ბიზანტიური სომხეთი

ბიზანტიური სომხეთი ან დასავლეთ სომხეთი[1][2][3]ბიზანტიის იმპერიის სომხური ნაწილი, რომელიც იმპერიის აღმოსავლეთით მდებარეობდა.

ბიზანტიური სომხეთი

387536

ბიზანტიური სომხეთი (387-536)
დედაქალაქისივასი
მალათია
ერზურუმი
ენასომხური
ბერძნული
რელიგიასომხური მართლმადიდებლობა
ბერძნული მართლმადიდებლობა

ბიზანტიისა და სასანიდების იმპერიებმა სომხეთი ორად გაყვეს 387 წელს. აღმოსავლეთ ნაწილს სასანიდები აკონტროლებდნენ, დასავლეთს კი ბიზანტიელები. ანისის სამეფოს შექმნის შემდეგ, სომხეთის ისტორიული ნაწილები და სომხების მიერ დაკავებული ახალი ტერიტორიები, მაინც ბიზანტიის იმპერიის მიერ იმართებოდა.

სომხეთს არ ჰყავდა წარმომადგენლები ქალკედონის საეკლესიო კრებაზე. თუმცა 451 წელს სომხების აჯანყებამ სასანიდების იმპერიის წინააღმდეგ, გააღვივა კავშირი სომხურ და ბიზანტიურ ქრისტიანობას შორის[4].

ბევრმა სომეხმა წარმატებას მიაღწია ბიზანტიის იმპერიაში, ბევრი იმპერატორი იყო ეთნიკურად სომეხი ან ნახევრად სომეხი. ყველაზე გამოჩენილი მაგალითია იმპერატორი ჰერაკლე, რომლის მამა სომეხი იყო, დედა კი კაბადოკიელი. ჰერაკლემ სათავე დაუდო ჰერაკლიანების დინასტიას. კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენელია ბასილ I, რომელმაც სათავე დაუდო მაკედონელთა დინასტიას. ასევე აღსანიშნავია რომანოზ I ლაკაპენოსი, იოანე I ციმისკე და ნიკიფორე II ფოკა.

ბიზანტიის არმიის სომეხი მებრძოლები

სომხებმა დიდი წვლილი შეიტანეს ბიზანტიის იმპერიის სამხედრო წარმატებაში. იმპერიის ჯარი მუდმივ მზადმყოფნას საჭიროებდა, რადგან მას ყოველი მხრიდან ემუქრებოდნენ. სომეხი მებრძოლებისგან შეიქმნა მუდმივი არმია, რომელის შემადგენლობა არასდროს აღემატებოდა 150 000 მებრძოლს. მიუხედავად მებრძოლთა სიმცირისა სომხების არმიამ უსასტიკეს ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა და დიდად ასარგებლა იმპერია.

V საუკუნეში სომხური არმია ბიზანტიის იმპერიის ძირითადი არმიის მუდმივი წევრი იყო. სომეხი მებრძოლები შეირჩნენ იმპერატორის პირად არმიაშიც.

სომეხმა მებრძოლებმა თავის გამოჩენა შემდგომშიც შეძლეს და ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი მოწინავე არმია შექმნეს IX-X საუკუნეებში.

სომეხი იპერატორები

რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ, მის აღმოსავლეთ ნაწილში უამრავმა უცხოურმა მმართველმა მიიღო ძალაუფლება[5]. ამ დროის განმავლობაში ბიზანტიის იმპერიის მმართველი ბევრი ეთნიკურად სომეხი ან ნახევრად სომეხი იმპერატორი გახდა[6].

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა