გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკა

გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკა (გერმ. Deutsch-Ostafrika) — გერმანიის კოლონია აფრიკაში, რომელიც არსებობდა თანამედროვე ტანზანიის, ბურუნდის და რუანდის ტერიტორიებზე.

გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკა
Deutsch-Ostafrika
კოლონია

 

 

1871–1919
 

 

 

დროშაგერბი
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
დედაქალაქიბაგამოიო (1885–90)
დარ-ეს-სალამი (1890–1918)
ენებიგერმანული (ოფიციალური), სუაჰილი, რუანდა-ბურუნდიული, მასაი, ჩაგა
რელიგიაისლამი, ტრადიციული აფრიკული რელიგიები, ქრისტიანობა (კათოლიციზმი და ლუთერანობა)
მთავრობაკოლონია
იმპერატორი
 - 1871–1888ვილჰელმ I
 - 1888-1888ფრიდრიხ III
 - 1888–1918ვილჰელმ II
გუბერნატორი
 - 1895–96ჰერმან ფონ ვისმანი (პირველი)
 - 1912–18ჰაინრიჰ შნი (უკანასკნელი)
ისტორია
 - შეიქმნა27 თებერვალი 1871
 - ჰელგოლანდ-ზანზიბარის ხელშეკრულება1 ივლისი
 - მაჯ მაჯის აჯანყება21 ოქტომბერი
 - ბრიტანეთის კაპიტულაცია25 ნოემბერი
 - გაუქმდა28 ივნისი 1919
ფართობი
 - 1913995 000 კმ² (384 172 მლ²)
მოსახლეობა
 - 1913 წელი7 700 000 
სიმჭიდროვე7,7 /კმ²  (20 /მლ²)
დღეს ამ ტერიტორიაზებურუნდის დროშა ბურუნდი
კენიის დროშა კენია
მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
რუანდის დროშა რუანდა
ტანზანიის დროშა ტანზანია

ისტორია

გერმანიის კოლონიები აფრიკაში, გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკა (წითელი ფერით)

ამ მხარეში გერმანიის აქტიურობის დასაწყისი სათავეს იღებს 1885 წლიდან, როდესაც გერმანიის მთავრობამ გერმანიის ინტერესების დაცვისათვის ტერიტორიის ათვისების უფლება აჩუქა კარლ პეტერსის კომპანიას, რომელიც ხელმძღვანელობდა «გერმანული კოლონიზაციების საზოგადოებას». 1890 წელს დაიწყო აბუშირის აჯანყება. გერმანიის ხელისუფლება იძულებული იყო გაეგზავნა ჯარი გერმან ვისმანის ხელმძღვანელობით და წაერთვა საზოგადოებისთვის მისი საკუთრება, რითაც მას კოლონიად გადააქცევდა. გერმანელების დროს დაიწყო მიწების კულტივირება, რკინიგზის გაყვანა, სკოლების მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობისათვის, მაგრამ კოლონიისგან ეკონომიკური უკუგება გერმანიას არც არასდროს არ მიუღია: აღმოსავლეთი აფრიკის სუბსიდირება გრძელდებოდა გერმანიის ხელისუფლების მიერ. ადმინისტრაციული კუთხით კოლონიის ხელმძღვანელობა ეყრდნობოდა ტომის ბელადებთან ურთიერთობაზე (კოლონიზაციის პირველ ოც წელიწადში, გერმანელებს მუდამ უხდებოდათ ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყებების ჩახშობა კოლონიზატორების მიმართ). გერმანიის აღმოსავლეთ აფრიკაში აქტიურად ასახლებდნენ გერმანელ კოლონისტებს: 1903 წელს მათი რაოდენობა იყო 650 ადამიანი, ხოლო 1914 წელს დაახლოებით 5500 ადამიანი.

პირველი მსოფლიო ომის დროს კოლონიის შეიარაღებულ ძალებს (შედგებოდა 3 ათასი ევროპელისაგან და 11 ათასი ადგილობრივისაგან) მეთაურობდა პოლკოვნიკი პაულ ემილ ფონ ლეტოვ-ფორბეკი, რომელიც 1914 წლიდან 1918 წლამდე წარმატებით ატარებდა ბრძოლებს ბრიტანულ და პორტუგალიულ კოლონიალურ ჯარებთან. მოგვიანებით ის იძულებული გახდა უკან დაეხია ბელგიის კონგოს მხრიდან თავდასხმისა და რესურსების უკმარისობის გამო. პაულ ემილ ფონ ლეტოვ-ფორბეკმა მცირე რაზმით წინ წაიწია მოზამბიკის ტერიტორიისკენ და ჩრდილოეთ როდეზიისკენ, სადაც შეიტყო გერმანიასა და ანტანტის ქვეყნებს შორის დადებული ზავის შესახებ და გასცა ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. პირველი მსოფლიო ომი დამთავრდა, ის კი გახდა კოლონიალურ გერმანიაში ერთადერთი შეიარაღებული ფორმირების მთავარსარდალი, რომელიც მტერს არ ჩაბარდა. შემდგომში ადგილობრივი მეომრები, რომლებიც მონაწილეობდნენ გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკის ბრძოლებში, პენსიას იღებდნენ ვაიმარის რესპუბლიკის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებისგან.

1919 წლის ვერსალის საზავო ხელშეკრულების მიხედვით გერმანიის აღმოსავლეთი აფრიკის ტერიტორია დაიყო: დასავლეთი ნაწილი გადაეცა ბელგიას (რუანდა-ურუნდი), დანარჩენი ნაწილი დიდ ბრიტანეთს გადაეცა მფლობელობაში, რომელმაც სახელი შეუცვალა კოლონიას და უწოდა ტანგანიიკა . ამ უკანასკნელმა დამოუკიდებლობა მიიღო 1961 წელს.

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა