° ა. გ. / 52.33333; 29.66667
მმართველი Genadz' Salavej და Ivan Krupko
დაარსდა 15 იანვარი, 1938
ფართობი 40,4 კმ²
სალაპარაკო ენები ბელარუსული, რუსული
მოსახლეობა 1 423 972[1] კაცი (2015)
სიმჭიდროვე 35,28 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ბელარუსები—88,2%,
რუსები—7,7%,
უკრაინელები—2,1%,
ებრაელები—0,2%,
პოლონელები—0,1%
სასაათო სარტყელი UTC+3
საავტომობილო კოდი 3
ოფიციალური საიტი gomel-region.gov.by/en/

ისტორია

დაარსდა 1938 წლის 15 იანვარს, სსრკ-ის „01.15.1938 ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციაში“ (ძირითად კანონში) შესაბამისად.

გეოგრაფია

გომელის ოლქის ფართობი 40.4 ათასი კმ²-ია (1-ლი ადგილი ქვეყანაში), წარმოადგენს ბელარუსის მთელი ტერიტორიის მეხუთედ ნაწილს. ოლქი ესაზღვრება ბელარუსისმინსკის, ბრესტისა და მოგილევის ოლქებს, ასევე უკრაინასა და რუსეთს.

ოლქის კლიმატი ზომიერი კონტინენტალურია, თბილი ზაფხულითა და რბილი ზამთრით. საშუალო ტემპერატურაა: იანვარში — -5—6 °C, ივლისში — +18—19 °C. ზამთარში, დომინირებს სამხრეთის ქარი, ხოლო ზაფხულში — დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთისა. ქარის სიჩქარე საშუალოდ წელიწადში შეადგენს დაახლოებით 3 მ/წმ-ს. წლიური ნალექი მერყეობს 550-650 მმ შორის.

კლიმატი ხელსაყრელია შაქრის ჭარხლის, სიმინდის, ყურძნისა და სხვა მოსავლის მოსაყვანად.

უდიდესი სანაოსნო მდინარეებია დნეპრი, პრიპიატი, სოჟი და ბერეზინა. ოლქში არსებობს ბევრი ტბა. უდიდესი ტბაა ჩერვონოე (ფართობით 43,6 კმ²).[2] ტერიტორიის 42% დაფარულია ტყეებით.[3]

გომელის ოლქი საკმაოდ ხელსაყრელია ბუნებრივი პირობების განვითარების ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში. ოლქის რელიეფი ტოპოგრაფიულად ხელს უწყობს დასახლებების განვითარებას, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ათვისებას, სამრეწველო საწარმოებების და სატრანსპორტო მაგისტრალების განვითარებას.

გომელის ოლქში ცხოვრობს 1 423 972 ადამიანი (2015 წლის 1 ივლისისთვის), მათ შორის ქალაქში — 76,5%, ხოლო თითქმის მეოთხედი — ქალაქგარეთ.[1]

გომელის ოლქის საერთო ფართობი შეადგენს 4036,2 ათას ჰექტარს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მიწა — 1450,3 ათასი ჰექტარი. სახნავ-სათესი მიწა მოიცავს 61%, სათიბ-საძოვრები კი — 37%.

ადმინისტრაციული დაყოფა

გომელის ოლქის რაიონები

გომელის ოლქი მოიცავს 21 რაიონს:

Noრაიონიბელარ. ფართობი[4],
კმ²
მოსახლეობა,
[5] კაცი (2015)
ადმინისტრაციული
ცენტრი
1.ბრაგინიБрагінскі1960,4612 430ბრაგინი
2.ბუდა-კოშელევოБуда-Кашалёўскі1594,5030 964ბუდა-კოშელევო
3.ვეტკაВеткаўскі1558,6217 812ვეტკა
4.გომელიГомельскі1955,7967 656გომელი
5.დობრუშიДобрушскі1452,7237 054დობრუში
6.ელსკიЕльскі1365,6815 877ელსკი
7.ჟიტკოვიჩიЖыткавіцкі2916,2737 035ჟიტკოვიჩი
8.ჟლობინიЖлобінскі2110,77102 159ჟლობინი
9.კალინკოვიჩიКалінкавіцкі2756,2460 624კალინკოვიჩი
10.კორმაКармянскі949,1513 825კორმა
11.ლელჩიციЛельчыцкі3221,3124 968ლელჩიცი
12.ლოევიЛоеўскі1045,5312 535ლოევი
13.მოზირიМазырскі1603,47131 812მოზირი
14.ნაროვლიაНараўлянскі1588,8210 693ნაროვლია
15.ოკტიაბრსკიАкцябрскі1381,1914 347ოკტიაბრსკი
16.პეტრიკოვიПетрыкаўскі2835,1829 109პეტრიკოვი
17.რეჩიცაРэчыцкі2713,9599 856რეჩიცა
18.როგაჩევიРагачоўскі2066,9958 331როგაჩევი
19.სვეტლოგორსკიСветлагорскі1899,9185 492სვეტლოგორსკი
20.ჰოინიკიХойніцкі2027,7419 890ჰოინიკი
21.ჩეჩერსკიЧачэрскі1229,8814 624ჩეჩერსკი

მოსახლეობა

2015 წლის დასაწყისში გომელის ოლქის მოსახლეობამ შეადგინა 1 423 964 ადამიანი, მათ შორის, ქალაქის მოსახლეობა — 1 087 105 ადამიანი (76.34%), ხოლო სასოფლისა — 336 859 ადამიანი (23,66%).

ოლქში 17 ქალაქი, 18 დაბა და 2636 სოფელია. ქალაქ გომელში 4 რაიონია.

ეთნიკური შემადგენლობა

ეთნოსიაღწერა 1926Перепись 1939[6]აღწერა 1959აღწერა 1970აღწერა 1979აღწერა 1989აღწერა 1999[7]აღწერა 2009[8]
ბელარუსები734 5561 183 7061 294 0461 318 5461 338 0971 301 3461 271 019
რუსები71 27389 664137 410169 288210 419169 263111 085
უკრაინელები24 53933 28946 48353 85168 60050 58730 920
ბოშები9792 1992 6763 6023 2582 501
ებრაელები67 57845 00442 31238 43331 7705 8962 341
პოლონელები4 3697 1194 8414 7314 5563 5721 958
სომხები2863163176581 625915
მოლდოველები96266381801990798
თათრები8663799249181 3551 136776
აზერბაიჯანელები98314709715960653
გერმანელები411577629754887442
თურქმენები39395
ქართველები258140204452417295
უზბეკები129268470459273273
ლიეტუველები356427402707411271
ყაზახები240168197434223196
ჩუვაშები243301377547323167
არაბები138
ჯამში908 4491 364 3031 533 3041 594 7731 667 7951 545 0831 440 718

წიაღისეული

ოლქის ტყის მიწის ფონდის ფართობი შეადგენს — 1653 ათას ჰექტარს, ტყით დაფარულია 1472,9 ათასი ჰექტარი.

სასარგებლო წიაღისეულებს შორის, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული ეკონომიკისათვის, არის სათბობ—ენერგეტიკული ნედლეული. შესწავლილია თითქმის 1500 ტორფის საბადო. ქალაქ მოზირში მუშაობს ნავთობგადამამუშავებელი და ქიმიური ქარხანა.

ქვა მარილის შესწავლილი რეზერვები აღემატება 22 მილიარდ ტონას. რეგიონს აქვს კალიუმის მარილის, ცარცის, სამშენებლო ქვის, მინის რეზერვები, გრძელდება ალმასის საბადოების კვლევა.

მრეწველობა

გომელის ოლქი გამოირჩევა მნიშვნელოვანი სამრეწველო პოტენციალით და არის ბელარუსის ერთ-ერთი მაღალგანვითარებული სამრეწველო ოლქი.

ოლქში არსებობს 300-ზე მეტი დიდი და საშუალო სამრეწველო საწარმო.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა