ბინიანი

ბინიანი (ოფიციალურად ქალაქი ბინიანი; ტაგ: Lungsod ng Biñan) — პირველი კლასის შემადგენელი ქალაქი ლაგუნის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 333 028 ადამიანს შეადგენს.[2]

ბინიანი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Biñan, Bungahan, Canlalay, Casile, De La Paz, Ganado, Langkiwa, Loma, Malaban, Malamig, Mamplasan, Platero, Poblacion, San Antonio, San Francisco, San Jose, San Vicente, Santo Domingo, Soro-Soro, Santo Niño, Santo Tomas, Timbao, Tubigan და Zapote
კოორდინატები 14°20′00″ ჩ. გ. 121°05′00″ ა. გ. / 14.33333° ჩ. გ. 121.08333° ა. გ. / 14.33333; 121.08333
დაარსდა 1688
ფართობი 43.50 კმ²
ცენტრის სიმაღლე 68 მეტრი
მოსახლეობა 407 437 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 49
საფოსტო ინდექსი 4024
ოფიციალური საიტი http://www.binan.gov.ph/
ბინიანი — ფილიპინები
ბინიანი

ბინიანი ასევე ცნობილია როგორც ბინიანგი. ქალაქი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის საცხოვრებელი გარეუბანის ფუნქციასაც ასრულებს და ფილიპინების ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული პარკი და თავისუფალი ვაჭრობის ზონაა. ქალაქად გამოცხადებამდე (2010), 2007 წელს აუდიტის კომისიის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით ბინიანი ფილიპინების მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მდიდარ მუნიციპალიტეტად დასახელდა, რომლის წლიური შემოსავალი 677 მილიონი ფილიპინური პესო (14.833 მილიონი აშშ დოლარი) იყო.[3] 2015 წლის მონაცემებით ბინიანს კალამბისა და სანტა-როსის შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავს.

2015 წლის 27 მარტს პრეზიდენტმა ბენინიო აკინო III-მ 10658-ე რესპუბლიკურ აქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ბინიანი ლაგუნის პირველ საკონგრესო რაიონს გამოეყო და ბინიანის საკონგრესი რაიონი ჩამოყალიბდა. პირველი წარმომადგენელი, ქალაქის ყოფილი მერი, 2016 წელს აირჩიეს.

ეტიმოლოგია

ბინიანის სახელწოდების წარმოშობის საკითხი უცნობია. ერთი ვერსიით, კაინტასა და ტაიტაიში ჩასულმა კაპიტანმა ხუან დე სალსედომ გზა ბაიმდე გააგრძელა გზა და ბინიანამდე ჩააღწია. მღვდლებმა, ალფონსო დე ალვარადომ და დიეგო ესპინარმა დღევანდელი სან ისიდრო ლაბრადორის სამრევლოს ადგილას ხის დიდი ჯვარი აღმართეს. გაკვირვებული ადგილობრივები ჯვრის ირგვლივ შეიკრიბნენ. ორმა ესპნალემა მისიონერმაც სიტუაციით ისარგებლა და ადგილობრივები მონათლა. ხალხური გადმოცემით, მას შემდეგ ადგილს „ბინიაგანი“ ეწოდებ, რაც „ნათლობის ადგილს“ ნიშნავს. ესპანელებს სახელის გამოთქმა უჭირდათ და ქალაქს „ბინიანს“ უწოდებდნენ.

ისტორია

ბინიანის სიმბოლო

კაპიტანმა ხუან დე სალსედო ბინიანი 1571 წლის ბოლოს, მიგელ ლოპეს დე ლეგასპის მიერ მანილის დაარსებიდან 1 თვის შემდეგ აღმოაჩინა. 1688 წელს ლაგუნა-დე-ბაის პროვინციიდან მთავრობის პანგსანჯანში გადასვლის შემდეგ ბინიანი ტაბუკოს (დღევანდელი ქალაქი კაბუიაო) გამოეყო.

1791 წელს, პაბლო ფაუსტინოს დროს სანტა-როსა ბინიანს გამოეყო. მომდევნო წლის 15 იანვარს სანტა-როსა დაარსდა.

2010 წლის 2 თებერვალს, 9740-ე რესპუბლიკური აქტის საფუძველზე და მოსახლეობის მიერ რატიფიცირების შემდეგ ბინიანი შემადგენელ ქალაქად გამოცხადდა. ბიანიანი პროვინციის მე-4 და ფილიპინების 139-ე ქალაქი გახდა.

გეოგრაფია

ბინიანის მერია ღამით

ბინიანი მანილიდან 35 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს. ჩრდილოეთიდან სან-პედრო ესაზღვრება, სამხრეთიდან — სანტა-როსა, ხოლო დასავლეთით — კარმონა. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ჰორიზონტზე ლაგუნა-დე-ბაი, ქვეყნის უდიდესი ტბაა გადაჭიმული.

ქალაქის მთლიანი ფართობი 43.5 კმ²-ია, რაც ლაგუნის პროვინციის ფართობის 2.5%-ია. 2008 წელს ბინიანის მოსახლეობის რაოდენობა 269 608 ადამიანს გაუტოლდა. მოსახლეობის რაოდენობით იგი მე-4 ადგილზე იყო პროვინციის მასშტაბით (პროვინციის მოსახლეობის 9.8%) კალამბის (12.66%), სან-პერდოსა (11.42%) და სანტა-როსის (9.92%) შემდეგ.

ტოპოგრაფია

ბინიანის ფართობის 85.33% 0-2.5% დახრილობის მიწებს უკავია, რომლებიც ყველა ბარანგაის მოიცავს, გარდა ბინიანისა და სან-ფრანსისკოს ბარანგაების მცირე ნაწილებისა, რომელთა მიწებიც 2.6-25% დახრილობისაა. ქალაქის 3/4-ზე მეტი თითქმის ზღვის დონეზე მდებარეობს, რაც ბინიანში სოფლის მეურნეობისა და ურბანულ განვითარებას უწყობს ხელს.

ბარანგაები

ბინიანი 24 ბარანგაისგან შედგება, რომელთაგანაც ყველას ურბანული სტატუსი აქვს. ქალაქის საერთო ფართობის 16.83% სან-ფრანსისკოს ბარანგაის უკავია, ხოლო ყველაზე პატარა კასილის ბარანგაია, რომელსაც 12 ჰექტარი უკავია (საერთო ფართობის 0.27%).

კლიმატი

ბინიანში ორი კლიმატური სეზონი გამოიყოფა: მშრალი და წვიმების სეზონი. მშრალი სეზონი ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება, ხოლო წვიმების სეზონი წელიწადის დანარჩენ პერიოდს მოიცავს. ნალექების ყველაზე დიდი რაოდენობა ივნისიდან სექტემბრამდე მოდის. ბინიანის პერიფერიები მთებითაა გარშემროტყმული, რის გამოც ქალაქში უფრო გრილი ამინდია.

რისალის მოედნის პანორამა

დემოგრაფია

2015 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 333 028 ადამიანს შეადგენს.[4][5]

რელიგია

ბინიანის მოსახლეობის უმრავლესობა რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. ნაწილი უკანასკნელი დღის იესო ქრისტეს ეკლესიის, ფილიპინების ქრისტეს გაერთიანებული ეკლესიის, გაერთიანებულ მეთოდისტთა ეკლესიის, პრესვიტერიანული ეკლესიის, ბაპტიზმისა და სხვ. მიმდევარია.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
ვიკიწყაროში? არის ტექსტი 1911 Encyclopædia Britannica-ს სტატიებიდან თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა