ბოტაფოგო

ბოტაფოგო (პორტ. Botafogo) — პლაჟისპირა კვარტალი (bairro) ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში. მდებარეობს მუნდო-ნოვოს, დონა-მარტას და სან-ჟუანის ბორცვებს შორის. ძირითადად დასახლებულია მაღალი და საშუალო კლასის წარმომადგენლებით.

ბოტაფოგოს პლაჟი

ისტორია

სახელი დაერქვა ჟუან ფერეირა დე სოუზა ბოტაფოგოს პატივსაცემად, რომელიც გემ ბოტაფოგოს არტილერიაზე იყო პასუხისმგებელი. სწორედა მიტომ დაუმატა მან ეს სახელი თავის გვარშიც. როდესაც ის საცხოვრებლად ბრაზილიაში გადავიდა, პორტუგალიის სამეფო ოჯახმა მას ის მიწები უბოძა, რომელიც დღეს ბოტაფოგოს სახელითაა ცნობილი. სიტყვასიტყვით ეს სახელი „ცეცხლის გახსნას“ ნიშნავს.[1]

მახასიათებლები

ბოტაფოგოს პლაჟი გუანაბარის უბეზეა გადაჭიმული და ატლანტის ოკეანისგან ურკის ნახევარკუნძული და შაქრისთავა მთა იცავს. ღირსშესანიშნაობებს შორისაა ინდიელთა მუზეუმი, რომელიც ბრაზილიის ძირითად ადგილობრივ ინდიელთა კულტურასა და ისტორიას იკვლევს; ასევე ვილა-ლობოსის მუზეუმი.[2] მეზობელი პლაჟისპირა კვარტლებისგან ბოტაფოგოს განასხვავებს კაფეებისა და კინოთეატრების მაღალი კონცენტრაცია.

ბოტაფოგოს ჰყავს მრავალსპორტული კლუბი ბოტაფოგო, რომელიც ამავე დროს ბრაზილიის ერთ-ერთუ უდიდესი საფეხბურთო კლუბია.

კვარტალს ემსახურება ერთი მეტროსადგური — ბოტაფოგო.


პანორამული ხედი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატივაჟა-ფშაველასპეციალური:ძიებაკატეგორია:ქართული გვარებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024: ფინალიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებილამინ იამალიქაქუცა ჩოლოყაშვილიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდონალდ ტრამპიმეორე მსოფლიო ომიესპანეთივლაქერნობაპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020აშშ-ის პრეზიდენტების სიაკრიშტიანუ რონალდუნოდარ დუმბაძესაქართველოგიორგი მიქაუტაძელიონელ მესიინგლისიცივი ომიჯვაროსნული ლაშქრობებიჯო ბაიდენინოვაკ ჯოკოვიჩიმიხეილ სააკაშვილიოცდაათწლიანი ომი14 ივლისიანდრეს ინიესტახვიჩა კვარაცხელიაგიორგი მამარდაშვილიევროპის ოქროს ბუციმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითფეხბურთი