გიგა ტატიაშვილი
ხელსაწყოები
ძირითადი
ბეჭდვა/ექსპორტი
გიგა ტატიაშვილი (დ. 12 თებერვალი, 2002, თბილისი) — ქართველი ძიუდოისტი. ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (2018, აქთაუ, ყაზახეთი, 81 კგ), ჭაბუკებს შორის ევროპის თასის გამარჯვებული (2019, ტეპლიცე, ჩეხეთი, 90 კგ), ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული (2019, ვარშავა, პოლონეთი, 90 კგ).
2020 წლის 26 ივნისს გიგა ტატიაშვილი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ, ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.[1]2021 წლის 19 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.[2]