ბუკერის პრემია

ბუკერის პრემია (ინგლ. Booker Prize) — ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მსოფლიოში ინგლისურ ლიტერატურაში. ენიჭება ავტორს, რომელიც თანამეგობრობის ქვეყნების ან ირლანდიის რესპუბლიკის მოქალაქეა, ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანისთვის. პრემიას თან ახლავს ფულადი ჯილდო 50 ათასი ფუნტი სტერლინგის ოდენობით (2002 წლამდე 21 ათასი ფუნტი იყო). პირველი პრემია გაიცა 1969 წელს. 2002 წლიდან ბუკერის პრემიის სპონსორია კომპანიათა კონცერნი „მენი“. შედეგად მისი სრული ოფიციალური სახელია The Man Booker Prize.

პრემიის მინიჭება შემდეგი სქემით ხდება: თავდაპირველად ყოველწლიურად განახლებადი საკონსულტაციო კომიტეტი, რომელშიც შედიან ორი გამომცემელი და მწერალთა, ლიტერატურულ აგენტთა, კინომეწარმეთა, ბიბლიოთეკებისა და თავად ბუკერის პრემიის ფონდის თითო წარმომადგენელი, ადგენს დაახლოებით 100 წიგნის სიას. იგივე კომიტეტი ამტკიცებს ხუთწევრიან ჟიურის, რომლის წევრები, როგორც წესი, ხდებიან წამყვანი ლიტერატურული კრიტოკოსები და მწერლები, მეცნიერების ღირსეული წარმომადგენლები, გავლენიანი საზოგადოებრივი ფიგურები. აგვისტოში ჟიური აქვეყნებს ე.წ. ლონგლისტს (გრძელი სია), რომელშიც 25-მდე კანდიდატია შესული, ხოლო სექტემბერში ამ სიიდან ექვსი მონაწილე პრემიის „შორტლისტში“ (მოკლე სია) შედის. ბუკერის პრემიის გამარჯვებული ცხადდება ოქტომბერში სპეციალურ ცერემონიაზე.

ბუკერის პრემიის ოთხი მფლობელი — უილიამ გოლდინგი, ნადინ გორდიმერი, ვიდიადჰარ ნაიპოლი და ჯონ მაქსველ კუტზეე — შემდგომში გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. 1999 წელს ჯონ მ. კუტზეე პირველი მწერალი გახდა, რომელმაც ბუკერის პრემია ორჯერ მოიპოვა. ორ წელიწადში ეს მიღწევა გაიმეორა ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ.

გამარჯვებულები

წელიავტორინაწარმოებიჟანრიქვეყანა
1971 ვიდიადჰარ ნაიპოლი[1]
(1932-2018)
თავისუფალ ქვეყანაშირომანიგაერთიანებული სამეფო
ტრინიდადი და ტობაგო
1974 ნადინ გორდიმერი[2]
(1923-2014)
კონსერვაციონისტირომანისამხრეთი აფრიკა
1981 სალმან რუშდი[3]
(დ. 1947)
შუაღამის შვილებიმაგიური რეალიზმიგაერთიანებული სამეფო
1982 თომას კენილი[4] (დ. 1935)შინდლერის კიდობანიბიოგრაფიული რომანიავსტრალია
1983 ჯონ მაქსველ კუტზეე[5]
(დ. 1940)
მაიკლ კეის ცხოვრება და დროებარომანისამხრეთი აფრიკა
1989 კაზუო იშიგურო[6]
(დ. 1954)
დღის მიწურულსისტორიული რომანიგაერთიანებული სამეფო
1992 მაიკლ ონდააჩი[7] (დ. 1943)ინგლისელი პაციენტიისტორიოგრაფიული მეტაფიქციაკანადა
1997 არუნდატი როი
(დ. 1961)
წვრილმანების ღმერთირომანიინდოეთი
1998 იენ მაკიუენი[8]
(დ. 1948)
ამსტერდამირომანიგაერთიანებული სამეფო
1999 ჯონ მაქსველ კუტზეე[9]
(დ. 1940)
სირცხვილირომანისამხრეთი აფრიკა
2000 მარგარეტ ეტვუდი
(დ. 1939)
ბრმა მკვლელიისტორიული რომანიკანადა
2002 იან მარტელი
(დ. 1963)
პის ცხოვრებაფანტასტიკური სათავგადასავლო რომანიკანადა
2003 დიბისი პიერი
(დ. 1961)
ვერნონ გენიოს ლითლიშავი კომედიაავსტრალია
2007 ენ ენრაიტი (დ. 1962)თავყრილობარომანიირლანდია
2011 ჯულიან ბარნსი
(დ. 1946)
დასასრულის განცდარომანიგაერთიანებული სამეფო
2014 რიჩარდ ფლენეგანი
(დ. 1961)
ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენისტორიული რომანიავსტრალია
2017 ჯორჯ სანდერსი
(დ. 1958)
ლინკოლნი ბარდოშიისტორიული/ექსპერიმენტული რომანიამერიკის შეერთებული შტატები
2019 მარგარეტ ეტვუდიThe Testamentsრომანიკანადა
ბერნარდინ ევარისტოგოგონა, ქალი და სხვებიექსპერიმენტული რომანიგაერთიანებული სამეფო

სქოლიო

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა