გეორგ ბიუხნერის პრემია

გერმანიის ლიტერატურული პრემია

გეორგ ბიუხნერის სახელობის პრემია (გერმ. Georg-Büchner-Preis) — გერმანულენოვან ლიტერატურაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, რომელიც დაფუძნდა მწერლისა და დრამატურგის — გეორგ ბიუხნერის პატივსაცემად. პრემია ყოველწლიურად გადაეცემათ გერმანულ ენაზე მოღვაწე ავტორებს, „რომლემაც თავიანთი გამორჩეული შემოქმედებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თანამედროვე გერმანული კულტურული ცხოვრების ჩამოყალიბებაში.“[1]

გეორგ ბიუხნერის პრემია

ჯილდოგადაეცემათ გერმანულენოვან ავტორებს, რომლებაც თავიანთი გამორჩეული შემოქმედებით მნიშველოვანი წვლილი შეიტანეს თამედროვე გერმანული კულტურული ცხოვრების ჩამოყალიბებაში
წარადგენსენისა და მხატვრული სიტყვიერების გერმანული აკადემია
პირველად გადაეცა1923
deutscheakademie.de/en/awards/georg-buechner-preis

ისტორია

პრემია 1923 წელს გეორგ ბიუხნერის პატივსაცემად დაფუძნდა და თავდაპირველად იგი ძირითადად ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენლებს, პოეტებს, მსახიობებს და მომღერლებს გადაეცემოდათ.[2]

1951 წლიდან პრემიის ლაურეატები მხოლოდ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ხდებიან და მას ენისა და მხატვრული სიტყვიერების გერმანული აკადემია გასცემს. 2002 წლიდან პრემიის საპრიზო ფონდს 20 ათასი ევრო შეადგენს.

გეორგ ბიუხნერის პრემია და ნობელის პრემია ლიტერატურაში

გეორგ ბიუხნერის პრემია ხშირად მომავალი პოტენციური გერმანულენოვანი ნობელიანტი მწერლის გამოსავლენ ინდიკატორად ითვლება. გეორგ ბიუხნერის პრემიის ხუთ ლაურეატს: გიუნტერ გრასს, ჰაინრიხ ბიოლს, ელიას კანეტს, პეტერ ჰანდკესა და ელფრიდე იელინეკს — ჯილდოს მიღების შემდგომ წლებში მიენიჭათ ნობელის პრემია ლიტერატურაში.

გეორგ ბიუხნერის პრემიის 1958 წლის ლაურეატი, მაქს ფრიში

ლაურეატები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა