ბაქოს გუბერნია

ბაქოს გუბერნია (რუს. Бакинская губерния, აზერ. Bakı quberniyası; 6 დეკემბერი, 18591920) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ამიერკავკასიაში (შემდგომ — რუსეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლის ნაწილი). ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ბაქო. ფართობი 34,400 ვერსი², მოსახლეობა (1897 წ.) — 789,659 ადამიანი. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა — დაღესტნის ოლქი, დასავლეთით — ელიზავეტპოლის გუბერნია, სამხრეთით — სპარსეთი.

ბაქოს გუბერნია
Бакинская губерния

რუსეთის იმპერიის პროვინცია
1859 — 1920
გერბი
დედაქალაქიბაქო
ენარუსული
აზერბაიჯანული
სომხური
ფართობი44,136 კმ²
მოსახლეობა789,659 (1897)

ისტორია

რუსეთის იმპერია

1859 წელს, საგუბერნიო ქალაქ შემახის დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით, 6 (18) დეკემბრის უმაღლესი ბრძანებულებით, შემახის გუბერნიის ადმინისტრაცია და იქ მდებარე ყველა პროვინციული დაწესებულება გადავიდა ბაქოში, რის გამოც ახალ გუბერნიას ბაქოს სახელი ეწოდა[1].

1860 წლის 18 ივლის უმაღლესი ბრძანებულებით დერბენტის გუბერნიას გამოეყო ყუბის მაზრა და შეუერთდა ბაქოს გუბერნიას[2], ხოლო 1867 წელს ნუხის და შუშის მაზრები გამოეყო და შეუერთდა ელიზავეტპოლის გუბერნიას.

რუსეთის რესპუბლიკა

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა

1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომლის ფარგლებშიც ბაქოს გუბერნია გახდა მისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული[3].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა