ბრიყვთა გემი
სურათი ბრიყვთა გემი ჰიერონიმუს ბოსხმა 1490-1500 წლებში დახატა. მასზე ასახულია ადამიანები ,რომლებიც თავიანთ ცხოვრებას ბანქოს თამაშში, ფლირტსა და ჭამა-სმაში ატარებენ, იმის ნაცვლად რომ რამე ღირებული გააკეთონ.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a2/Jheronimus_Bosch_011.jpg/150px-Jheronimus_Bosch_011.jpg)
სურათი, რა სახითაც დღევანდლამდე მოაღწია, არის ტრიპტიქის ფრაგმენტი, რომელიც რამდენიმე ნაწილად დაჭრეს. ბრიყვთა გემი არის ერთ-ერთი ფრთის 2/3. დანარჩენი 1/3 იელის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეას ეკუთვნის და მოიხსენიება სახელით — გაუმაძღრობის ალეგორია. ტრიპტიქის მეორე ფრთა შედარებით სრული სახითა შემორჩენილი. მისი სახელია — ძუნწის სიკვდილი. ის ვაშინგტონის ხელოვნების ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი. ტრიპტიქის ორივე ფრთა ორ უკიდურესობას: სიძუნწესა და მეტისმეტ თავაშვებულ ცხოვრებას ასახავს. ორივე მათგანი გაკიცხული და გამასხარავებულია.
ბრიყვთა გემი შესრულებულია ზეთის საღებავებით ხის ზედაპირზე. მისი ზომებია 33x58 სმ.