გიორგი ჩაკვეტაძე

ქართველი ფეხბურთელი

გიორგი ჩაკვეტაძე (დ. 29 აგვისტო, 1999) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური „უოტფორდის“ შემტევი ნახევარმცველი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

გიორგი ჩაკვეტაძე
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
29 აგვისტო, 1999 (1999-08-29) (24 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე183 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
უოტფორდი
ნომერი16
ახალგაზრდული კარიერა
2007–2010ნორჩი დინამო
2010–2016დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2016–2017დინამო თბ.29(5)
2017–გენტი50(5)
2022  ჰამბურგი10(1)
2022–2023  სლოვანი25(1)
2023–2024  უოტფორდი23(1)
2024–უოტფორდი11(0)
ეროვნული ნაკრები
2015–2016საქართველო U1720(5)
2016საქართველო U185(0)
2016–2017საქართველო U1914(1)
2017საქართველო U213(0)
2018–საქართველო25(8)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 13 აპრილი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 ივნისი, 2024

საკლუბო კარიერა

გიორგი ჩაკვეტაძე 1999 წლის 29 აგვისტოს დაიბადა თბილისში, მერაბ ჩაკვეტაძისა და მთვარისა რუხაძის ოჯახში. გიორგის მამა აფხაზეთიდან, კერძოდ ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუდან იძულებით დევნილია.

გიორგიმ ვარჯიში ნორჩ დინამოში დაიწყო, სადაც მისი პირველი მწვრთნელი იყო თამაზ კოსტავა. ნორჩ დინამოელს მოჰყვა თბილისის დინამოს აკადემია და შემდეგ ძირითადი გუნდი. ჩაკვეტაძე, ქართული ფეხბურთის ფლაგმანში 2015 წელს ჩაირიცხა და 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, დებიუტი კი 2016 წელს თანაქალაქურ „ლოკომოტივთან“ ჰქონდა, როდესაც ოთარ კიტეიშვილი შეცვალა.

2017 წელს თბილისში გამართულ ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე დატოვებული კარგი შთაბეჭდილების შემდეგ, ჩაკვეტაძის შეძენით წამყვანი ევროპული გუნდები დაინტერესდნენ, პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა გუნდების შესახებ, რომელთა შორისაც იყვნენ „ლევერკუზენი“, „ჰოფენჰაიმი“, „ლივერპული“, „ტოტენჰემი“ და „ბაიერნი“, განსაკუთრებით დიდი იყო ინტერესი ამ უკანასკნელისგან, რომლის პრეზიდენტი ული ჰიონესი პირადად იყო ტრანსფერის განხორციელებით დაინტერესებული.[1] საბოლოოდ, გიორგის აგენტების გოგა გახოკიძისა და ლაშა ჯაკობიას ჩართულობით, გიორგიმ ბელგიურ გუნდ „გენტზე“ შეაჩერა არჩევანი, რომელთანაც კონტრაქტს 2017 წლის აგვისტოში მოაწერა ხელი. კლუბში ჩაკვეტაძეს საყვარელი 7-ნომრიანი მაისურა გადასცეს, რა ნომრითაც გიორგის კუმირი კრიშტიანუ რონალდუ ასპარეზობს.

სანაკრებო კარიერა

გიორგი ჩაკვეტაძეს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2018 წლის 24 მარტს, ლიტვასთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა, სადაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა და ნაკრების შეტევების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო, რის შემდეგაც გიორგი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად და მაყურებლების ერთ-ერთ უსაყვარლეს ფეხბურთელად იქცა. უეფას ერთა ლიგაზე, ყაზახეთთან მატჩში გიორგი გახდა ტურნირის ისტორიაში პირველი გოლის ავტორი.

სანაკრებო გოლები

#თარიღისტადიონიმეტოქეგოლიშედეგიშეჯიბრება
1.24 მარტი 2018მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი  ლიეტუვა4–04–0ამხანაგური
2.6 სექტემბერი 2018ასტანა არენა, ასტანა  ყაზახეთი1–02–0უეფა-ს ერთა ლიგა D
3.16 ოქტომბერი 2018დაუგავას სტადიონი, რიგა  ლატვია3–03–0უეფა-ს ერთა ლიგა D
4.15 ნოემბერი 2018ესტადი ნაციონალი, ანდორა ლა ველა  ანდორა1-01-1ერთა ლიგა
5.19 ნოემბერი 2018ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი, თბილისი  ყაზახეთი2-02–1ერთა ლიგა

მიღწევები

საკლუბო

სლოვანი
  • სლოვაკეთის ჩემპიონი: 2022–23
  • სლოვაკეთის თასის ფინალისტი: 2022–23
გენტი
  • ბელგიის ვიცე-ჩემპიონი: 2019–2020
  • ბელგიის თასის ფინალისტი: 2018–2019

ინდივიდუალური

ჯილდოები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა