გიორგი ახვლედიანი (პოლიტიკოსი)
ხელსაწყოები
ძირითადი
ბეჭდვა/ექსპორტი
![]() | სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი ახვლედიანი (მრავალმნიშვნელოვანი). |
გიორგი ახვლედიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 იანვარი, 1974 (1974-01-07) (50 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | ![]() ![]() |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა (2008-2014) დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო (2014-2020) |
მეუღლე/ები | დიახ |
შვილ(ებ)ი | 3 |
გიორგი ახვლედიანი (დ. 7 იანვარი, 1974, თბილისი) — ქართველითეოლოგი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი.
1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტი, თეოლოგის სპეციალობით. ტელევიზიაში მუშაობა დაიწყო 1994 წელს. იყო საინფორმაციო გადაცემების „მოამბე“ „ქვიშის საათი“ რედაქტორი და წამყვანი პირველ არხზე. 2000-2003 წლებში შ. გ. „ალიონის“ რედაქტორი და წამყვანი. 2003-2008 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“. იყო ყოველდღიური თოქ-შოუს „ქრონიკა გიორგი ახვლედიანთან ერთად“ რედაქტორი და წამყვანი. ამავე წლებში იყო ყოველკვირეული ტელეჟურნალის „დროება“ ჟურნალისტი. 2008 წელს კოლეგებთან ერთად დააფუძნა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და იმავე წლის საპარლამენტო არჩევნებში გახდა პარლამენტის წევრი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გიორგი თარგამაძე — ქრისტიან-დემოკრატები“. იყო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე. 2014 წელს „დემოკრატიულ მოძრაობასთან“ გაერთიანების შემდეგ, გახდა „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი. 2020 წლის 5 ივნისს დატოვა „დემოკრატიული მოძრაობა“. წასვლის მიზეზი TV პირველის ეთერში გასული სიუჟეტი იყო, რომლის მიხედვით, ის ხელისუფლებისგან იღებდა დაფინანსებას.[1] ჰყავს მეუღლე შორენა კობერიძე და სამი ვაჟი, ალექსანდრე, ანდრია და ნიკოლოზი.
|