ბინდის საგა: ახალი მთვარე (ინგლ.The Twilight Saga: New Moon) — 2009 წლის რომანტიკული, ფენტეზი ჟანრის ფილმი, რომელიც დაფუძნებულია სტეფანი მეიერის რომანზე სახელწოდებით "ახალი მთვარე". ეს არის 2008 წლის ფილმის - ბინდის გაგრძელება. მას შემდეგ, რაც "ბინდს" წარმატება მოჰყვა, Summit Entertainment-მა მისი გაგრძელების გადაღება 2008 წლის ნოემბერშივე გადაწყვიტა. ფილმის რეჟისორია კრის ვეიტზი. მონაწილეობენ: კრისტენ სტიუარტი, რობერტ პეტინსონი და ტეილორ ლოტნერი, ისინი ბრუნდებიან ბელა სუონის, ედვარდ კალენისა და ჯეიკობ ბლეკის როლებში. ფილმის სლოგანია "It will be as though I never existed" (ქართ.ეს ისე იქნება, თითქოს არასოდეს ვარსებულვარ)
ფილმი ეკრანებზე 2009 წლის 18 ნოემბერს გამოვიდა. მან ასევე მესამე ადგილი დაიკავა "ყველაზე შემოსავლიან ეროვნულ პრემიერებს" შორის, "ბნელი რაინდისა და ადამიანი-ობობა 3-ის შემდეგ.
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
კალენების ოჯახი ბელას დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებას უმართავენ, სადაც ჯასპერი მოულოდნელად თავს ვერ შეიკავებს და ბელაზე თავდასხმას შეეცდება. მას შეაჩერებენ, მაგრამ ედვარდი მიხვდება რომ მისი სიახლოვე ბელასთვის სახიფათოა და გოგონას დატოვებას გადაწყვეტს. ის ეტყვის ბელას რომ აღარ უყვარს. ბელა ამის გამო საშინელ დეპრესიაშია. ახალი მეგობარის ჯეიკობ ბლექის დახმარებით ბელა გამოვა დეპრესიიდან. მალე ბელა გაიგებს რომ ჯეიკობი მაქციაა და ლაპუშზე მაქციების მთელი ტომია, ამას ისიც ემატება რომ ჯეიმზის შეყვარებული ვიქტორია ბელაზე ნადირობს. ისინი ვამპირების პირველი მტრები არიან. ბელას ვიქტორიასგან მგლები მაქციები იცავენ. საბოლოოდ ბელა კლდიდან გადახტება და დახრჩობისგან ჯეიკობი გადაარჩენს. სახლში ბელას ედვარდის და, ელისი დახვდება. რომელსაც გაუკვირდება რომ ბელა ცოცხალია. ის აუხსნის გოგონას რომ დაინახა როგორ გადახტა ბელა კლდიდან (ელისის ნიჭი მომავლის ხედვაა). შემდეგ კი ეტყვის რომ ედვარდს ჰგონია რომ ბელა დაიღუპა და ახლა ვოლტურიში მიდის რათა ვამპირების უძველეს კლანს, სამეფო ოჯახს სთხოვოს მოკვლას. ელისი და ბელა მაშინვე იატლიის ქალაქ ვოლტურისკენ გაემართებიან. ბელა შეძლებს ედვარდის გადარჩენას, მაგრამ ახალი საფრთხე იჩენს თავს. ვოლტურის წევრები, სიცოცხლის სანაცვლოდ ბელას გარდაქმნას და ვამპირად გადაქცევას მოითხოვენ. ედვარდს მოუწევს ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღება და დასთანხმდება არიოს (ვოლტურის სამეულიდან უმთავრესს) ბელას გარდაქმნაზე. ბელა და ედვარდი ფორკსში ბრუნდებიან. ბელას და ჯეიკობის ურთიერთობა რთულდება. ფილმის ბოლოს ედვარდი ბელას ხელს სთხოვს.