ბლაგოევგრადის ოლქი

ბლაგოევგრადი (ბულგ. област Благоевград), აგრეთვე ეძახიან მაკედონიის პირინს[1][2][3][4] (ბულგ. Пиринска Македония) მდებარეობს ბულგარეთის სამხრეთ-დასავლეთით. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, საზღვრავს ოთხი ბულგარული ოლქი, სამხრეთით მდებარეობს ბულგარეთის და საბერძნეთის ოფიციალური საზღვარი, ხოლო დასავლეთით ჩრდილოეთ მაკედონია-ბულგარეთის ოფიციალური საზღვარი. ოლქი იყოფა 14 თემად, ბლაგოევგრადში მდებარეობს 12 ქალაქი. ოლქის ყველაზე დიდი ქალაქია ბლაგოევგრადი, სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: ბანსკო, გოცე-დელჩევი, მელნიკი, პეტრიჩი, პაზლოგი, სანდანსკი და სიმიტლი.

ბლაგოევგრადის ოლქი

გეოგრაფია

ოლქის ფართობი შეადგენს 6,449.5 კმ², ხოლო აქ ცხოვრობს 341,245 ადამიანი. ბლაგოევგრადის ტერიტორიაზე მდებარეობს რილას მთათა სისტემა, უმაღლესი წერტილია მთა მუსალა (2925 მ), პროვინციის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს პირინის მთათა სისტემა, უმაღლესი წერტილია მთა ვიჰრენი (2914 მ). ბლაგოევგრადის მნიშვნელოვანი ქედებია: როდოპი, სლავიანკა, ბელასიცა, ვლაჰინია, მალეშევო, ოგრაჟდენი და სტაგაჩი. აქ მიედინება ორი დიდი მდინარე სტრუმა და მესტა.

ამ ტერიტორიაზე ძირითადად არის ხმელთაშუაზღვისპირული ჰავა. ბლაგოევგრადში არის მარმარილოს და გრანიტის მნიშვნელოვანი საბადოები.

ისტორია

ბლაგოევრგრადის ოლქი უძველესი დროიდან შედიოდა თრაკიის შემადგენლობაში, აქ ძირითადად თრაკიელები ცხოვრობდნენ. ალექსანდრე მაკედონელმა აქ დააარსა პირველი დასახლება ძვ.წ 340 წელს, მას ერქვა ალექსანდროპოლისი. ეს ქალაქი დაინგრა თრაკიელების სახელმწიფოს დაცემის შემდეგ.

თემები

ბლაგოევგრადის ოლქის რუკა, ნაჩვენებია თემების საზღვრები და მნიშვნელოვანი ქალაქები

ბლაგოევგრადის ოლქი (област) იყოფა 14 თემად. აქ მოცემულ სიაში ნაჩვენებია თემების ქართული და კირილიცური სახელწოდებები, მნიშვნელოვანი ქალაქები და სოფლები და აგრეთვე 2009 წლის აღწერის შედეგად თემების მოსახლეობა.

თემებიკირილიცამოს.[5]ქალაქი/სოფელიმოს.[5]
ბანსკოБанско13,556ბანსკო9,183
ბელიცაБелица10,356ბელიცა3,580
ბლაგოევგრადიБлагоевград88,457ბლაგოევგრადი80,140
გირმენიГърмен16,799გირმენი1,982
გოცე-დელჩევიГоце Делчев35,884გოცე-დელჩევი22,255
ხადჟიდიმოვოХаджидимово11,207ხადჟიდიმოვო3,040
კრესნაКресна5,982კრესნა3,866
პეტრიჩიПетрич64,367პეტრიჩი36,776
რაზლოგიРазлог22,681პაზლოგი13,434
სანდანსკიСандански45,722სანდანსკი30,826
სატოვჩაСатовча19,025სატოვჩა2,434
სიმიტლიСимитли15,746სიმიტლი7,567
სტრუმიანიСтрумяни6,284სტრუმიანი998
იაკორუდაЯкоруда11,271იაკორუდა6,216

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა