ბრანიმირ სუბაშიჩი

ბრანიმირ სუბასიჩ (აზერ. Branimir Subaşiç, სერბ. Бранимир Субашић; დ. 7 აპრილი, 1982, ბელგრადი, იუგოსლავიის სფრ) აზერბაიჯანელი/სერბი კარიერადასრულებული პროფესიონალი ფეხბურთელი. იგი თავდამსხმელის პიზიციაზე თამაშობდა.

ბრანიმირ სუბაშიჩი
სუბაშიჩი ნაკრებთან ერთად 2012 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Branimir Subašić
დაბადების
თარიღი
7 აპრილი, 1982 (1982-04-07) (42 წლის)
დაბადების
ადგილი
ბელგრადი, იუგოსლავიის სფრ
სიმაღლე180 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
ზელეზნიკი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1998 - 2002ზელეზნიკი10(0)
2002  სრემსისა6(2)
2002 - 2003ოოსტენდე14(3)
2003ბეაუაის ოისე5(1)
2003 - 2005ჩერნომორეცი ოდესა7(1)
2005  ამკარ პერმი6(1)
2005 - 2008ნეფთჩი ბაქო65(31)
2008 - 2010რედ სტარ ბელგრადი13(4)
2009 - 2010  ჩანგჩუნ იატაი24(3)
2010 - 2011გაბალა19(2)
2011 - 2013ხაზარ ლენქორანი51(14)
2013ყარაბაღი8(0)
2013 - 2014ორდუსპორი34(9)
2014 - 2015მანისასპორი32(5)
2015 - 2016ბეოგრადი19(1)
ეროვნული ნაკრები
2007 - 2013აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები40(7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

ადრეული წლები (1998-2005)

სუბაშიჩმა ახალგაზრდული კარიერა დაიწყო 1997 წელს, 15 წლის ასაკში, გუნდ ზელეზნიკში. 1998 წელს მან გუნდთან კონტრაქტი გააფორმა და გახდა პროფესიონალი ფეხბურთელი. იგი 2002 წლამდე რჩებოდა ზელენზინკში; შემდგომ იგი სრემსისაში გაანათხოვრეს. სეზონის დასრულების შემდეგ მან სრემსისა დატოვა და კლუბ ოოსტენდეს შეუერთდა. კლუბში მან 14 თამაში ჩაატარა და ამ თამაშებში 3 გოლი გაიტანა. 2003 წელს ნახევარი წლის განმავლობაში იგი თამაშობდა ბეაუაის ოისეს რიგებში. 2003 წელს ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა ჩერნომორეც ოდესასთან. 2 სეზონის განმავლობაში მან მხოლოდ 7 თამაშში მიიღო მონაწილეობა (გაიტანა მხოლოდ 1 გოლი). 2005 წელს სუბაშიჩი გაანათხოვრეს რუსეთის პრემიერლიგის გუნდ ამკარ პერმში, სადაც მან 6 თამაში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

ნეფთჩი (2005-2008)

2005 წლის ზაფხულში სუბაშიჩი აზერბაიჯანის პრემიერლიგის ჩემპიონ გუნდ ნეფთჩიში გადავიდა. მისი პირველი გამოჩენა კლუბის მაისურით ანდერლეხტის წინააღმდეგ, უეფას თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში შედგა; თამაშში მან 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა მოიპოვა და ამით დაეხმარა გუნდს რათა ანგარიშით 1:0 მოეგო მოწინააღმდეგისათვის. 2006 წლის იანვარჩი ნეფთჩი ასპარეზობდა თანამეგობრობის თასზე. ამავე წელს ნეფთჩის ეს ტურნირი მოიგო, ხოლო სუბაშიჩმა ტურნირში 3 გოლი გაიტანა.

შემდეგი 3 წელი სუბაშიჩი ნეფთჩიში თამაშობდა. ამ დროში მან მოიგო: თანამეგობრობის თასი 2006 წელს, ვერცხლის მედალი (2006-07 წლების სეზონში) და ორი ბრინჯაოს მედალი (2005-06; 2007-08) აზერბაიჯანის პრემიერლიგაში. საბოლოოდ, მან კლუბის 65 თამაშში მიიღო მონაწილეობდა და 31 გოლი გაიტანა. 2007 წელს, აზერბაიჯანის მოქალაქეობის მიღების შემდეგ იგი აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობდა.

რედ სტარ ბელგრადი (2008-2010)

2008 წლის ზაფხულში სუბაშიჩი მშობლიურ სერბეთში დაბრუნდა ბელგრადის კლუბ რედ სტარში გაწევრიანდა. 2008 წელს მან 11 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაინტანა. 2009 წლის მარტში სუბაშიჩი ჩინურ კლუბ ჩანგჩუნ იატაიში განათხოვრდა. ჩინეთის სუპერლიგაში მან 24 თამაშში 3 გოლი გაიტანა. ამ სეზონში ჩანგჩუნ იატაი 2009 წლის ჩინეთის საფეხბურთო პრემიერლიგის ვერცხლის მედალოსანი გახდა. ამ სეზონის შემდეგ იგი რედ სტარ ბელგრადში დაბრუნდა და სეზონი გუნდთან ერთად დაასრულა.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა